მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164061.
პროექტი "როუზი" | თავი I
გვიან დავამთავრებდით და ღამის დარჩენილი დროის განრიგიც წყალში ჩამეყრებოდა.
We were going to finish late, and my schedule for the rest of the night would be thrown out.
164062.
პროექტი "როუზი" | თავი II
მოხსენებას სათაურად „აუტიზმის სპექტრის აშლილობების გენეტიკური წანამძღვრები“ შევურჩიე.
I had titled my talk Genetic Precursors to Autism Spectrum Disorders.
164063.
პროექტი "როუზი" | თავი II
ასეთი რამეები ძალიან მაღიზიანებს.
This sort of thing is incredibly annoying.
164064.
პროექტი "როუზი" | თავი II
ადამიანები ტყუპებისა და კუროსთვის დამახასიათებელ სავარაუდო თვისებებზე ვრცლად გესაუბრებიან და შეუძლიათ, მთელი ხუთი დღის განმავლობაში კრიკეტის მატჩს უყურონ.
People can tell you the supposed characteristics of a Gemini or a Taurus and will spend five days watching a cricket match.
164065.
პროექტი "როუზი" | თავი II
პრეზენტაცია ზუსტად ისე გავაგრძელე, როგორც მოვამზადე.
I continued with my presentation as I had prepared it.
164066.
პროექტი "როუზი" | თავი II
რაიმეს შეცვლა უკვე ზედმეტად დაგვიანებული იყო.
It was too late to change anything.
164067.
პროექტი "როუზი" | თავი II
მართალი აღმოვჩნდი.
I was right.
164068.
პროექტი "როუზი" | თავი II
– ასეა? სწორედაც!
'Affirmative? Exactly!'
164069.
პროექტი "როუზი" | თავი II
– ეს ბიპოლარული აშლილობის მსგავსი მდგომარეობაა, რომელიც... ჯულიმ ისევ გამაწყვეტინა.
'The situation is analogous to bipolar disorder, which— Julie interrupted again.'
164070.
პროექტი "როუზი" | თავი II
– პროფესორ ტილმანს ჩვენთვის, არაგენიოსებისათვის, ალბათ იმის შეხსენება სურს, რომ ასპერგერით იბადებიან.
'I think Professor Tillman is reminding us that Asperger's is something you're born with.'
164071.
პროექტი "როუზი" | თავი II
დავივიწყე ჩემი გადაწყვეტილება, გენეტიკური პრობლემატიკის განხილვისთვის არ გადამეხვია.
I abandoned my decision not to deviate from the genetic issues.
164072.
პროექტი "როუზი" | თავი II
– ნაკლი?! ასპერგერი ნაკლი არ არის.
'Fault! Asperger's isn't a fault.'
164073.
პროექტი "როუზი" | თავი II
ასპერგერის სინდრომი ასოცირდება მოწესრიგებულობასთან, ყურადღების მოკრების უნართან, ინოვაციურ აზროვნებასა და გონივრულ განყენებულობასთან.
Asperger's syndrome is associated with organization, focus, innovative thinking, and rational detachment.
164074.
პროექტი "როუზი" | თავი II
ოთახის ბოლოში მჯდომმა ქალმა ხელი ასწია.
A woman at the rear of the room raised her hand.
164075.
პროექტი "როუზი" | თავი II
საზოგადოებრივი ქცევის წესებში მცირედი შეცდომა დავუშვი, რომელიც სწრაფადვე გამოვასწორე.
I made a minor social error, which I quickly corrected.
164076.
პროექტი "როუზი" | თავი II
– მსუქანი ქალბატონი... ჭარბწონიანი ქალბატონი... უკან.
'The fat woman—overweight woman—at the back.'
164077.
პროექტი "როუზი" | თავი II
ის შეყოვნდა და იქაურობა მოათვალიერა, შემდეგ კი გააგრძელა.
She paused and looked around, but then continued.
164078.
პროექტი "როუზი" | თავი II
– გონივრული განყენებულობა. ნუთუ ეს ემოციის არარსებობის გამომხატველი ევფემიზმია?
'Rational detachment: is that a euphemism for lack of emotion?'
164079.
პროექტი "როუზი" | თავი II
– სინონიმი, – ვუპასუხე.
'Synonym,' I replied.
164080.
პროექტი "როუზი" | თავი II
– წარმოიდგინეთ, – ვთქვი მე, – რომ სარდაფში იმალებით.
'Imagine, I said, you're hiding in a basement.'