მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164441.
პროექტი "როუზი" | თავი V
– კარგი, – მითხრა მან, – მაგრამ პაემანზე უნდა დაპატიჟო.
'Okay,' said Gene, 'but you have to ask them out.'
164442.
პროექტი "როუზი" | თავი V
– შესაფერის რესტორანში.
'At a proper restaurant.'
164443.
პროექტი "როუზი" | თავი V
ალბათ ჯინი ხვდებოდა, რომ ეს წინადადება არ მხიბლავდა.
Gene could probably tell that I was not excited by the prospect.
164444.
პროექტი "როუზი" | თავი V
ჯინმა გამიღიმა, თითქოსდა ჩემი ენთუზიაზმის არარსებობის გაბათილებას ცდილობდა.
Gene smiled as if to compensate for my lack of enthusiasm.
164445.
პროექტი "როუზი" | თავი V
„ამ საღამოს ხომ არ გვესადილა?“ ჩემთან ერთად გაიმეორე.
'How about we do dinner tonight?' Say it after me.
164446.
პროექტი "როუზი" | თავი V
– ამ საღამოს ხომ არ გვესადილა?
'How about we do dinner tonight?'
164447.
პროექტი "როუზი" | თავი V
– ხედავ? არც ისეთი ძნელია.
'See, that wasn't so hard.'
164448.
პროექტი "როუზი" | თავი V
– გარეგნობის შესახებ მხოლოდ საქები სიტყვები უთხარი.
'Make only positive comments about their appearance.'
164449.
პროექტი "როუზი" | თავი V
ჯინი კარისაკენ წავიდა, შემდეგ კი მოტრიალდა.
Gene walked to the door, then turned back.
164450.
პროექტი "როუზი" | თავი V
– და ხელით შევსებული კითხვარები?
'What about the paper questionnaires?'
164451.
პროექტი "როუზი" | თავი V
მე შეხვედრის „მაგიდა რვისთვის“, მარტოხელების წვეულებისა და, მისი დაჟინებული მოთხოვნით, სწრაფი გაცნობის ღონისძიების დროს ნაწილობრივ შევსებული კითხვარებიც მივაწოდე.
I gave him my questionnaires from Table for Eight, the singles party, and, at his insistence, even the partially completed ones from the speed dating.
164452.
პროექტი "როუზი" | თავი V
ახლა ისინი უკვე ჩემ ხელთ აღარ იყო.
Now it was out of my hands.
164453.
პროექტი "როუზი" | თავი VI
კარზე დააკაკუნეს.
There was a knock on the door.
164454.
პროექტი "როუზი" | თავი VI
სტუდენტის ესეს სასწორზე ვწონიდი, რაც ჯერჯერობით აკრძალული საქმიანობა არ არის.
I was weighing student essays, an activity that is not forbidden.
164455.
პროექტი "როუზი" | თავი VI
როცა კარი გაიღო, სასწორი მაგიდის ქვეშ შევაცურე.
I slipped the scales under my table as the door opened.
164456.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– პროფესორი ტილმანი ბრძანდებით?
'Professor Tillman?'
164457.
პროექტი "როუზი" | თავი VI
ეს არცთუ ისე გონივრული შეკითხვა იყო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩემი სახელი კარზე ეწერა.
As my name is on the door, this was not a particularly astute question.
164458.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– პროფესორმა ბაროუმ თქვენთან შეხვედრა მირჩია.
'Professor Barrow suggested I see you.'
164459.
პროექტი "როუზი" | თავი VI
ჯინის ნაყოფიერი მუშაობით გაოცებული ვიყავი და როცა ქალი ჩემს მაგიდას უახლოვდებოდა, იგი უფრო ყურადღებით შევათვალიერე.
I was amazed at Gene's efficiency and looked at the woman more carefully as she approached my desk.
164460.
პროექტი "როუზი" | თავი VI
აშკარად არაფერი ეტყობოდა, რომ შეუფერებელი იყო.
There were no obvious signs of unsuitability.