მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163001.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
საღამოობით გაიხედავდი და დაინახავდი თვალს, ხან გახელილს და ხან დახუჭულს, ხოლო სინათლე თითქოს მათკენ, იმ ჰაეროვანი, მზიან ბაღისკენ მოიწევდა, სადაც ისინი ისხდნენ.
In the evening one looked up and saw the eye opening and shutting and the light seemed to reach them in that airy sunny garden where they sat.
163002.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მაგრამ თავი მოითოკა.
But he pulled himself up.
163003.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ახლა ეს მამამისი იყო.
It was his father now.
163004.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
რადგან სულ ერთი წამიც, და რაკი ქარი არ უბერავდა, მამამისი წიგნის ყდას უხეშად დახურავდა და იტყოდა: „რა ხდება ახლა? რატომ ვზოზინობთ აქ?“
For in one moment if there was no breeze, his father would slap the covers of his book together, and say: "What’s happening now? What are we dawdling about here for?"
163005.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ნაჯახი რომ ყოფილიყო იქ, დანა, ან რამე, რასაც მახვილი წვეტი აქვს, ხელს დასტაცებდა და პირდაპირ გულში ჩასცემდა მამას.
If there had been an axe handy, a knife, or anything with a sharp point he would have seized it and struck his father through the heart.
163006.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ჰაერი არ ირხეოდა.
Not a breath of wind blew.
163007.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
წყალი ხითხითებდა და რაკრაკებდა ნავის ფსკერზე, სადაც ორი თუ სამი სკუმბრია კუდებს ადგაფუნებდა წყლის გუბეში, რომელიც იმ სიღრმისაც არ იყო, რომ თევზები დაეფარა.
The water chuckled and gurgled in the bottom of the boat where three or four mackerel beat their tails up and down in a pool of water not deep enough to cover them.
163008.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა მისტერ რემზი (იშვიათად ბედავდა მისკენ გახედვას) აღშფოთებულიყო, წიგნი დაეხურა და რამე ეთქვა უკმეხად.
At any moment Mr. Ramsay (he scarcely dared look at him) might rouse himself, shut his book, and say something sharp.
163009.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მაგრამ ამჟამად კითხულობდა, ასე რომ, ჯეიმსმა, თითქოს პირველ სართულზე ფეხშიშველა მიიპარებოდა და ეშინოდა, კიბის ჭრიალს მოდარაჯე ძაღლი არ გაეღვიძებინა, განაგრძო იმაზე ფიქრი, თუ როგორი იყო ის, სად წავიდა იმ დღეს?
But for the moment he was reading, so that James stealthily, as if he were stealing downstairs on bare feet, afraid of waking a watchdog by a creaking board, went on thinking what was she like, where did she go that day?
163010.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ფიქრში უკან მიჰყვა მას ოთახიდან ოთახში, სადაც ლურჯ შუქზე, თითქოს უამრავი ფაიფურის ჭურჭელი ირეკლავდა სინათლეს, იგი ვიღაცას ელაპარაკებოდა.
He began following her from room to room and at last they came to a room where in a blue light, as if the reflection came from many china dishes, she talked to somebody.
163011.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ჯეიმსმა ყური მიუგდო ლაპარაკს, იგი მოახლეს ელაპარაკებოდა, და უბრალოდ ამბობდა იმას, რაც აზრად მოსდიოდა.
He listened to her talking, she talked to a servant, saying simply whatever came into her head.
163012.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მარტო ის ამბობდა სიმართლეს, მხოლოდ მასთან შეეძლო ლაპარაკი.
She alone spoke the truth, to her alone could he speak it.
163013.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ალბათ სწორედ ეს იყო მისი მარადიული მომხიბვლელობის სათავე.
That was the source of her everlasting attraction for him, perhaps.
163014.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ის იყო ადამიანი, რომლისთვისაც ადამიანს შეეძლო ეთქვა, რაც კი აზრად მოუვიდოდა.
She was a person to whom one could say what came into one’s head.
163015.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
ბოლოს შეწყვიტა ფიქრი.
At last he ceased to think.
163016.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
იჯდა ისევ ისე, ხელი საჭეზე ედო, მზეში, გაჰყურებდა შუქურას, და არ ჰქონდა ძალა, განძრეულიყო, არ ჰქონდა ძალა ჩამოეფერთხა ტანჯვის მარცვლები, მის გონებაში რომ ჩაყრილიყო ერთიმეორის მიყოლებით.
There he sat with his hand on the tiller in the sun, staring at the Lighthouse, powerless to move, powerless to flick off these grains of misery which settled on his mind one after another.
163017.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მაგრამ ზუსტად იმწამს, იალქანი შედრკა და ნელა შემოტრიალდა, ნელა გამოიფუყა, ნავი თითქოს თავისით შეირხა, და მერე მოუსვა ისე, რომ ძილიდან წესიერად არც იყო გამორკვეული, და მერე გამოიღვიძა და ტალღებში გაიჭრა.
But at that moment the sail swung slowly round, filled slowly out, the boat seemed to shake herself, and then to move off half conscious in her sleep, and then she woke and shot through the waves.
163018.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
უდიდესი შვება იყო.
The relief was extraordinary.
163019.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
თითქოს ყველანი ისევ სადღაც შორს გადაცვივდნენ ერთმანეთისგან და ისევ მოეშვათ გულზე, და ანკესის თოკი მაგრად გადაიჭიმა ნავის კიდეზე.
They all seemed to fall away from each other again and to be at their ease, and the fishing-lines slanted taut across the side of the boat.
163020.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მაგრამ მამამისს აღშფოთება არ გამოუხატავს.
But his father did not rouse himself.