მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163241.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ისმოდა წყლის ტყლაშუნი და შხეფების ჩხრიალი და ტალღების მოგუდული შიშინი, რომლებიც კოტრიალებდნენ და კუნტრუშებდნენ და ტლაშუნით ასკდებოდნენ კლდეებს თავაწყვეტილი არსებებივით.
One could hear the slap of the water and the patter of falling drops and a kind of hushing sound from the waves rolling and gambolling and slapping the rocks as if they were wild creatures.
163242.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ახლა უკვე ორი ადამიანი დაინახეს, მათ უყურებდნენ და მათთან შესახვედრად ემზადებოდნენ.
Now they could see two men, watching them and making ready to meet them.
163243.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
მისტერ რემზიმ საწვიმარზე ღილები შეიკრა და შარვლის ტოტები აიკეცა.
Mr. Ramsay buttoned his coat, and turned up his trousers.
163244.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
აიღო ვეება, ხაოიან ქაღალდში უსწორმასწოროდ გამოკრული ფუთა, რომელიც ნენსიმ გაუმზადა, დაჯდა და მუხლებზე დაიდო.
He took the large, badly packed, brown paper parcel which Nancy had got ready and sat with it on his knee.
163245.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ასე იჯდა, ხმელეთზე გადასასვლელად სრულ მზადყოფნაში, და უკან, კუნძულისკენ იყურებოდა.
Thus in complete readiness to land he sat looking back at the island.
163246.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
მისი შორსმხედველი თვალები, შესაძლოა, სავსებით მკაფიოდაც ხედავდნენ ოქროს ლანგარზე ყალყზე შემდგარ, ფოთლისებრად მობუზულ ლანდს.
With his long-sighted eyes perhaps he could see the dwindled leaf like shape standing on end on a plate of gold quite clearly.
163247.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
რას ხედავს? გაიფიქრა კემმა.
What could he see? Cam wondered.
163248.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
რაზე ფიქრობს ახლა? აინტერესებდა კემს.
What was he thinking now? she wondered.
163249.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
რას დაეძებს ასეთი გაფაციცებით, ასე გულდასმით, ასე უსიტყვოდ?
What was it he sought, so fixedly, so intently, so silently?
163250.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
ისინი უყურებდნენ მას, – ორივე, – როგორ იჯდა თავშიშველი, მუხლებზე ფუთა დაედო და გასცქეროდა და გასცქეროდა ფერმილეულ ცისფერ ლანდს, რომელიც ახლა რაღაცის ანაორთქლს წააგავდა, რომელიც უკვე ბოლომდე ჩამწვარიყო.
They watched him, both of them, sitting bareheaded with his parcel on his knee staring and staring at the frail blue shape which seemed like the vapour of something that had burnt itself away.
163251.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
რა გინდა? უნდოდა ეკითხა ორივეს.
What do you want? they both wanted to ask.
163252.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
რაც უნდა გვთხოვო, ჩვენ გავიღებთ შენთვის, მაგრამ ის არაფერს სთხოვდა მათ.
They both wanted to say, Ask us anything and we will give it to you, but he did not ask them anything.
163253.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
იჯდა, უყურებდა კუნძულს და იქნებ ფიქრობდა, „ჩვენ გავუჩინარდით, ყველა ცალ-ცალკე“, ან იქნებ ფიქრობდა, აი, მივაღწიე, მე ის ვიპოვე, მაგრამ თქმით არაფერს ამბობდა.
He sat and looked at the island and he might be thinking, We perished, each alone, or he might be thinking, I have reached it, I have found it, but he said nothing.
163254.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
მერე თავისი ქუდი დაიხურა.
Then he put on his hat.
163255.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
„წამოიღეთ ეგ ფუთები“, თქვა მან და თავით იმ ნივთებისკენ ანიშნა, რომლებიც ნენსიმ შუქურაზე წასაღებად გაუმზადა.
"Bring those parcels," he said, nodding his head at the things Nancy had done up for them to take to the Lighthouse.
163256.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
“ამანათები შუქურის ხალხისთვის“, თქვა მან.
"The parcels for the Lighthouse men," he said.
163257.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 12
წამოდგა და ნავის წინა ნაწილში დადგა, წელგამართული, მაღალი, და ჯეიმსმა გაიფიქრა, თითქოს ამბობდეს, ღმერთი არ არსებობსო, ხოლო კემმა გაიფიქრა, თითქოს სივრცეში უნდა ისკუპოსო, და ორივენი ისე წამოიჭრნენ ფეხზე, თითქოს უკან უნდა მიჰყოლოდნენ მას, როცა ჭაბუკური შემართებით წამოდგა ფეხზე, ფუთით ხელში, კლდისკენ მიმავალი.
He rose and stood in the bow of the boat, very straight and tall, James thought, as if he were saying, "There is no God," and Cam thought as if he were leaping into space, and they both rose to follow him as he sprang, lightly like a young man, holding his parcel, on to the rock.
163258.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
„ალბათ უკვე იქ იქნება“, ხმამაღლა თქვა ლილი ბრისკომ და უეცრად იგრძნო, რომ სრულიად გამოეცალა ძალა.
"He must have reached it," said Lily Briscoe aloud, feeling suddenly completely tired out.
163259.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
რადგან შუქურა თითქმის აღარ ჩანდა, მთლად გამლღვალიყო ცისფერ ბურუსში და დაძაბული მცდელობა, როგორმე დაენახა შუქურა, და ფიქრი იმაზე, მიაღწია თუ არა მან იქამდე – ორივე ზუსტად ერთნაირ ძალისხმევას მოითხოვდა მისგან და უკიდურესად დაძაბა ფიზიკურადაც და სულიერადაც.
For the Lighthouse had become almost invisible, had melted away into a blue haze, and the effort of looking at it and the effort of thinking of him landing there, which both seemed to be one and the same effort, had stretched her body and mind to the utmost.
163260.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
მაგრამ გულზე მოეშვა.
But she was relieved.