მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163101.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მაგრამ ესეც ხომ ადამიანის გაცნობის ერთ-ერთი ხერხია, ფიქრობდა: შექმნა საერთო მონახაზი, და არა დეტალები, იჯდე ბაღში და უყურებდე გორაკის ფერდობებს, რომლებიც მანანის ყვავილებს ლილისფრად შეუფერავს.
But this was one way of knowing people, she thought: to know the outline, not the detail, to sit in one’s garden and look at the slopes of a hill running purple down into the distant heather.
163102.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
იგი მას ასეთს იცნობდა.
She knew him in that way.
163103.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ისიც იცოდა, რომ რაღაცით შეიცვალა კიდეც.
She knew that he had changed somehow.
163104.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მისი ლექსებიდან ერთი პწკარიც კი არ წაუკითხავს.
She had never read a line of his poetry.
163105.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ის არ იყო, ყოველთვის დაფერდებული რომ ჩაუვლიდა ხოლმე მისაღები ოთახის ფანჯარას იღლიაში ამოჩრილი გაზეთით, რადგან ცდილობდა, როგორმე აერიდებინა მისიზ რემზი, რომელიც დიდად არ მოსწონდა?
Had he not always lurched rather awkwardly past the drawing-room window with some newspaper under his arm, trying to avoid Mrs. Ramsay whom for some reason he did not much like?
163106.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
უხალისოდ შეყოვნდებოდა და მდაბლად დახრიდა თავს პატივისცემის ნიშნად.
He would halt unwillingly and bow profoundly.
163107.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
და მისიზ რემზი, შეწუხებული იმით, რომ მას არაფერს სთხოვდა, ჰკითხავდა ხოლმე (ლილის ახლაც ესმოდა მისი), საწვიმარი ხომ არ გჭირდებათ, ან პლედი, ანდა გაზეთიო?
Annoyed that he did not want anything of her, Mrs. Ramsay would ask him (Lily could hear her) wouldn’t he like a coat, a rug, a newspaper?
163108.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
არა, მას არაფერი სჭირდებოდა.
No, he wanted nothing.
163109.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ხმაურმა მისი ყურადღება მისაღები ოთახის ფანჯრისკენ მიაპყრო – ფანჯრის ანჯამა გაჭრიალდა.
A noise drew her attention to the drawing-room window — the squeak of a hinge.
163110.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მსუბუქი სიო არხევდა ფანჯრებს.
The light breeze was toying with the window.
163111.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
უთუოდ იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ვერ იტანდნენ მისიზ რემზის.
There must have been people who disliked her very much.
163112.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
დიახ; აცნობიერებდა, რომ მისაღებ ოთახის კიბე ცარიელი იყო, მაგრამ ამას ოდნავადაც არ უმოქმედია მასზე.
Yes; she realised that the drawing-room step was empty, but it had no effect on her whatever.
163113.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მათ სხვა ყაიდის ადამიანები ერჩივნათ – იდუმალები, ტემპერამენტიანები.
They preferred another type — the dark, the vivacious.
163114.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
თან მეტისმეტად ლმობიერი იყო ქმრის მიმართ.
Then she was weak with her husband.
163115.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ვერავინ იტყოდა დაბეჯითებით, რა ემართებოდა თავად.
Nobody knew exactly what had happened to her.
163116.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
და (მისტერ კარმაიკლსა და მის გაღიზიანებას რომ მივუბრუნდეთ) ვერავინ წარმოიდგენდა მისიზ რემზის ფუნჯით ხელში ხატვისას, ანდა წიგნით ხელში მდელოზე, არხეინად წამოწოლილს.
And (to go back to Mr. Carmichael and his dislike) one could not imagine Mrs. Ramsay standing painting, lying reading, a whole morning on the lawn.
163117.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
სიტყვის უთქმელად მკლავს გაუყრიდა კალათას – მისი საქმიანობის ერთადერთ ნიშანს, და მიდიოდა ქალაქში, უპოვართა მოსანახულებლად, და იჯდა იქ, რომელიმე ჩახუთულ პატარა საძინებელში.
Without saying a word, the only token of her errand a basket on her arm, she went off to the town, to the poor, to sit in some stuffy little bedroom.
163118.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
და მერე მისიზ რემზი რაღაცაზე აღელდებოდა, რადგან ვიღაცამ დაიგვიანა, ანდა კარაქი ამძაღდა, ანდა ჩაიდანს ტუჩი ჩამოსტყდა.
And then Mrs. Ramsay would be annoyed because somebody was late, or the butter not fresh, or the teapot chipped.
163119.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ეს კი, ყველა სხვა ადამიანური გუმანის მსგავსად, ცოტა არ იყოს აღიზიანებდა ხალხს, მათ, ვინც არ იზიარებდა მას, იქნებ მისტერ კარმაიკლსაც და, რაღა თქმა უნდა, თავადაც.
And this, like all instincts, was a little distressing to people who did not share it, to Mr. Carmichael perhaps, to herself certainly.
163120.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ორივეს ჰქონდა ერთგვარი რწმენა, რომ მოქმედება უნაყოფოა, აზროვნებაა უზენაესი.
Some notion was in both of them about the ineffectiveness of action, the supremacy of thought.