მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164181.
პროექტი "როუზი" | თავი II
– რის გაგება გინდათ?
'What would you like to know?'
164182.
პროექტი "როუზი" | თავი II
– მაინტერესებს, როგორ იპოვეს ისინი.
'I was wondering how they found them.'
164183.
პროექტი "როუზი" | თავი II
– ასპერგერის სინდრომის მქონე თითქმის არც ერთმა ზრდასრულმა ადამიანმა არ იცის, რომ სწორედ ეს დაავადება სჭირს.
Most adults with Asperger's syndrome don't know they have it.
164184.
პროექტი "როუზი" | თავი II
ეს მართლაც კარგი შენიშვნა იყო.
It was a good point.
164185.
პროექტი "როუზი" | თავი II
– ვფიქრობ, წინასწარი შერჩევისათვის კითხვარს იყენებენ.
'I presume they use a questionnaire as a preliminary filter.'
164186.
პროექტი "როუზი" | თავი II
კითხვარი!
A questionnaire!
164187.
პროექტი "როუზი" | თავი II
ყველაფერი შეიცვალა.
Everything had changed.
164188.
პროექტი "როუზი" | თავი II
პრიორიტეტები გამოიკვეთა.
Priorities had shifted.
164189.
პროექტი "როუზი" | თავი II
– შეუძლებელია, – ვუთხარი.
'It's not possible,' I said.
164190.
პროექტი "როუზი" | თავი II
პროექტი სახელად „ცოლი”.
The Wife Project.
164191.
პროექტი "როუზი" | თავი III
ჯულისთან საუბრის შემდეგ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შენობაში ჯინის კაბინეტს მივაშურე, მაგრამ ის იქ არ დამხვდა.
After speaking with Julie, I went immediately to Gene's office in the psychology building, but he was not there.
164192.
პროექტი "როუზი" | თავი III
საბედნიეროდ, ადგილზე არც მისი პირადი ასისტენტი, მშვენიერი ჰელენა, აღმოჩნდა (რომელსაც „ხელის შემშლელი ჰელენა უნდა ერქვას) და ჯინის განრიგის გადახედვა მოვახერხე.
Fortunately, his personal assistant, The Beautiful Helena, who should be called The Obstructive Helena, was not there either and I was able to access Gene's diary.
164193.
პროექტი "როუზი" | თავი III
აღმოვაჩინე, რომ იგი საჯარო ლექციას კითხულობდა, რომელიც 5 საათზე უნდა დასრულებულიყო.
I discovered that he was giving a public lecture, due to finish at 5:00 p.m.
164194.
პროექტი "როუზი" | თავი III
შესანიშნავია.
Perfect.
164195.
პროექტი "როუზი" | თავი III
მე მხოლოდ სპორტულ დარბაზში ყოფნის დრო უნდა შემემცირებინა.
I would merely have to reduce the length of my scheduled gym session.
164196.
პროექტი "როუზი" | თავი III
მართალია, სიცხისა და ვარჯიშისაგან გავოფლიანდი, მაგრამ მაინც ფიზიკური და ინტელექტუალური ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი.
Although I was perspiring heavily from the heat and exercise, I was energized, both physically and mentally.
164197.
პროექტი "როუზი" | თავი III
როგორც კი საათმა 5.00 მიჩვენა, შიგნით შევედი.
As soon as my watch showed 5:00 p.m. I walked in.
164198.
პროექტი "როუზი" | თავი III
დამსწრეთა მზერა ახლა უკვე ჩემკენ იყო მომართული.
The audience's eyes were now on me.
164199.
პროექტი "როუზი" | თავი III
– დრო ამოიწურა, – განვაცხადე.
'Time's up,' I said.
164200.
პროექტი "როუზი" | თავი III
– ჯინთან შეხვედრა მაქვს დანიშნული.
'I have a meeting with Gene.'