მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164001.
პროექტი "როუზი" | თავი I
ჯინი მიზნად ისახავს, შეძლებისდაგვარად, ბევრ სხვადასხვა ეროვნების ქალთან დაწვეს.
Gene has a project to have sex with women of as many different nationalities as possible.
164002.
პროექტი "როუზი" | თავი I
მას, როგორც ფსიქოლოგიის პროფესორს, განსაკუთრებით აინტერესებს ადამიანებს შორის სექსუალური ლტოლვა, რომელსაც, მისი აზრით, გენეტიკა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს.
As a professor of psychology, he is extremely interested in human sexual attraction, which he believes is largely genetically determined.
164003.
პროექტი "როუზი" | თავი I
ამ მოსაზრებას ჯინის, როგორც გენეტიკოსის, გამოცდილებაც ზურგს უმაგრებს.
This belief is consistent with Gene's background as a geneticist.
164004.
პროექტი "როუზი" | თავი I
გენეტიკის კათედრაზე ერთობლივი მუშაობისას ჩვენს შორის ბევრი საინტერესო დისკუსია გაიმართა.
During the time we worked concurrently in the Genetics Department, we had numerous interesting discussions.
164005.
პროექტი "როუზი" | თავი I
ჩვენი ურთიერთობა ისედაც, მხოლოდ ამ მიზეზის გამოც კი, კმაყოფილებას მომგვრიდა.
I would have been satisfied with our relationship for this reason alone.
164006.
პროექტი "როუზი" | თავი I
ახლა უკვე მისი ცოლი, კლაუდიაც, კლინიკური ფსიქოლოგი, ჩემთვის ახლობელი ადამიანია.
His wife, Claudia, who is a clinical psychologist, is now also a friend.
164007.
პროექტი "როუზი" | თავი I
ჯინი და კლაუდია ერთხანს ცდილობდნენ, ცოლის პრობლემის მოგვარებაში დამხმარებოდნენ.
Gene and Claudia tried for a while to assist me with the Wife Problem.
164008.
პროექტი "როუზი" | თავი I
ოცდაცხრამეტი წლის ვარ, მაღალი, ფიზიკურად ძლიერი და ჭკვიანი.
I am thirty-nine years old, tall, fit, and intelligent.
164009.
პროექტი "როუზი" | თავი I
ბუნებრივია, რომ შესაძლოა, ბევრი ქალისათვის მიმზიდველი ვიყო.
Logically, I should be attractive to a wide range of women.
164010.
პროექტი "როუზი" | თავი I
ადამიანებთან მეგობრობა არასდროს მიადვილდებოდა.
I have never found it easy to make friends.
164011.
პროექტი "როუზი" | თავი I
გარგარის ნაყინთან დაკავშირებული მარცხი ამის შესანიშნავი მაგალითია.
The Apricot Ice Cream Disaster is a fine example.
164012.
პროექტი "როუზი" | თავი I
კლაუდიამ თავის უამრავ მეგობართაგან ერთ-ერთი გამაცნო.
Claudia had introduced me to one of her many friends.
164013.
პროექტი "როუზი" | თავი I
დაუჯერებელი შეკითხვაა! ფსიქოლოგისაგან!
An incredible question! From a psychologist!
164014.
პროექტი "როუზი" | თავი I
აი, სწორედ ასეთ სამყაროში მიწევს ცხოვრება.
This is the world I have to live in.
164015.
პროექტი "როუზი" | თავი I
მას საკმაოდ ურყევი შეხედულებები აქვს.
She has very firm ideas.
164016.
პროექტი "როუზი" | თავი I
– კვლევებზე დამყარებულია?
'Are they evidence-based?'
164017.
პროექტი "როუზი" | თავი I
– სავარაუდოდ, კი, – მიპასუხა კლაუდიამ.
'I guess so,' Claudia said.
164018.
პროექტი "როუზი" | თავი I
ერთმანეთს ტაილანდურ რესტორანში შევხვდით.
We met at a Thai restaurant.
164019.
პროექტი "როუზი" | თავი I
თუმცა, ყველაფერი შესანიშნავად დაიწყო, როცა ორივენი, შეთანხმებისამებრ, ზუსტად 7 საათზე დანიშნულების ადგილას მივედით.
But we got off to an excellent start when we both arrived at exactly 7:00 p.m. as arranged.
164020.
პროექტი "როუზი" | თავი I
სიმულაციური ალგორითმების თემაზე უაღრესად ნაყოფიერი საუბარი გავაჩაღეთ.
We had a highly productive discussion about simulation algorithms.