მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164081.
პროექტი "როუზი" | თავი II
– მტერი გეძებთ.
'The enemy is searching for you.'
164082.
პროექტი "როუზი" | თავი II
– ყველა ძალიან ჩუმად უნდა იყოს, მაგრამ თქვენი პატარა ტირის.
'Everyone has to keep quiet, but your baby is crying.'
164083.
პროექტი "როუზი" | თავი II
ზუსტად ისე განვასახიერე, როგორც ამას ჯინი გააკეთებდა, თხრობა უფრო დამაჯერებელი რომ გაეხადა, – უაააააა.
I did an impression, as Gene would, to make the story more convincing: Waaaaa.
164084.
პროექტი "როუზი" | თავი II
დრამატულად გავჩუმდი.
I paused dramatically.
164085.
პროექტი "როუზი" | თავი II
– თქვენ პისტოლეტი გაქვთ.
'You have a gun.'
164086.
პროექტი "როუზი" | თავი II
ჯული ფეხზე წამოხტა, მე კი გავაგრძელე.
Julie jumped to her feet and I continued.
164087.
პროექტი "როუზი" | თავი II
– ისინი ახლოვდებიან... ყველას დაგხოცავენ.
'They're coming closer. They're going to kill you all.'
164088.
პროექტი "როუზი" | თავი II
– როგორ მოიქცევით?
'What do you do?'
164089.
პროექტი "როუზი" | თავი II
პატარა კივის...
The baby's screaming.
164090.
პროექტი "როუზი" | თავი II
ბავშვებს ერთი სული ჰქონდათ, პასუხს როდის გამცემდნენ.
The kids couldn't wait to share their answer.
164091.
პროექტი "როუზი" | თავი II
ერთ-ერთმა წამოიყვირა: – ესროლე პატარას, – და მალევე ყველა ერთხმად აყვირდა, – ესროლე პატარას, ესროლე პატარას.
One called out, Shoot the baby, and soon they were all shouting, Shoot the baby, shoot the baby.
164092.
პროექტი "როუზი" | თავი II
ბიჭმა, რომელმაც გენეტიკის თაობაზე შეკითხვა დამისვა, წამოიძახა: – ესროლე მტერს, – შემდეგ კი მეორემ თქვა, – ჩაუსაფრდი მათ.
The boy who had asked the genetics question called out, Shoot the enemy, and then another said, Ambush them.
164093.
პროექტი "როუზი" | თავი II
– ბავშვი სატყუარად გამოიყენე.
'Use the baby as bait.'
164094.
პროექტი "როუზი" | თავი II
– რამდენი პისტოლეტი გვაქვს?
'How many guns do we have?'
164095.
პროექტი "როუზი" | თავი II
– პირზე ხელი ააფარე.
'Cover its mouth.'
164096.
პროექტი "როუზი" | თავი II
– რამდენ ხანს იცოცხლებს ჰაერის გარეშე?
'How long can it live without air?'
164097.
პროექტი "როუზი" | თავი II
როგორც ვვარაუდობდი, ყველა იდეა ასპერგერით „დაზარალებულებს“ გასჩენოდათ.
As I had expected, all the ideas came from the Asperger's sufferers.
164098.
პროექტი "როუზი" | თავი II
მშობლებს ტაქტიკური მოსაზრებები არ გამოუთქვამთ.
The parents made no constructive suggestions.
164099.
პროექტი "როუზი" | თავი II
ზოგიერთი მათგანი ბავშვის შემოქმედებითობის ჩახშობასაც კი ცდილობდა.
Some even tried to suppress their children's creativity.
164100.
პროექტი "როუზი" | თავი II
ხელები მაღლა ავწიე.
I raised my hands.