მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163061.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მერე ისევ სრული სიჩუმე დასადგურდა.
And then again all was quiet.
163062.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ისინი, წესით, უკვე ფეხზე უნდა იყვნენო, გაიფიქრა და სახლს გახედა, მაგრამ იქ არაფერი ჩანდა.
They must be out of bed by this time, she supposed, looking at the house, but nothing appeared there.
163063.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ოღონდ ისინი, გაახსენდა, ჭამას მორჩებოდნენ თუ არა, ყოველთვის ერთბაშად თავ-თავიანთ საქმეს მიაშურებდნენ ხოლმე.
But then, she remembered, they had always made off directly a meal was over, on business of their own.
163064.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ყველაფერი სრულ თანხმობაში იყო ამ სიჩუმესთან, ამ სიცარიელესთან, ადრიანი დილის ამ გაურკვევლობასთან.
It was all in keeping with this silence, this emptiness, and the unreality of the early morning hour.
163065.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ხდება ხოლმე ასეთი რამ, გაიფიქრა მან, წამით შეყოვნდა და გახედა ელვარე გრძელ ფანჯრებს და ლურჯი კვამლის ჯიღას: ეს ავადმყოფობასავითაა, სანამ ჩვევები აბლაბუდასავით არ მოედება გარსს, ადამიანს სწორედ ასეთი სიცარიელის, ასეთი არარეალურობის გრძნობა ეუფლება და ასე აფრთხობს, გრძნობს, თითქოს რაღაც უნდა გამოვლინდეს.
It was a way things had sometimes, she thought, lingering for a moment and looking at the long glittering windows and the plume of blue smoke: they became illness, before habits had spun themselves across the surface, one felt that same unreality, which was so startling, felt something emerge.
163066.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ცხოვრება წარმოუდგენლად ცოცხალი ხდება, ადამიანს შეუძლია, მშვიდად იყოს.
Life was most vivid then, one could be at one’s ease.
163067.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მადლობა ღმერთს, ასეთ დროს არ არის აუცილებელი, სულმოუთქმელად გადაირბინო მდელო, მიეგებო მისიზ ბექვიზს, რომელიც, მყუდრო ადგილის საძებრად გამოდის ხოლმე მზის გულზე, და უთხრა, „ო, დილა მშვიდობისა, მისიზ ბექვიზ!“
Mercifully one need not say, very briskly, crossing the lawn to greet old Mrs. Beckwith, who would be coming out to find a corner to sit in, "Oh, good-morning, Mrs. Beckwith!"
163068.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ჯასპერმა სკამები გადამალა.
Jasper’s hidden the chairs.
163069.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ლაპარაკი საერთოდ აღარ არის საჭირო.
One need not speak at all.
163070.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მისრიალებ, აფრები ირხევა (ყურეში ამ დროს დიდი ფუსფუსი იყო ატეხილი, ნავები აფრებს შლიდნენ და ზღვაში გასასვლელად ემზადებოდნენ).
One glided, one shook one’s sails (there was a good deal of movement in the bay, boats were starting off).
163071.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ყვავილების ლილისფერი და მონაცრისფრო სიმწვანე: ერთგვარი ერთობის შეგრძნება, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.
The purples and grey-greens of flowers: some common feeling which held the whole together.
163072.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
იქნებ სწორედ ერთობის რომელიღაც მსგავსმა გრძნობამ აიძულა ის ათი წლის წინათ, ზუსტად ამავე ადგილზე მდგომი, ეთქვა, ეტყობა, ეს ადგილი შემიყვარდაო.
It was some such feeling of completeness perhaps which, ten years ago, standing almost where she stood now, had made her say that she must be in love with the place.
163073.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
სიყვარულს ათასი სახე აქვს.
Love had a thousand shapes.
163074.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
შესაძლოა, არსებობენ შეყვარებულები, რომელთაც ღმერთმა უბოძა ნიჭი, გამოარჩიონ მოვლენებიდან მთავარი და ერთად მოუყარონ თავი, და ასე მიაწერონ მთლიანობა, რომელიც თავად აკლიათ ცხოვრებაში, აზრი შესძინონ სცენებს, ადამიანების შეხვედრებს, და ეს ცალკეული მოვლენები ქმნიან მუშტივით შეკრულ სფეროსებრ ერთობას, რომელზეც დიდხანს ვფიქრობთ ხოლმე და რომლითაც სიყვარული თამაშობს.
There might be lovers whose gift it was to choose out the elements of things and place them together and so, giving them a wholeness not theirs in life, make of some scene, or meeting of people, one of those globed compacted things over which thought lingers, and love plays.
163075.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
თვალმა მისტერ რემზის იალქნიანი ნავის ყავისფერი ლაქა გამოარჩია.
Her eyes rested on the brown speck of Mr. Ramsay’s sailing boat.
163076.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
შუქურასთან ალბათ სადილობის დროს მივლენო, ივარაუდა.
They would be at the Lighthouse by lunch time she supposed.
163077.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მაგრამ ქარი გაძლიერდა და როცა ცამ ოდნავ იერი იცვალა და ზღვამაც ოდნავ იცვალა იერი, ხოლო ნავებმა განლაგება შეიცვალეს, ხედი, რომელიც სულ ერთი წამის წინ ასეთი გარინდული ეჩვენა, ახლა შემაშფოთებელი გახდა.
But the wind had freshened, and, as the sky changed slightly and the sea changed slightly and the boats altered their positions, the view, which a moment before had seemed miraculously fixed, was now unsatisfactory.
163078.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ამ შეუსაბამობამ მას თითქოს სულიერი სიმშვიდე დაურღვია.
The disproportion there seemed to upset some harmony in her own mind.
163079.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
დილას უქმად ფლანგავდა.
She had been wasting her morning.
163080.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
რატომღაც ვერაფრით მიაღწია მახვილის ორპირივით დაპირისპირებულ ძალებს შორის წონასწორობას, მისტერ რემზისა და სურათს შორის, რაც ყოვლად აუცილებელი იყო.
For whatever reason she could not achieve that razor edge of balance between two opposite forces, Mr. Ramsay and the picture, which was necessary.