მოიძებნა 669201 ჩანაწერი
162961.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ისმოდა, როგორ ეხლებოდა და ელამუნებოდა წყალი ნავის ფერდებს ისე, თითქოს ნავსადგომზე ჩაეშვათ ღუზა.
One heard the waves breaking and flapping against the side of the boat as if they were anchored in harbour.
162962.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ყველაფერი დაუახლოვდა ერთმანეთს.
Everything became very close to one.
162963.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
თითქოს ამქვეყნად ყველაფერი ერთბაშად გაირინდა.
Everything in the whole world seemed to stand still.
162964.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
შუქურა უმოძრაო გახდა, და შორეული ნაპირის ხაზიც უძრავი გახდა.
The Lighthouse became immovable, and the line of the distant shore became fixed.
162965.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მზე სულ უფრო აჭერდა და ყველანი თითქოს უფრო დაუახლოვდნენ და უფრო მძაფრად გრძნობდნენ ერთმანეთის სიახლოვეს, რაც აქამდე ლამის ყველას დაავიწყდა.
The sun grew hotter and everybody seemed to come very close together and to feel each other’s presence, which they had almost forgotten.
162966.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მაკალისტერის ანკესის თოკმა ღრმად ჩაყვინთა ზღვაში.
Macalister’s fishing line went plumb down into the sea.
162967.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მაგრამ მისტერ რემზი კითხვას განაგრძობდა.
But Mr. Ramsay went on reading.
162968.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ის რაღაც პრიალა პატარა წიგნს კითხულობდა, მეჭვავიას კვერცხებივით დაწინწკლული ყდით.
He was reading a little shiny book with covers mottled like a plover’s egg.
162969.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ხან თავდაჯერებულად, ხან მბრძანებლურად, ხანაც იმ განზრახვით, რომ საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა აღეძრა სხვებში.
Now assertively, now commandingly, now with the intention of making people pity him.
162970.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
და მთელი იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე მამა წიგნს კითხულობდა და ერთიმეორის მიყოლებით ფურცლავდა გვერდებს, ჯეიმსი ძრწოლით ელოდა იმ წამს, როცა ამოხედავდა და მკაცრად ეტყოდა რამეს.
And all the time, as his father read and turned one after another of those pages, James kept dreading the moment when he would look up and speak sharply to him about something.
162971.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
რატომ გაეჩხირნენ აქ?
Why were they lagging about here?
162972.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
და ჯეიმსმა გაიფიქრა, დავავლებ დანას ხელს და გულში ჩავცემო.
And James thought, I shall take a knife and strike him to the heart.
162973.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
გააკეთე ეს. მომიტანე ის.
Do this. Fetch me that.
162974.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
შავი ფრთები იფოფრებოდა და მაგარი ნისკარტი ძიძგნიდა.
The black wings spread, and the hard beak tore.
162975.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
და აი, მეორე წუთში ზის და წიგნს კითხულობს და უცებ შეიძლება სავსებით საღად და ნორმალურად ამოგხედოს.
And then next moment, there he sat reading his book and he might look up quite reasonably.
162976.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
შეიძლება მაკალისტერებს გაუბას საუბარი.
He might talk to the Macalisters.
162977.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
შეიძლება ვიღაც საცოდავ გაყინულ დედაბერს სადღაც ქუჩაში ოქროს მონეტა ჩაუდოს ხელში, ფიქრობდა ჯეიმსი, და შეიძლება მეთევზეების რამე თამაშზე აზარტული შეძახილით ირეაგიროს, ხელები გაიშვიროს უცებ აღტაცებით.
He might be pressing a sovereign into some frozen old woman’s hand in the street, James thought, and he might be shouting out at some fisherman’s sports, he might be waving his arms with excitement.
162978.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ჰოო, გაიფიქრა ჯეიმსმა, იმ დროს, როცა ნავი ჯაყჯაყებდა და მიზოზინებდა მცხუნვარე მზეში.
Yes, thought James, while the boat slapped and dawdled there in the hot sun.
162979.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
არქტიკული თოვლის და კლდის ნატეხი იყო, მარტოხელა და კუშტი.
There was a waste of snow and rock very lonely and austere.
162980.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
და ბოლო ხანებში საკმაოდ ხშირად, როცა მამამისი რაღაც ისეთს იტყოდა ან მოიმოქმედებდა, რაც სხვების გაკვირვებას იწვევდა, იმ ნატეხზე ორად ორი ფეხის წყვილი ტოვებდა კვალს, მისი და მამამისის.
And quite often lately, when his father said something or did something which surprised the others, there were two pairs of footprints only, his own and his father’s.