მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163201.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ხნიერი მისიზ ბექვიზი, მაგალითად, ყოველთვის ამბობს, რა არაჩვეულებრივია, და ეს ხომ საოცარი სანახაობაა და რომ ყველანი უნდა ამაყობდეთ და ამით ბედნიერები იყოთო.
Old Mrs. Beckwith, for example, was always saying how nice it was and how sweet it was and how they ought to be so proud and they ought to be so happy.
163202.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
კემს დაიღალა ზღვის ცქერით.
Cam was tired of looking at the sea.
163203.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ქერქეჭელას წვრილმა ნაკუწებმა ტივტივით ჩაუქროლა ნავს გვერდით.
Little bits of black cork had floated past.
163204.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
დიახ, ფართო, ვეება შუბლით და ვეება ცხვირით, ცხვირწინ უჭირავს მაგრად ჩაბღუჯული პაწაწინა დაწინწკლული წიგნი.
Yes, with his great forehead and his great nose, holding his little mottled book firmly in front of him.
163205.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
შეიძლება გეცადათ, ხელი ჩაგევლოთ მისთვის, მაგრამ მაშინ ის ჩიტივით გაშლიდა ფრთებს და გაფრინდებოდა.
You might try to lay hands on him, but then like a bird, he spread his wings and floated off.
163206.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ის ზღვის უშველებელ სივრცეს მისჩერებოდა.
She gazed at the immense expanse of the sea.
163207.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
კუნძული ისე დაპატარავდა, რომ უკვე იმ ფოთოლსაც კი აღარ აგონებდა.
The island had grown so small that it scarcely looked like a leaf any longer.
163208.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ის ახლა კლდის კენწეროს ჰგავდა, რომელსაც ალბათ რომელიმე, ამ სხვებზე დიდი ტალღა დაფარავდა მალე.
It looked like the top of a rock which some wave bigger than the rest would cover.
163209.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
და მაინც, მის სიმყიფეში იმალებოდა ყველა ის ბილიკი, ყველა ის ტერასა, ის საძინებელი ოთახი – ყველა ის უთვალავი რამ.
Yet in its frailty were all those paths, those terraces, those bedrooms — all those innumberable things.
163210.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ყველა უთვალავ წვრილმანთაგან მარტო ერთს ჰყოფნის ძალა, გამოიკვეთოს, ასევე გრძნობდა ის, როცა ძილ-ბურანში გასცქეროდა კუნძულს, თითქოს ყველა ის ბილიკი და ტერასა და საძინებელი ოთახი თვალს ეფარებოდა, უჩინარდებოდა, და არაფერი რჩებოდა ერთი ღია ცისფერი სასაკმევლის გარდა, რომელიც რიტმულად ირწეოდა აქეთ და იქით მის გონებაში.
Only one of all the myriad details has power to assert itself, so, she felt, looking drowsily at the island, all those paths and terraces and bedrooms were fading and disappearing, and nothing was left but a pale blue censer swinging rhythmically this way and that across her mind.
163211.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ეს იყო დაკიდებული ბაღი, ეს იყო ხეობა, ჩიტებით სავსე, და ყვავილებით და ანტილოპებით...
It was a hanging garden, it was a valley, full of birds, and flowers, and antelopes...
163212.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
რადგან ამ უსაშველო სიჩუმის შემდეგ მისმა სიტყვებმა უცნაურად შეაკრთო ისინი.
For after his immense silence the words startled them.
163213.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
სადილის დრო იყო.
It was time for lunch.
163214.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
„ძალიან მტკიცე ხელი აქვს“, მაგრამ მამა მას არასოდეს შეაქებს, მწარედ გაიფიქრა ჯეიმსმა.
"He’s keeping her very steady", but his father never praised him, James thought grimly.
163215.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
მისტერ რემზიმ გახსნა თავისი ფუთა და მათ სენდვიჩები დაურიგა.
Mr. Ramsay opened the parcel and shared out the sandwiches among them.
163216.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ახლა ის ბედნიერი იყო, ამ მეთევზეებთან ერთად რომ შეექცეოდა პურს და ყველს.
Now he was happy, eating bread and cheese with these fishermen.
163217.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ახლა ისე გრძნობდა თავს, როგორც კაბინეტში, როცა ხნიერი ჯენტლმენები ისხდნენ და „ტაიმზს“ კითხულობდნენ.
Now she felt as she did in the study when the old men were reading THE TIMES.
163218.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ახლა კი შემიძლია ვიფიქრო, რაზეც მინდა და დანამდვილებით ვიცი, რომ არც უფსკრულში გადავიჩეხები და არც დავიხრჩობია, რადგან ის აქ არის და თვალი უჭირავს ჩემზეო, ფიქრობდა ის.
Now I can go on thinking whatever I like, and I shan’t fall over a precipice or be drowned, for there he is, keeping his eye on me, she thought.
163219.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ამავე დროს, ისე სწრაფად ჩაუქროლეს კლდეებს, რომ გული აუჩქროლდა – მოეჩვენა, თითქოს ორ რამეს ერთდროულად აკეთებდნენ.
At the same time they were sailing so fast along by the rocks that it was very exciting — it seemed as if they were doing two things at once.
163220.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
თან სადილს შეექცეოდნენ აქ, ამ მზეში და თანაც უსაფრთხო ადგილს ეძებდნენ ბობოქარ ქარიშხალში გემის დაღუპვის შემდეგ.
They were eating their lunch here in the sun and they were also making for safety in a great storm after a shipwreck.