მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163041.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
ის ხომ აუტანელი ეგოისტია.
He is intolerably egotistical.
163042.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
რაც ყველაზე უარესია, ის ხომ ტირანიაო.
Worst of all, he is a tyrant.
163043.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
უყურებდა, როგორ კითხულობდა იგი პატარა წიგნს ფეხებგადაჭდობილი, იმ პაწაწინა წიგნს, რომლის გაყვითლებულ გვერდებს ასე კარგად იცნობდა, თუმც წარმოდგენა არ ჰქონდა, შიგ რა ეწერა.
She looked at him reading the little book with his legs curled, the little book whose yellowish pages she knew, without knowing what was written on them.
163044.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
იცოდა, რომ ფორზაცზე ჩამოწერილი ექნებოდა, რომ სადილზე თხუთმეტი ფრანკი დახარჯა.
On the fly-leaf, she knew, he had written that he had spent fifteen francs on dinner.
163045.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
ღვინო ამდენი ღირდა, მიმტანს ამდენი გადაუხადა, ყველაფერი გულდასმით ექნებოდა შეჯამებული გვერდის ქვედა ბოლოში.
The wine had been so much, he had given so much to the waiter, all was added up neatly at the bottom of the page.
163046.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რაზე ფიქრობდა იგი.
What he thought they none of them knew.
163047.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
მაგრამ ის მთელი არსებით იყო მასში ჩაფლული, იმდენად, რომ, როცა ამოიხედავდა ხოლმე, რაც სწორედ იმწუთას გააკეთა, სულ ერთი წამით, რაღაც აზრის მეტი სიზუსტით განსაზღვრა უნდოდა.
But he was absorbed in it, so that when he looked up, as he did now for an instant, it was to pin down some thought more exactly.
163048.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
როცა ამას იზამდა, გონებით ისევ უკან გაფრინდებოდა და კითხვაში ჩაიძირებოდა.
That done, his mind flew back again and he plunged into his reading.
163049.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
იგი ფიქრობდა, ისე კითხულობს, თითქოს რაღაცას წარმართავს, ანდა ცხვრის უზარმაზარ ფარას ელოლიავება, ანდა გზას მიიკვლევს ზემოთ და ზემოთ, უკაცრიელ ვიწრო ბილიკზე.
He read, she thought, as if he were guiding something, or wheedling a large flock of sheep, or pushing his way up and up a single narrow path.
163050.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
ის ხან მარდად და პირდაპირ მიაბიჯებს, ხან ეკალბარდებში მიიკვლევს გზას, და ხანდახან ისე ჩანს, თითქოს ტოტი ჩხვლეტს, აბრმავებს.
Sometimes he went fast and straight, and broke his way through the bramble, and sometimes it seemed a branch struck at him, blinded him.
163051.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
და მან გუნებაში გააგრძელა თავისი ამბის თხრობა ჩაძირული გემიდან თავის დაღწევაზე, რადგან ვიდრე ის იქ იჯდა, თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.
And she went on telling herself a story about escaping from a sinking ship, for she was safe, while he sat there.
163052.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
უსაფრთხოდ, როგორც მაშინ, როცა ბაღიდან კაბინეტში შეიპარებოდა ხოლმე, ჩამოიღებდა წიგნს და მოხუცი ჯენტლმენი უცებ დასწევდა გაზეთს, მის ზემოდან მომზირალი რაიმეს იტყოდა ძალიან მოკლედ ნაპოლეონის ხასიათზე.
Safe, as when she crept in from the garden, and took a book down, and the old gentleman, lowering the paper suddenly, said something very brief over the top of it about the character of Napoleon.
163053.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
მან ისევ ზღვას გადახედა.
She gazed back over the sea.
163054.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
მაგრამ ფოთოლი თანდათან სიმკვეთრეს კარგავდა.
But the leaf was losing its sharpness.
163055.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
ძალიან პატარა იყო, ძალიან შორეული.
It was very small, very distant.
163056.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
ზღვამ ახლა ხმელეთზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
The sea was more important now than the shore.
163057.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
ყოველი მხრიდან ტალღებით იყო გარშემორტყმული.
Waves were all around them.
163058.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 10
სადღაც აქ, გაიფიქრა მან და თითები ტალღას ააყოლა, გემი ჩაიძირა, და ჩაილუღლუღა, ძილღვიძილში.
About here, she thought, dabbling her fingers in the water, a ship had sunk, and she murmured, dreamily half asleep.
163059.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
როცა გაჰყურებდა ზღვას, რომელიც სრულიად უმწიკვლოდ გამოიყურებოდა და ისეთი ნაზი და წყნარი იყო, გეგონებოდათ, აფრები და ღრუბლები მის სილურჯეში ჩაფლულაო, ლილი ბრისკომ გაიფიქრა, რამდენი ყოფილა დამოკიდებული მანძილზე: ახლოს არიან ჩვენგან ადამიანები თუ შორს.
So much depends then, thought Lily Briscoe, looking at the sea which had scarcely a stain on it, which was so soft that the sails and the clouds seemed set in its blue, so much depends upon distance: whether people are near us or far from us.
163060.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ის და მისი შვილები თითქოს ამ სილურჯეს, ამ მანძილს ჩაეყლაპა, მაგრამ იქვე, მდელოზე, სულ ახლოდან, უცებ მისტერ კარმაიკლის ამოიხვნეშა.
He and his children seemed to be swallowed up in that blue, that distance; but here, on the lawn, close at hand, Mr. Carmichael suddenly grunted.