მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163261.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
„მიადგა ნაპირს“, ხმამაღლა თქვა.
"He has landed," she said aloud.
163262.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
„ყველაფერი დამთავრდა“.
"It is finished".
163263.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
მერე, მის გვერდით მისტერ კარმაიკლი წამოიმართა, ოდნავ ქოშინებდა, ბებერ წარმართ ღმერთს ჰგავდა თავისი გაბურძგნილი, სარეველაშერეული თმითა და სამკაპა შუბით ხელში (ეს მხოლოდ ფრანგული რომანი იყო).
Then, surging up, puffing slightly, Mr. Carmichael stood beside her, looking like an old pagan god, shaggy, with weeds in his hair and the trident (it was only a French novel) in his hand.
163264.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
იდგა მის გვერდით მდელოს კიდეში, ტანით ოდნავ ირწეოდა, ხელით მოიჩრდილა თვალი და თქვა: „ახლა უკვე მისულები მივიდოდნენ“, და იგი მიხვდა, რომ მართალი იყო.
He stood by her on the edge of the lawn, swaying a little in his bulk and said, shading his eyes with his hand: "They will have landed," and she felt that she had been right.
163265.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
ისინი ზუსტად ერთსა და იმავეზე ფიქრობდნენ და მან ისე გასცა პასუხი, რომ მას კითხვა არც კი დაუსვამს.
They had been thinking the same things and he had answered her without her asking him anything.
163266.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
იდგა იქ ისე, თითქოს სურდა, ხელები გაეშალა და გადაეფარებინა ადამიანთა მოდგმის ყველა სისუსტისა და სატანჯველისათვის.
He stood there as if he were spreading his hands over all the weakness and suffering of mankind.
163267.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
ის ფიქრობდა, რომ ის ახლა თვალს ავლებდა შემწყნარებლურად და თანაგრძნო­ბით მათი ბედის დასასრულს.
She thought he was surveying, tolerantly and compassionately, their final destiny.
163268.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
ახლა მან გვირგვინით შეამკო მოვლენა, გაიფიქრა მან, როცა მან ნელა დაუშვა მკლავი, ისე, თითქოს ოდესმე ენახოს, როგორ სტყორცნიდა იგი, მიუწვდენელ სიმაღლეზე მდგომი, იების და ასფოდელოების გვირგვინს, რომელიც ნელი ფარფატით დაეშვებოდა ხოლმე მიწაზე.
Now he has crowned the occasion, she thought, when his hand slowly fell, as if she had seen him let fall from his great height a wreath of violets and asphodels which, fluttering slowly, lay at length upon the earth.
163269.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
სხარტად, ისე, თითქოს რაღაცამ უბიძგა ზემოდან, იგი ტილოს მიუბრუნდა.
Quickly, as if she were recalled by something over there, she turned to her canvas.
163270.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
აი, ისიც – მისი სურათი.
There it was — her picture.
163271.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
ამას ალბათ სადმე სხვენში დაკიდებენ, გაიფიქრა, განადგურდება.
It would be hung in the attics, she thought, it would be destroyed.
163272.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? თქვა თავისთვის და ისევ მოიმარჯვა ფუნჯი.
But what did that matter? she asked herself, taking up her brush again.
163273.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
უეცრად რაღაც ძალამ, თითქოს წამიერად სრულიად მკაფიოდ დანახულმა, ხაზი იქ, შუაგულში გაავლებინა.
With a sudden intensity, as if she saw it clear for a second, she drew a line there, in the centre.
163274.
გზა შუქურისკენ | შუქურა, თავი 13
მორჩა, დასრულდა.
It was done, it was finished.
163275.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 12 ივლისის დირექტივა
1995 წლის 24 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 95/46/EC ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას და ამგვარი მონაცემების თავისუფალი გადაადგილებისას.
Directive 95/46/EC of the European Parliament and of the Council of 24 October 1995 on the protection of individuals with regard to the processing of personal data and on the free movement of such data.
163276.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 12 ივლისის დირექტივა
დირექტივა მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან, უზრუნველყონ პირადი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ფიზიკური პირების უფლებები და თავისუფლებები.
Directive requires Member States to ensure the rights and freedoms of natural persons with regard to the processing of personal data.
163277.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 12 ივლისის დირექტივა
კერძოდ მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება საზოგადოებაში პერსონალური მონაცემების თავისუფალი ნაკადის უზრუნველყოფის მიზნით.
In particular their right to privacy, in order to ensure the free flow of personal data in the Community.
163278.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 12 ივლისის დირექტივა
ეს დირექტივა ესწრაფვის, პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს და იცავს პრინციპებს, რომლებიც აღიარებულია საკუთრივ ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიით.
This Directive seeks to respect the fundamental rights and observes the principles recognised in particular by the Charter of fundamental rights of the European Union.
163279.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 12 ივლისის დირექტივა
კერძოდ, ეს დირექტივა ითვალისწინებს ამ ქარტიის მე-7 და მე-8 მუხლებში ჩამოთვლილ უფლებათა სრულ პატივისცემას და დაცვას.
In particular, this Directive seeks to ensure full respect for the rights set out in Articles 7 and 8 of that Charter.
163280.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 12 ივლისის დირექტივა
შეტყობინების კონფიდენციალურობა გარანტირებულია ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო დოკუმენტების.
Confidentiality of communications is guaranteed in accordance with the international instruments relating to human rights.