მოიძებნა 669201 ჩანაწერი
163861.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
2019 წლის კურსდამთავრებულების კვლევამ ცხადყო, რომ დასაქმებული რესპონდენტების დიდი ნაწილი კითხვაზე, კმაყოფილი ხართ თუ არა სამსახურით, დადებითად პასუხობს.
The 2019 tracer study showed that the majority of employed respondents answered positively when asked if they were satisfied with their job.
163862.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
ნაწილობრივ კმაყოფილებაზე საუბრობს რესპონდენეტების 28.1% ხოლო საკუთარ სამსახურზე უკმაყოფილებას გამოთქვამს გამოკითხულთა ძალიან მცირე რაოდენობა, 2.7% , რაც შეადგენს 12 რესპონდენტს.
28.1% of the respondents expressed partial satisfaction and a very small number of respondents - 2.7% expressed dissatisfaction with their work, which is 12 respondents.
163863.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
თუ შევხედავთ კმაყოფილების ცვლადის განაწილებას მიმართულებების მიხედვით, ვნახავთ, რომ პროფესიული მიმართულებების თვალსაზრისით ყველგან იკვეთება სამსახურით კმაყოფილების ტენდენცია.
If we look at the distribution of the satisfaction variable by directions, we will see that in terms of vocational directions, there is a tendency for job satisfaction everywhere.
163864.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
განსკუთრებით მაღალი მაჩვენებელი არის ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებებში.
In particular, there are high rates in the areas of healthcare and education.
163865.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
კვლევა იძლევა საშუალებას, გავშალოთ ცნება „კმაყოფილების“ შინაარსობრივი მხარე და ვნახოთ, კონკრეტულად რა არის კმაყოფილების ასპექტები: რა უფრო მეტად მნიშვნელოვანია რესპონდენტებისთვის კმაყოფილების თვალსაზრისით: სტატუსი, ხელფასი, თუ საქმის შინაარსობრივი მხარე.
The study enables to reveal the content of the concept "satisfaction" and specific aspects of the satisfaction: what is more important for respondents in terms of satisfaction: status, wages or the content of the case.
163866.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
როგორც ქვემოთ მოცემული დიაგრამა #38 ჩანს, სამივე ცვლადი მეტნაკლებად ღირებულია კურსდამთავრებულებისათვის.
As shown in Figure #38 below, all three variables are more or less valuable to graduates.
163867.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ რესპონდენტები სამსახურით კმაყოფილების შეფასებისას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ შესასრულებელი საქმის შინაარსს და სამსახურებრივ სტატუსს, ვიდრე ხელფასს, თუმცა ხელფასის მაჩვენებელიც მიჩნეულია, როგორც მნიშვნელოვანი.
The indicators show that respondents, when assessing job satisfaction, pay more attention to job content and job status than to wages, although wage ratios are also considered important.
163868.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
მიმართულებების მიხედვით კმაყოფილების მაჩვენებლებში სტატისტიკურად სანდო გასნხვავება დაფიქსირდა ხელფასთან მიმართებით.
Statistically significant differences were observed in the satisfaction indicators in relation to wages by areas.
163869.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
ის მცირედ, მაგრამ სანდოდ განსხვავდება.
This difference is slight, but reliable.
163870.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
კერძოდ, შედარებით მაღალი საშუალო მაჩვენებელი დაფიქსირდა აგრარული მეცნიერებებისა და ინჟინერიის მიმართულებით, რაც გულისხმობს ხელფასის უფრო მაღალ დატვირთვას სამსახურით კმაყოფილებაში.
In particular, a relatively high average was observed in agricultural sciences and engineering, implying a higher payload in terms of job satisfaction.
163871.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
ასაკობრივი თვალსაზრისით სტატისტიკურად სანდო დონეზე კმაყოფილების ცვლადში საშუალოებს შორის განსხვავება არ დაფიქსირდა.
There was no difference between the average rates of the satisfaction variable at a statistically significant level in terms of age.
163872.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
რაც შეეხება კურსდამთავრებულების შეფასებას, თუ რამდენად კმაყოფილები არიან ისინი საკუთარი კომპეტენციით ამაზე ვისაუბრეთ ქვეთავში „სამუშაოს ძებნის პარამეტრები“.
As for the assessment of graduates, how satisfied they are with their competence, we talked about this in the section "Job search options".
163873.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
როგორც ვნახეთ დასაქმებულების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს პროფესიული პროგრამების საფუძვლეზე მიღებულ კომპეტენციას, მაგრამ საინტერესოა იმ რესპონდენტების შეფასებაც, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი.
As we have seen, the majority of employees rate positively competence obtained on the basis of vocational programmes, but it is also interesting to assess the respondents who do not work.
163874.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
თუ გადავხედავთ ინფორმაციას კურსდამთავრებულთა ამ კატეგორიის შესახებ, ზემოთ მოცმეულ ქვეთავში „დაუსაქმებელი კურსდამთავრებულები“, ვნახავთ, რომ მათგან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი საუბრობს დასაქმების ხელისშემშლელ ისეთ მიზეზებზე, რომლებიც ცოდნას, კომპეტენციას უკავშირდება.
If we look at the information about this category of graduates in the above-mentioned subsection "Unemployed graduates", we will see that only a very small number of them speak about the reasons related to knowledge, competence that impede employment.
163875.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
თავის მხრივ კომეპეტენციებთან დაკავშირებულ მიზეზებს შორის შედარებით მაღალია სამუშაო გამოცდილების ნაკლებობასთან დაკავშრებული მიზეზების ხვედრითი წილი.
In turn, among the reasons related to competencies, the share of reasons related to lack of work experience is relatively high.
163876.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
თუ თვალს გადავავლებთ საერთაშორისო კვლევებს, თვისებრივი კვლევებით ვლინდება ორი ტიპის მოტივაციური ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობენ პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, მის განვითარებასა და პროფესიულ პროგრამებში სტუდენტების მოზიდვას:
If we look at international researches, qualitative research reveals two types of motivating factors that contribute to the promotion of vocational education, its development and the attraction of students to vocational programmes:
163877.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
პოზიტიური მოტივაციური ფაქტორები: სწავლის/დახელოვნების სურვილი (პირადი ან ოჯახის), უწყვეტი განათლების შანსი, სამსახურის შოვნა დამთავრებისთანავე, საკუთარი ბიზნესის დაფუძნება, საკუთარი ცოდნის და უნარ-ჩვევების განვითარება და ა.შ.
Positive motivational factors: the desire to study / specialise (personal or family), the possibility of continuing education, looking for a job after graduation, starting own business, developing one’s own knowledge and skills, etc.
163878.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
ნეგატიური მოტივაციური ფაქტორები: სწავლის გაგარძელების ამბიციის ნაკლებობა, ფინანსური წახალისება პროგრამებში ჩართულობისათვის, შრომითი გამოცდილების ნაკლებობა, კომპეტენციის ნაკლებობა.
Negative motivational factors: lack of desire to continue education, financial incentives to participate in programmes, lack of work experience, lack of competence.
163879.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
ინდივიდის საკუთარი პროფესიული განვითარების კონცეფციას, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ მომავლს, რამდენად ორიენტირებულია პროფესიული უნარების სრულყოფასა და გამდიდრებაზე, როგორ აფასებს საკუთარ კომპეტენციებს, ასევე რწმენას იმისა, რომ მას აქვს სათანადო ცოდნა და უნარები, რათა მოიპოვის ადგილი შრომის ბაზარზე, პორფესიული პროგრამების კურსდამთავრებულებისათვის და ზოგადად პროფესიული განათლების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
The concept of a person’s own vocational development, how he/she sees his/her future, how he/she is focused on improving and enriching his/her vocational skills, how he/she assesses his/her own competencies, as well as the belief that he/she has the necessary knowledge and skills to get a place in the labour market, is of great importance for the graduates of vocational programmes and for the development of vocational education in general.
163880.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
2019 წლის კურსდამთავრებულები კითხვაზე, თუ როგორ აფასებდნენ საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარების საჭიროებას, ძირითადად პასუხობდნენ რომ სასურველი, ან ძალიან სასურველი იქნებოდა ყველა იმ უნარის განვითარებაზე ზრუნვა, როგორიცაა პროფესიული პრაქტიკული უნარები, თეორიული ცოდნა, საქმის წარმოებისა და ორგანიზების უნარი, უცხო ენის ცოდნა, კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა, კომუნიკაციისა და მეწარმეობის უნარები.
The 2019 graduates, when asked how they assess the need to develop their own knowledge and skills, basically answered that it would be desirable or highly desirable to develop all skills, such as vocational practical skills, theoretical knowledge, business and organisational skills, knowledge of foreign languages, knowledge of computer technology, communication skills and entrepreneurial skills.