მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163081.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
იქნება, ფიქრობდა ლილი, კედლის ხაზი უნდა მოშალოს, ან იქნებ, ხეების ერთობლიობამ გადატვირთა ტილო მეტისმეტად?
Was it, she wondered, that the line of the wall wanted breaking, was it that the mass of the trees was too heavy?
163082.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ირონიულად ჩაეცინა.
She smiled ironically.
163083.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
როგორმე უნდა შეეცადოს და ჩაავლოს იმას, რაც გაურბის.
She must try to get hold of something that evaded her.
163084.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ახლაც გაექცა, როცა მისიზ რემზიზე დაიწყო ფიქრი, ახლაც, როცა სურათზე ჩაფიქრდა.
It evaded her when she thought of Mrs. Ramsay, it evaded her now when she thought of her picture.
163085.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ბრწყინვალე ფრაზები.
Beautiful phrases.
163086.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მაგრამ ახლა მხოლოდ ის სურს, რომ ეს ფორიაქი დაიმორჩილოს, ჩაავლოს წამს, ვიდრე ის რამე სხვად გარდაიქმნება.
But what she wished to get hold of was that very jar on the nerves, the thing itself before it has been made anything.
163087.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მიდი, მოერიე თავს და თავიდან დაიწყე, თავიდან დაიწყე ყველაფერი, მოლბერტის წინ მდგომი ასე შეუძახებდა და იმხნევებდა თავს სასოწარკვეთილი, რომ ახალი შემართებით წამოეწყო წერა.
Get that and start afresh, get that and start afresh, she said desperately, pitching herself firmly again before her easel.
163088.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მაინც, რა უბადრუკი მანქანაა, რა უვარგისი მანქანაა, ადამიანის ფიზიოლოგიური აპარატი ფერწერის, ან გრძნობებისთვის, ფიქრობდა ის, მაინცადამაინც კრიტიკულ წამს უნდა გიმტყუნოს, იძულებული ხარ, გმირულად განაგრძო ჭიდილი.
It was a miserable machine, an inefficient machine, she thought, the human apparatus for painting or for feeling, it always broke down at the critical moment, heroically, one must force it on.
163089.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
გასაოცრად ლამაზი იყო;
She was astonishingly beautiful.
163090.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
რადგან არის წამები, როცა ადამიანი ვერც ვერაფერზე ფიქრობს და ვერც ვერაფერს გრძნობს.
For there are moments when one can neither think nor feel.
163091.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
აი, აქ, ამ ბალახზე, ამ მიწაზე, გაიფიქრა, ჩამოჯდა და აქეთიქით გადასწია მომცრო ბუჩქად ამოყრილი მრავალძარღვას ფოთლები ფუნჯით.
Here on the grass, on the ground, she thought, sitting down, and examining with her brush a little colony of plantains.
163092.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ეს მდელო ხომ სულ მთლად გავერანებულია.
For the lawn was very rough.
163093.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
აი, ვზივარ ამ სამყაროში, ფიქრობდა და ვერაფრით იცილებდა თავიდან შეგრძნებას, რომ იმ დილით ყველაფერი პირველად ხდებოდა, და იქნებ უკანასკნელადაც, როგორც მოგზაური, მიუხედავად იმისა, რომ ძილ-ბურანშია, როცა ფანჯარასთან დგას, ხვდება, რომ აუცილებლად უნდა გაიხედოს ფანჯარაში ახლა, რადგან ვეღარასოდეს ნახავს ვეღარც ამ ქალაქს, ვეღარც იმ ოთხთვალას და ვერც იმ დედაკაცს, ყანაში რომ გამოსულა სამუშაოდ.
Here sitting on the world, she thought, for she could not shake herself free from the sense that everything this morning was happening for the first time, perhaps for the last time, as a traveller, even though he is half asleep, knows, looking out of the train window, that he must look now, for he will never see that town, or that mule-cart, or that woman at work in the fields, again.
163094.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ეს მინდორი დედამიწა იყო; და ისინი აქ ერთად არიან, რკინიგზის ამ შემაღლებულ ბაქანზე, გაიფიქრა და მოხუც მისტერ კარმაიკლს გახედა, რომელიც თითქოს (თუმც კი სიტყვაც არ უთქვამთ მთელი ამ ხნის განმავლობაში) იზიარებდა მის ფიქრებს.
The lawn was the world; they were up here together, on this exalted station, she thought, looking at old Mr. Carmichael, who seemed (though they had not said a word all this time) to share her thoughts.
163095.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
თანაც, გაახსენდა და ღიმილით შეხედა ცალ ფოსტლს, რომელიც სასაცილოდ ჩამოჰკონწიალებოდა ტერფზე, ის ხომ სახელგანთქმული გახდა.
Also, she remembered, smiling at the slipper that dangled from his foot, he was growing famous.
163096.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ამბობდნენ, მისი პოეზია „ისეთი შესანიშნავიაო“.
People said that his poetry was "so beautiful".
163097.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
და აი, დღეს ის განთქმული პოეტი გახლავთ, გვარად კარმაიკლი, მას გაეღიმა, როცა დაფიქრდა, რამდენი სახე შეიძლება ჰქონდეს ადამიანს; ის ხომ სულ სხვა ადამიანი იყო გაზეთებში, მაგრამ აქ ზუსტად იგივე იყო, რაც ყოველთვის.
There was a famous man now called Carmichael, she smiled, thinking how many shapes one person might wear, how he was that in the newspapers, but here the same as he had always been.
163098.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
დიახ, ზუსტად ისე გამოიყურება, მაგრამ, რამდენადაც ახსოვს, ვიღაცამ თქვა, რომ, როცა ენდრიუ რემზის დაღუპვის ამბავი შეიტყო (ნაღმმა წამში მოუსწრაფა სიცოცხლე, ის დიდი მათემატიკოსი უნდა გამოსულიყო), მისტერ კარმაიკლმა „ცხოვრების აზრი და ინტერესი დაკარგა“.
Yes, he looked the same, but somebody had said, she recalled, that when he had heard of Andrew Ramsay’s death (he was killed in a second by a shell, he should have been a great mathematician) Mr. Carmichael had "lost all interest in life".
163099.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მაინც რას ნიშნავდა ეს? დაინტერესდა ის.
What did it mean — that? she wondered.
163100.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ერთმანეთს მხოლოდ გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე კიბეებზე.
They only mumbled at each other on staircases.