მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163181.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ეს საინტერესო იყო.
It was interesting.
163182.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
შეიძლება გამოადგეს კიდეც.
It might be useful.
163183.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
ისე უნდა უყუროს, თვალდაუხამხამებლად, რომ წამითაც არ მოუდუნდეს გრძნობის სიმძაფრე, ჟინი, რომ არ გადადოს, რომ არ მოცდეს.
One must keep on looking without for a second relaxing the intensity of emotion, the determination not to be put off, not to be bamboozled.
163184.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
სასურველია, გაიფიქრა მან და ფუნჯი გამიზნულად ჩააწო საღებავში, ჩვეულებრივ გამოცდილებას ავყვე, უბრალოდ ვიგრძნო, რომ ეს სკამია, ის კი მაგიდა და მაინც, ამავე დროს, – ეს სასწაულია, ეს აღმაფრენაა.
One wanted, she thought, dipping her brush deliberately, to be on a level with ordinary experience, to feel simply that’s a chair, that’s a table, and yet at the same time, It’s a miracle, it’s an ecstasy.
163185.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
რაღაც თეთრმა ლანდივით გადაუარა ფანჯრის რაფას.
Some wave of white went over the window pane.
163186.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
და მერე, თითქოს უკან დაეხიოს, და ესეც რიგითი გამოცდილების ნაწილად ექციოს, ზუსტად იმ სკამის, იმ მაგიდის სიბრტყეში აღმოჩნდა.
And then, as if she refrained, that too became part of ordinary experience, was on a level with the chair, with the table.
163187.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
მისიზ რემზი – ის ხომ საოცარი დიდსულოვნებით გამოირჩეოდა მუდამ – იჯდა იქ სავსებით ბუნებრივად, უშუალოდ, თავის სკამზე, აწკარუნებდა ჩხირებს წაღმა-უკუღმა თვლებში, ქსოვდა მოწითალო-ყავისფერ წინდას, და მისი ჩრდილი კიბის საფეხურზე ირეკლებოდა.
Mrs. Ramsay — it was part of her perfect goodness — sat there quite simply, in the chair, flicked her needles to and fro, knitted her reddish-brown stocking, cast her shadow on the step.
163188.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
და თითქოს რაღაცის გაზიარება უნდოდა, მაგრამ თან უჭირდა მოლბერტის მიტოვება, ისე იყო სავსე მისი გონება საფიქრალით, იმით, რასაც ხედავდა, რომ ლილიმ მისტერ კარმაიკლს ფუნჯით ხელში ჩაუარა და ბუჩქნარის ზღუდესთან მივიდა.
And as if she had something she must share, yet could hardly leave her easel, so full her mind was of what she was thinking, of what she was seeing, Lily went past Mr. Carmichael holding her brush to the edge of the lawn.
163189.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 11
სადაა ახლა ის ნავი? და მისტერ რემზი?
Where was that boat now? And Mr. Ramsay?
163190.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
მისტერ რემზიმ თითქმის დაამთავრა კითხვა.
Mr. Ramsay had almost done reading.
163191.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ცალი ხელი გვერდის თავზე ჰქონდა შემართული, გეგონება, საიმისოდ, რომ, როგორც კი ჩაიკითხავს, მაშინვე გადაფურცლოსო.
One hand hovered over the page as if to be in readiness to turn it the very instant he had finished it.
163192.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
იჯდა სრულიად დაუცველი ყოველგვარი ზემოქმედებისგან, თავშიშველი, და ქარი უწეწავდა თმას.
He sat there bareheaded with the wind blowing his hair about, extraordinarily exposed to everything.
163193.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
საოცრად დაბერებული ჩანდა.
He looked very old.
163194.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ისე გამოიყურებოდა, თითქოს ხორცი შეესხა იმას, რაც ორივეს ქვეცნობიერად არ ასვენებდა – იმ სიმარტოვეს, რომელიც ორივესთვის ერთნაირად ყველგანმსუფევი იყო.
He looked as if he had become physically what was always at the back of both of their minds — that loneliness which was for both of them the truth about things.
163195.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ძალიან სწრაფად კითხულობდა, თითქოს ერთი სული ჰქონდა, ბოლოში გასულიყო.
He was reading very quickly, as if he were eager to get to the end.
163196.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
მართლაც, ახლა უკვე ძალიან მიუახლოვდნენ შუქურას.
Indeed they were very close to the Lighthouse now.
163197.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
აი, ისიც ბუნდოვნად ამოისვეტა, კლდესავით მყარი და წელგამართული, თეთრად და შავად ელავდა და უკვე ჩანდა, როგორ ასკდებოდა ტალღები დამსხვრეული მინის წვრილ შხეფებად კლდის ზედაპირს.
There it loomed up, stark and straight, glaring white and black, and one could see the waves breaking in white splinters like smashed glass upon the rocks.
163198.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
მაშ, აი, როგორი ყოფილაო, გაიფიქრა ჯეიმსმა, ეს შუქურა, რომელსაც ამდენ წელს ყურის გადაღმიდან ხედავდა მხოლოდ, სიპ კლდეზე აშოლტილი კოშკი.
So it was like that, James thought, the Lighthouse one had seen across the bay all these years, a stark tower on a bare rock.
163199.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
რაღაცით განუმტკიცა მისივე ბუნდოვანი წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარ ხასიათზე.
It confirmed some obscure feeling of his about himself.
163200.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ხანდაზმული მანდილოსნები, გაიფიქრა მან და თავისი სახლის ბაღი გაახსენდა, გამოალაგებდნენ ხოლმე სკამებს ბალახზე.
The old ladies, he thought, thinking of the garden at home, went dragging their chairs about on the lawn.