მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163021.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 8
მხოლოდ მარჯვენა ხელი შემართა უცნაურად მაღლა ჰაერში, და მერე მოწყვეტით დაუშვა ისევ მუხლზე, თითქოს რომელიღაც დაშიფრულ სიმფონიას დირიჟორობდა.
He only raised his right hand mysteriously high in the air, and let it fall upon his knee again as if he were conducting some secret symphony.
163022.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 9
რა სუფთა ზღვაა, გაიფიქრა ლილი ბრისკომ, რომელიც ისევ იქ იდგა და ყურეს გაჰყურებდა.
The sea without a stain on it, thought Lily Briscoe, still standing and looking out over the bay.
163023.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 9
ზღვა აბრეშუმივით გადაჭიმულიყო მთელ ყურეზე.
The sea stretched like silk across the bay.
163024.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 9
მანძილს ენით აუწერელი უნარი ჰქონდა.
Distance had an extraordinary power.
163025.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 9
ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მანძილმა მთლიანად შთანთქა ისინი, და სამუდამოდ წავიდნენ და საგანთა ბუნების ნაწილი გახდნენ.
They had been swallowed up in distance, she felt, they were gone forever, they had become part of the nature of things.
163026.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 9
თავად ორთქლმავალიც კი გამქრალიყო, მაგრამ ცამდე აწვდილი კვამლის ვეება გრაგნილი ჯერ კიდევ ეკიდა ჰაერში და მგლოვიარედ ჩამოღვენთილიყო დამშვიდობების ნიშნად.
The steamer itself had vanished, but the great scroll of smoke still hung in the air and drooped like a flag mournfully in valediction.
163027.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
მაშ, ასეთი ყოფილა კუნძული, გაიფიქრა კემმა და კიდევ ერთხელ ააჭყაპუნა თითები ტალღებზე.
It was like that then, the island, thought Cam, once more drawing her fingers through the waves.
163028.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
ზღვიდან კუნძული არასოდეს დაუნახავს.
She had never seen the island from out at sea before.
163029.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
ის სულ ერთი ციდა იყო.
It was very small.
163030.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
მას ხომ მხოლოდ თავგადასავლის და გაქცევის განცდა სურდა.
It was the sense of adventure and escape that she wanted.
163031.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
სად მიდიოდნენ?
Where were they going?
163032.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
და ამ მოულოდნელი და უნებურად წარმოქმნილი სიხარულის შადრევნიდან წვეთები ეშხეფებოდა აქა-იქ ფიქრისმიერ ბნელ, მიძინებულ ლანდებს.
And the drops falling from this sudden and unthinking fountain of joy fell here and there on the dark, the slumbrous shapes.
163033.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
ხანდახან ბაღიდან მომავალი განზრახ შეივლიდა ხოლმე იქ, კაბინეტში.
Sometimes she strayed in from the garden purposely.
163034.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
ისხდნენ იქ, ერთმანეთის პირისპირ იმ დაბალ სავარძლებში.
There they were sitting opposite each other in their low arm-chairs.
163035.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
ტკრციალით შლიდნენ და კეცავდნენ „ტაიმზის“ ფურცლებს, როცა ის ბაღიდან შედიოდა, და აბნეულად საუბრობდნენ, იმაზე, რაც ვიღაცას ქრისტეზე ეთქვა, ანდა იმაზე, რომ ლონდონის ქუჩაზე მამონტი ამოეთხარათ, ან ვარაუდობდნენ, როგორი იყო ნაპოლეონი.
They were crackling in front of them the pages of THE TIMES, when she came in from the garden, all in a muddle, about something some one had said about Christ, or hearing that a mammoth had been dug up in a London street, or wondering what Napoleon was like.
163036.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
მერე ამ ყველაფერს სუფთა ხელებით აკრეფდნენ (მონაცრისფრო ტანსაცმელი ეცვათ, მანანის სუნი სდიოდათ), მიმობნეულ ნაკუწებს შეაკოწიწებდნენ, გაზეთს გადაფურცლავდნენ, ფეხს ფეხზე გადაიდებდნენ და ხანგამოშვებით რამეს წამოიძახებდნენ ხოლმე.
Then they took all this with their clean hands (they wore grey-coloured clothes, they smelt of heather) and they brushed the scraps together, turning the paper, crossing their knees, and said something now and then very brief.
163037.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
იგი თაროდან წიგნს აიღებდა და იქვე იდგა, უყურებდა, როგორ წერდა მამამისი, ასე მწყობრად, ასე კოპწიად გამოჰყავდა ასოები და ფურცელს ერთი კიდიდან მეორე კიდემდე ავსებდა, შიგადაშიგ ჩაახველებდა, ან მის პირისპირ მჯდომ მოხუც ჯენტლმენს ეტყოდა რამეს.
She would take a book from the shelf and stand there, watching her father write, so equally, so neatly from one side of the page to another, with a little cough now and then, or something said briefly to the other old gentleman opposite.
163038.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
და უყურებდა, როგორ წერდა მამა თავის კაბინეტში (ახლა კი იჯდა ნავში), ფიქრობდა, რომ ის სულაც არ იყო ამპარტავანი, არც ტირანი და სულაც არ უნდოდა, რომ შებრალებოდათ.
And watching her father as he wrote in his study, she thought (now sitting in the boat) he was not vain, nor a tyrant and did not wish to pity him.
163039.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
ჯეიმსი ეტყოდა, ის ხომ გესლიანი ურჩხულიაო.
He is a sarcastic brute, James would say.
163040.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
ის ხომ საუბარს ყოველთვის ისე წარმართავს, რომ მასზე ან მის წიგნებზე ილაპარაკონო, ეტყოდა ჯეიმსი.
He brings the talk round to himself and his books, James would say.