მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163221.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ეკითხებოდა საკუთარ თავს, ამბავს უყვებოდა საკუთარ თავს, ისე, რომ თან იცოდა, რა იყო სინამდვილე.
She asked herself, telling herself a story but knowing at the same time what was the truth.
163222.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
მაკალისტერმა თქვა, შარშან მარტში სამოცდათხუთმეტი წლის გავხდიო, მისტერ რემზი კი სამოცდათერთმეტისა იყო.
Macalister said he was seventy-five last March, Mr. Ramsay was seventy-one.
163223.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
მაკალისტერმა თქვა, ჩემს დღეში ექიმი არ მინახავსო, არც ერთი კბილი არ მაკლიაო.
Macalister said he had never seen a doctor, he had never lost a tooth.
163224.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
და კემი დარწმუნებული იყო, რომ მამამისი ფიქრობდა, სწორედ ასე მინდა იცხოვრონ ჩემმა შვილებმაცო, რადგან მან დაუშალა, სენდვიჩის ნატეხებს ზღვაში ნუ ყრიო და უთხრა, ისე, თითქოს მეთევზეებზე ფიქრობდა.
And that’s the way I’d like my children to live — Cam was sure that her father was thinking that, for he stopped her throwing a sandwich into the sea and told her, as if he were thinking of the fishermen.
163225.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ეს ისე სერიოზულად უთხრა, თითქოს ყველაზე უკეთ იცოდა ყველაფერი, რაც ამქვეყნად ხდება.
He said it so wisely, as if he knew so well all the things that happened in the world.
163226.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
„აი, სწორედ აქ ჩაიძირა,“ თქვა მაკალისტერის ბიჭმა უეცრად.
"That was where she sunk," said Macalister’s boy suddenly.
163227.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
სამი კაცი დაიხრჩო ამ ადგილზე, სადაც ახლა ვიმყოფებითო, დასძინა ბებერმა მაკალისტერმა.
Three men were drowned where we are now, the old man said.
163228.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ებღაუჭებოდნენ ანძას.
He had seen them clinging to the mast himself.
163229.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ხმამაღლა აკივლდებოდნენ, ვეღარ გაუძლებდნენ იმ ვნების ამოფრქვევას, რომელიც მას გულში უღვიოდა, თუმცა, მათდა გასაკვირად, მხოლოდ თქვა, „აჰ“, თითქოს რაღაც გაიფიქრა თავისთვის.
They would shriek aloud, they could not endure another explosion of the passion that boiled in him, but to their surprise all he said was "Ah" as if he thought to himself.
163230.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
მაგრამ რა საჭიროა ამხელა ამბის ატეხა ამის გამო?
But why make a fuss about that?
163231.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ბუნებრივია, ადამიანები იღუპებიან ქარიშხალში, მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია და ზღვის წიაღი მხოლოდ წყალია და მეტი არაფერი.
Naturally men are drowned in a storm, but it is a perfectly straightforward affair, and the depths of the sea are only water after all.
163232.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
შემდეგ, როცა ჩიბუხი გააჩაღა, საათი ამოიღო.
Then having lighted his pipe he took out his watch.
163233.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ყურადღებით დააცქერდა, შესაძლოა, რაღაც მათემატიკური მოქმედება შეასრულა გონებაში, დაბოლოს, საზეიმოდ განაცხადა: “ყოჩაღ!“
He looked at it attentively, he made, perhaps, some mathematical calculation, at last he said, triumphantly: "Well done!"
163234.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
აი, გაიფიქრა კემმა და გუნებაში ჯეიმსს მიმართა უხმოდ.
There! Cam thought, addressing herself silently to James.
163235.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
რადგან მან კარგად იცოდა, რომ ჯეიმსს სწორედ ეს უნდოდა.
For she knew that this was what James had been wanting.
163236.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
იჯდებოდა იქ, სარივით გაჭიმული, საჭეს ჩაფრენილი, დაღვრემილი და ოდნავ კოპებშეკრული.
There he sat with his hand on the tiller sitting bolt upright, looking rather sulky and frowning slightly.
163237.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ისეთი ნასიამოვნები იყო, რომ არავის დართავდა ნებას, ამ სიამოვნების თუნდაც ერთ ნამცეცში შესცილებოდნენ.
He was so pleased that he was not going to let anybody share a grain of his pleasure.
163238.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ის მამამ შეაქო.
His father had praised him.
163239.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ნავის მარცხნივ ყავისფერი მეჩეჩების მწკრივი წამოყოფდა ხოლმე თავს, მერე თანდათანობით შეთხელდა და სიმწვანე შეერია;
On the left a row of rocks showed brown through the water which thinned and became greener.
163240.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ერთ შედარებით მაღალ მეჩეჩს განუწყვეტლივ ეხეთქებოდა ტალღა და თანმიმდევრულად ატყორცნიდა ხოლმე წვეთების პაწია სვეტს, რომელიც ძირს ვარდებოდა.
On one, a higher rock, a wave incessantly broke and spurted a little column of drops which fell down in a shower.