მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163121.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ჩარლზ ტენსლიც ამას აკეთებდა: ნაწილობრივ ეს იყო მის მიმართ საყოველთაო გაღიზიანების მიზეზი.
Charles Tansley did that too: it was part of the reason why one disliked him.
163122.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
და მართლა, ნეტავი რა დაემართაო, გაიფიქრა, სხვათა შორის შეარხია მრავალძარღვას ფოთლები ფუნჯით.
And what had happened to him, she wondered, idly stirring the platains with her brush.
163123.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
სამეცნიერო სტიპენდია მოიპოვა.
He had got his fellowship.
163124.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ცოლი შეირთო; გოლდერზ გრინში დასახლდა.
He had married; he lived at Golder’s Green.
163125.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
რაღაცას იმუქრებოდა: ვიღაცას ამხელდა.
He was denouncing something: he was condemning somebody.
163126.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ძმურ სიყვარულს ქადაგებდა.
He was preaching brotherly love.
163127.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
და ერთადერთი, რაც იგრძნო მაშინ, როგორ შეიძლება მას ჰყვარებოდა მოყვასი, როცა ერთ სურათს მეორისგან ვერ არჩევდა, მის ზურგს უკან იდგა, აბოლებდა თავის მყრალ წეკოს („ერთი უნცია – ხუთი პენსი, მის ბრისკო“) და არამკითხე მოამბესავით უმტკიცებდა, რომ ქალებს წერა არ შეუძლიათ, რომ ქალებს ხატვა არ შეუძლიათ, და იმიტომ კი არა, რომ დარწმუნებული იყო იმაში, რასაც ამბობდა, არამედ რატომღაც უნდოდა, რომ ნამდვილად ასე ყოფილიყო.
And all she felt was how could he love his kind who did not know one picture from another, who had stood behind her smoking shag (“fivepence an ounce, Miss Briscoe”) and making it his business to tell her women can’t write, women can’t paint, not so much that he believed it, as that for some odd reason he wished it?
163128.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
და იდგა იქ, გამხდარი და აწითლებული და ხმაჩახლეჩილი, და ქადაგებდა სიყვარულს ტრიბუნიდან (ჭიანჭველები არუზრუზდნენ მრავალძარღვას ფოთლებში, როცა ფუნჯით აჩეჩა – წითელი, ენერგიული, პრიალა ჭიანჭველები, ასე ძალიან რომ ჰგავდნენ ჩარლზ ტენსლის).
There he was lean and red and raucous, preaching love from a platform (there were ants crawling about among the plantains which she disturbed with her brush — red, energetic, shiny ants, rather like Charles Tansley).
163129.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
იჯდა თავის ადგილზე, ნახევრად ცარიელ დარბაზში და დამცინავად უყურებდა მოქადაგეს, რომელიც იმ ცივ და უსულგულო სივრცეში სიყვარულს შთაბერავდა და უეცრად, ის ძველი მათარა თუ რაღაც, რაც იყო, ამოყურყუმელავდა მის თვალწინ და ისევ ჩაიძირა ზღვის ტალღებს აყოლილი, და მისიზ რემზიმ კენჭებში სათვალის ბუდის ძებნა დაიწყო.
She had looked at him ironically from her seat in the half-empty hall, pumping love into that chilly space, and suddenly, there was the old cask or whatever it was bobbing up and down among the waves and Mrs. Ramsay looking for her spectacle case among the pebbles.
163130.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
„ღმერთო ჩემო! რა უაზრობაა! აი, ისევ დამეკარგა. ნუ წუხდებით, მისტერ ტენსლი, ალბათ ათასობით მეკარგება ყოველ ზაფხულს“.
"Oh, dear! What a nuisance! Lost again. Don’t bother, Mr. Tansley, I lose thousands every summer".
163131.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მისიზ რემზიმ უამბო, რომ თურმე ის თავისი უმცროსი დის განათლებაზე ზრუნავდა.
He was educating his little sister, Mrs. Ramsay had told her.
163132.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ეს ნამდვილად პატივისცემას იმსახურებდა.
It was immensely to his credit.
163133.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ყველას პირადული ინტერესები ამოძრავებდა.
They served private purposes of one’s own.
163134.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
თუ სერიოზულად უნდოდა მასზე ფიქრი, მაშინ მისიზ რემზის გამონათქვამები უნდა მოეხმო და მისი თვალით დაენახა ის.
If she wanted to be serious about him she had to help herself to Mrs. Ramsay’s sayings, to look at him through her eyes.
163135.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
პატარა გორა აახოხოლავა, რომ ჭიანჭველები ზედ აცოცებულიყვნენ.
She raised a little mountain for the ants to climb over.
163136.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ზოგი სად გარბოდა და ზოგიც სად.
Some ran this way, others that.
163137.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ორმოცდაათი წყვილი თვალიც არ მეყოფა იმ ერთი ქალის შესაცნობად.
Fifty pairs of eyes were not enough to get round that one woman with.
163138.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ადამიანი უნდა ფლობდეს რაღაც უხილავ გრძნობას, ჰაერივით ფაქიზს, რომელსაც შესწევს უნარი შეიჭრას კარის ჭუჭრუტანებში და გარს შემოერტყას მას იქ, სადაც ზის და ქსოვს, ან ლაპარაკობს, ანდა ჩუმად მიმჯდარა მარტო ფანჯარასთან.
One wanted most some secret sense, fine as air, with which to steal through keyholes and surround her where she sat knitting, talking, sitting silent in the window alone.
163139.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
რომელსაც შესწევს უნარი, ჰაერის მსგავსად, ორთქლმავლის კვამლის გარინდებაც რომ შეუძლია ადგილზე, მიიზიდოს და სათუთად მოუყაროს თავი ყველაფერს, მის ფიქრებს, მის წარმოსახვებს, მის სურვილებს.
Which took to itself and treasured up like the air which held the smoke of the steamer, her thoughts, her imaginations, her desires.
163140.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
რას ნიშნავდა მისთვის ეს ბუჩქნარის ზღუდე? რას ნიშნავდა მისთვის ეს ბაღი, რას ნიშნავდა მისთვის ტალღების დგაფუნის ხმა.
What did the hedge mean to her, what did the garden mean to her, what did it mean to her when a wave broke?