მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163141.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ლილიმ აიხედა ისე, როგორც მისიზ რემზი აიხედავდა ხოლმე; მანაც გაიგონა, როგორ მიეხალა ნაპირს ტალღა.
Lily looked up, as Mrs. Ramsay look up; she too heard a wave falling on the beach.
163142.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ქსოვას შეწყვეტდა ხოლმე წამით.
She would stop knitting for a second.
163143.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
დაძაბული ჩანდა.
She would look intent.
163144.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ხელს გაუწვდიდა და სკამიდან წამოაყენებდა.
He stretched out his hand and raised her from her chair.
163145.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
რატომღაც ეჩვენებოდა, რომ ის ადრეც მოქცეულა ასე.
It seemed somehow as if he had done it before.
163146.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
თითქოს ოდესღაც ზუსტად ასე დაიხარა და წამოაყენა იგი ნავიდან, რომელიც კუნძულიდან რამდენიმე დუიმის მანძილზე გაჩერდა და საჭირო გახდა, მამაკაცები შეშველებოდნენ მანდილოსნებს ნაპირზე გადმოსვლაში.
As if he had once bent in the same way and raised her from a boat which, lying a few inches off some island, had required that the ladies should thus be helped on shore by the gentlemen.
163147.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ეს ძველმოდური სცენა იყო, რომელიც, თუ უფრო დავაზუსტებთ, აუცილებლად გულისხმობდა კრინოლინს და გალიფე შარვლებს.
An old-fashioned scene that was, which required, very nearly, crinolines and peg-top trousers.
163148.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
როცა საშუალება მისცა, ასე გამოეყვანა ნაპირზე, მისიზ რემზიმ გაიფიქრა (ლილის აზრით), რომ უკვე დროა.
Letting herself be helped by him, Mrs. Ramsay had thought (Lily supposed) the time has come now.
163149.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
და ნელა და დინჯად გადმოაბიჯა ნაპირზე.
And she stepped slowly, quietly on shore.
163150.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ალბათ, მხოლოდ ერთ სიტყვას იტყოდა, სანამ ხელით ჯერ კიდევ მის ხელს ეყრდნობოდა.
Probably she said one word only, letting her hand rest still in his.
163151.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ცოლად გამოგყვებითო, ეტყოდა ალბათ, სანამ ჯერ კიდევ ხელით ეყრდნობოდა მას, მაგრამ მეტს არაფერს.
I will marry you, she might have said, with her hand in his, but no more.
163152.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ხანგამოშვებით, ზუსტად ასეთი მღელვარება ეუფლებოდა ხოლმე ორივეს – უეჭველად ასე იქნებოდა, გაიფიქრა ლილიმ და ჭიანჭველებს გზა გაუხსნა.
Time after time the same thrill had passed between them — obviously it had, Lily thought, smoothing a way for her ants.
163153.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ის არ იგონებდა არაფერს, მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ გადაეშალა ის, რაც წლების წინ გულში ჩაიხვია, რაღაცა, რაც ნანახი ჰქონდა.
She was not inventing, she was only trying to smooth out something she had been given years ago folded up, something she had seen.
163154.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
eს ნეტარების ერთფეროვნება არ იყო – ის თავისი იმპულსებითა და მახვილი გონებით, მისტერ რემზი – თავისი უნებური ამრეზილობით და უგუნებობით.
It was no monotony of bliss — Mrs. Ramsay with her impulses and quicknesses, Mr. Ramsay with his shudders and glooms.
163155.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
სისხამ დილით საძინებელი ოთახის კარი მიჯახუნდებოდა ხოლმე.
The bedroom door would slam violently early in the morning.
163156.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
თეფშს პირდაპირ ღია ფანჯარაში მოისროდა.
He would whizz his plate through the window.
163157.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მერე მთელ სახლს კარის ჯახუნის და ფარდების ფრთხიალის ხმა მოიცავდა, გეგონებოდათ, უეცარი ქარიშხალი ამოვარდა და ადამიანები ფართხაფურთხით დაქრიან აქეთ-იქით, რომ კარ-ფანჯარა მყარად ჩარაზონ და წესრიგი დაამყარონ.
Then all through the house there would be a sense of doors slamming and blinds fluttering, as if a gusty wind were blowing and people scudded about trying in a hasty way to fasten hatches and make things ship-shape.
163158.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ერთ ასეთ დღეს პოლ რეილის გადაეყარა კიბეებზე.
She had met Paul Rayley like that one day on the stairs.
163159.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ორივემ იცინა და იცინა ბავშვებივით, და ეს იმიტომ, რომ მისტერ რემზიმ თავის რძეში ყურბელა იპოვა საუზმობისას და მთლიანად გარეთ, ტერასაზე გაუძახა.
They had laughed and laughed, like children, all because Mr. Ramsay, finding an earwig in his milk at breakfast had sent the whole thing flying through the air on to the terrace outside.
163160.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
„ყურბელა“, ჩაიჩურჩულა ფრუმ, შეძრწუნებულმა, „მის რძეში“.
"An earwig", Prue murmured, awestruck, "in his milk".