მოიძებნა 668068 ჩანაწერი
16421.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
შერლის ექსპედიციამ სპარსეთისაკენ გეზი აიღო სამხრეთ–აღმოსავლეთ ინგლისის ნავსადგურიდან – საუთჰამპტონიდან.
Sherley’s expedition set out for Persia from Southampton.
16422.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
საუთჰამპტონის გრაფი იყო ჰენრი რაისლი, რომელიც ანტონი შერლის ქვისლი იყო.
At the time Henry Wriothesly was the Earl of Southampton, brother-in-law of Sherley.
16423.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
ჰენრისა და ანტონის ცოლად ჰყავდათ დები, რომლებიც მეზობელი დიდი საგრაფოს ესექსის გრაფის რობერტ დევერუქსის ბიძაშვილები იყვნენ.
Henry and Anthony were married sisters, cousins of Robert Devereux, the Earl of Essex.
16424.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
სწორედ გრაფი დევერუქსი იყო ერთადერთი სპონსორი შერლის ექსპედიციისა.
It was Earl Devereux who was the only sponsor of Sherley’s expedition.
16425.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
იმასაც ფიქრობენ, რომ თვით იდეა ამ ექსპედიციისა მისგან მოდიოდა.
It is thought that the idea of the expedition came from him.
16426.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
თავის მხრივ ესექსისა და საუთჰამპტონის გრაფებს უმჭიდროესი მეგობრობა აკავშირებდათ.
For their part the earls of Essex and Southampton were linked with the strongest friendship.
16427.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
ჰენრი საუთჰამპტონი რობერტ დევერუქსს თავის კერპად თვლიდა და ყველა სამხედრო კამპანიაში, თვით დედოფალ ელისაბედ I-ის წინააღმდეგ შთქმულებაში, მის გვერდით იდგა.
Henry idealized Devereux and considered that he stood beside all military campaigns, even in the conspiracy against Queen Elizabeth I.
16428.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
ჩვენი კვლევა–ძიებისათვის უმთავრესი ის არის, რომ ისინი, ორივენი, თეატრის დიდი მოყვარულნი იყვნენ, ხოლო ჰენრი საუთჰამპტონი შექსპირის სპონსორი და უახლოესი მეგობარი იყო.
The main point of interest of my study is that both were lovers of the theatre, while Henry Southampton was Shakespeare’s sponsor and his close friend.
16429.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
უფრო მეტიც, ეს ურთიერთობა სამეფო თეატრალურ დასსა (უპირველეს ყოვლისა თვით შექსპირსა) და დასახელებულ გრაფებს შორის იმდენად მჭიდრო იყო, რომ როდესაც ესექსის გრაფმა (და მის გვერდით მდგომმა საუთჰამპტონის გრაფმა) დედოფლის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო, სამეფო დასიც კი მიიმხრო.
Furthermore, this relationship between the royal troupe (in the first place between Shakespeare himself) and the named earls was so close that when the Earl of Essex (and the Earl of Southampton who sided with him) hatched a plot against the queen, even the royal troupe was won over.
16430.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
უფრო დეტალურად:
In more detail:
16431.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
დედოფალი ელისაბედი ესექსის გრაფ რობერტ დევერუქსისადმი თავდაპირველად სიმპათიურად იყო განწყობილი და მას დაავალა ირლანდიაში დიდი სამხედრო კამპანიის წინამძღოლობა, რაც საშინელი მარცხით დამთავრდა.
Queen Elizabeth initially had a favourable attitude to the Earl of Essex Robert Devereux and she ordered him to lead a major military campaign in Ireland, which ended in disaster.
16432.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
ამას კი ესექსის გრაფის სამეფო კართან დაპირისპირება მოჰყვა. ეს დაპირისპირება პოლიტიკურ შეთქმულებაში გადაიზარდა.
This was followed by a confrontation of the Earl of Essex with the royal court, developing into a political conspiracy.
16433.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
შეთქმულების კულმინაციურ ეტაპზე სამეფო დასს შექსპირის პიესა ,,რიჩარდ II” დაადგმევინეს ისეთი გადაკეთებული ვერსიით, რომელიც დედოფლისა და სამეფო კარის წინააღმდეგ იყო მიმართული.
At the culmination stage of the plot the royal troupe was involved. Shakespeares’ play Richard II was staged revised in such a way as to be directed against the queen and the royal court.
16434.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
შექსპირის განსაკუთრებულ სიმპათიაზე საუთჰამპტონის გრაფისადმი სხვა გარემოებაც მიუთითებს:
Shakespeare’s special liking for the Earl of Southampton is seen from the following:
16435.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
ინგლისის სამეფო კარმა 1601 წელს სასტიკად ჩაახშო რობერტ დევერუქსის შეთქმულება.
The English royal court put Devereux’s plot down harshly in 1601.
16436.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
ორივე გრაფი დააპატიმრეს და ორივეს სიკვდილი მიუსაჯეს.
Both earls were arrested and sentenced to death.
16437.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
გადარჩა ჰენრი რაისლი.
Henry Wriothesley survived.
16438.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
მას დედოფლის კარისკაცთა ინიციატივით სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შუცვალეს.
On the initiative of the queen’s courtiers his death sentence was commuted to life imprisonment.
16439.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
იგი ელისაბედ I–ის გარდაცვალების შემდეგ, 1603 წელს, გაათავისუფლა ახალგამეფებულმა ჯეიმს I-მა.
Following the death of Elizabeth I, he was released by the newly acceded James I.
16440.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო.
ამ ამბავს ეხმიანება უილიამ შექსპირის ერთ–ერთი სონეტი, რომლის ისტორიული საფუძველი შექსპიროლოგთა მრავალგზისი დისკუსიის საგანია.
This event is echoed by one of the sonnets of Shakespeare, whose historical base has been the subject of discussion by Shakespearean students.