მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164041.
პროექტი "როუზი" | თავი I
ადგილზე ზუსტად 6 საათსა 57 წუთზე გამოვცხადდი, მას შემდეგ, რაც ოცდაშვიდი წუთით ადრე ჩემს ბინაში ევა, მოკლეკაბიანი დამლაგებელი, შევუშვი.
I arrived on schedule at 6:57 p.m., having let Eva, the short-skirted cleaner, into my apartment twenty-seven minutes earlier.
164042.
პროექტი "როუზი" | თავი I
– თქვენ ალბათ ჯული ხართ, – ვკითხე.
'You must be Julie,' I asked.
164043.
პროექტი "როუზი" | თავი I
– შემიძლია, დაგეხმაროთ?
'Can I help you?'
164044.
პროექტი "როუზი" | თავი I
– თქვენ ალბათ პროფესორი ტილმანი ხართ.
'You must be Professor Tillman.'
164045.
პროექტი "როუზი" | თავი I
– ვიდეოგრაფიკული მოწყობილობის კაბელი, თუ შეიძლება.
'The VGA cable, please.'
164046.
პროექტი "როუზი" | თავი I
– დამშვიდდით, – მითხრა მან, – 7 საათსა და 15 წუთამდე არასდროს ვიწყებთ.
'Relax,' she said. 'We never start before seven fifteen.'
164047.
პროექტი "როუზი" | თავი I
– ყავას ხომ არ ინებებთ?
'Would you like a coffee?'
164048.
პროექტი "როუზი" | თავი I
რატომ ანიჭებენ ადამიანები სხვების კუთვნილ დროს ასეთ მცირე მნიშვნელობას?
Why do people value others' time so little?
164049.
პროექტი "როუზი" | თავი I
მერხებთან ბავშვები ისხდნენ – უმეტესად, ბიჭები.
They were children, predominantly male, sitting at desks.
164050.
პროექტი "როუზი" | თავი I
თითქმის მთელი ლიტერატურა სწორედ ბავშვებს ეძღვნება.
Almost all the literature focuses on children.
164051.
პროექტი "როუზი" | თავი I
ჩემი ვარაუდით, მათი ასაკი რვა-ცამეტ წლებს შორის მერყეობდა.
I guessed their ages as between eight and thirteen.
164052.
პროექტი "როუზი" | თავი I
არა. სამწუხაროდ, ჩემი დაყოვნების გამო ჯულის უკვე აღარ ახსოვდა, რა მკითხა.
No. Unfortunately, because of my delay, Julie had forgotten the question.
164053.
პროექტი "როუზი" | თავი I
– არავითარი ყავა, – განვუმარტე.
'No coffee,' I explained.
164054.
პროექტი "როუზი" | თავი I
– 3 საათისა 48 წუთის შემდეგ ყავას არასდროს ვსვამ.
'I never drink coffee after three forty-eight p.m.'
164055.
პროექტი "როუზი" | თავი I
დაძინებაში ხელს მიშლის.
It interferes with sleep.
164056.
პროექტი "როუზი" | თავი I
ამიტომ 7 საათზე ყავით გამასპინძლება უპასუხისმგებლობად მიმაჩნია, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს ღამის თორმეტი საათის შემდეგ არ სურს დაძინება.
So it's irresponsible serving coffee at seven p.m. unless people are planning to stay awake until after midnight.
164057.
პროექტი "როუზი" | თავი I
– ჯინი კარგად არის? – მკითხა მან.
'Is Gene all right?' she asked.
164058.
პროექტი "როუზი" | თავი I
– კარგად არის, გმადლობთ, – ვუპასუხე; საყოველთაოდ დამკვიდრებული წინადადება მესამე პირში წარმოვთქვი.
'He's fine, thank you,' I said, adapting the conventional reply to the third person form.
164059.
პროექტი "როუზი" | თავი I
– მეგონა, ავად იყო.
'I thought he was ill.'
164060.
პროექტი "როუზი" | თავი I
როგორც იქნა, კომპიუტერი ჩავრთე და დავიწყეთ – თვრამეტი წუთის დაგვიანებით.
Eventually, I set up my computer and we got started, eighteen minutes late.