მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163161.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
სხვებს შეიძლება მუხლუხი ეპოვათ.
Others might find centipedes.
163162.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მაგრამ ისეთი შეუვალობის გალავნით იყო შემოზღუდული, და ისე ქედმაღლურად ეჭირა თავი, რომ მის რძეში მოხვედრილი ყურბელა ურჩხული გახლდათ.
But he had built round him such a fence of sanctity, and occupied the space with such a demeanour of majesty that an earwig in his milk was a monster.
163163.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მაგრამ ეს აფრთხობდა მისიზ რემზის – ჰაერში გატყორცნილი თეფშები და კარის გაჯახუნება.
But it cowed Mrs. Ramsay a little — the plates whizzing and the doors slamming.
163164.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
იჯდა გულჩახვეული და ხმას არ იღებდა.
She brooded and sat silent.
163165.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
თავს მიაბრუნებდა, მხარს უკანიდან გამოგხედავდათ, და ყოველთვის ვინმე ეგულებოდა იქვე – მინტა, პოლი ან უილიამ ბენქსი.
She would turn her head, would look so, over her shoulder, always with some Minta, Paul, or William Bankes at her side.
163166.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
„ნეტავი რატომ არ აირჩია რომელიმე თქვენგანმა ბოტანიკა?..“
"Why don’t some of you take up botany?.."
163167.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის, თუ არ ჩავთვლით ერთგვარ თრთოლას, თითქოს ბასრი ორპირი კრთებოდა ჰაერში, და ისე იელვებდა და გაქრებოდა ხოლმე მათ შორის, თითქოს მსხლის ხეებსა და კომბოსტოს კვლებში გატარებული ერთი საათის შედეგ ახალი თვალით აღიქვამდნენ შვილებს, წვნიანის მათლაფებს რომ მისხდომოდნენ სასადილო მაგიდის გარშემო.
All would be as usual, save only for some quiver, as of a blade in the air, which came and went between them as if the usual sight of the children sitting round their soup plates had freshened itself in their eyes after that hour among the pears and the cabbages.
163168.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
და მისიზ რემზი, ფიქრობდა ლილი, განსაკუთრებით ფრუს უყურებდა.
Especially, Lily thought, Mrs. Ramsay would glance at Prue.
163169.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ის და-ძმებს შორის იჯდა, და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს გაფაციცებული იყო, რომ ყველაფერი რიგზე ყოფილიყო, იმდენად, რომ თავად იშვიათად ლაპარაკობდა.
She sat in the middle between brothers and sisters, always occupied, it seemed, seeing that nothing went wrong so that she scarcely spoke herself.
163170.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ალბათ როგორ განიცადა და როგორ დაიდანაშაულა თავი, როცა მამამისმა რძეში ყურბელა იპოვა!
How Prue must have blamed herself for that earwig in the milk!
163171.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
როგორ წაუვიდა ფერი, როცა მისტერ რემზიმ თეფში ფანჯრიდან მოისროლა!
How white she had gone when Mr. Ramsay threw his plate through the window!
163172.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ყვავილები განზრახ გადმოყარა კალათიდან, აქეთ-იქით მიმოაბნია ბალახზე და უხალისოდ და ყოყმანით, მაგრამ ისე, რომ ერთი კითხვა ან საყვედურიც არ დასცდენია – მას ხომ სრულყოფილად ჰქონდა მორჩილების უნარი განვითარებული – ისიც წავიდა.
She let her flowers fall from her basket, scattered and tumbled them on to the grass and, reluctantly and hesitatingly, but without question or complaint — had she not the faculty of obedience to perfection? — went too.
163173.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მიუყვებოდა მინდვრებს, კვეთდა ჭალებს, თეთრს, ყვავილებით მოჩითულს – აი, როგორ დახატავდა ამას.
Down fields, across valleys, white, flower-strewn — that was how she would have painted it.
163174.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
კუშტი იყო გორები, კლდეებიანი იყო, ციცაბო იყო.
The hills were austere, it was rocky, it was steep.
163175.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ტალღები შემზარავად ეხეთქება ქვებს სიღრმეში.
The waves sounded hoarse on the stones beneath.
163176.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ისინი კი მიდიან, სამივე ერთად, მისიზ რემზი ყველაზე სწრაფად მიაბიჯებს წინ, თითქოს ვიღაცასთან შესახვედრად მიიჩქარის გზის მოსახვევში.
They went, the three of them together, Mrs. Ramsay walking rather fast in front, as if she expected to meet some one round the corner.
163177.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
უეცრად იმ ფანჯარას, რომელსაც ლილი უყურებდა, რაღაცამ თეთრი შუქი მოჰფინა შიგნიდან.
Suddenly the window at which she was looking was whitened by some light stuff behind it.
163178.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მაშ როგორც იქნა, ვიღაცა შევიდა მისაღებ ოთახში, ვიღაცა იჯდა იმ სკამზე.
At last then somebody had come into the drawing-room, somebody was sitting in the chair.
163179.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ღვთის გულისათვის, გულში ლოცვასავით აღმოხდა ლილის, ოღონდაც წყნარად ისხდნენ იქ და არ გამოცვივდნენ გარეთ მასთან სალაპარაკოდ.
For Heaven’s sake, she prayed, let them sit still there and not come floundering out to talk to her.
163180.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ამან ოდნავ უცვალა იერი სურათს.
It altered the composition of the picture a little.