მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164481.
პროექტი "როუზი" | თავი VI
ჩემს კაბინეტში ნამყოფი ქალი არც ერთ იმ კანდიდატს არ ჰგავდა, რომელთა სახელებიც ასო „რ“-ზე იწყებოდა.
The woman who had come to my office did not look like any candidate whose name began with R.
164482.
პროექტი "როუზი" | თავი VI
ჯინიც უკვე წასულიყო და ტელეფონიც გამოერთო.
Gene had already left and his phone was off.
164483.
პროექტი "როუზი" | თავი VI
იძულებული ვიყავი, მთლად დაუშვებელი თუ არა, უეჭველად ამორალური ხერხისათვის მაინც მიმემართა.
I was forced to take action that was not strictly illegal but doubtless immoral.
164484.
პროექტი "როუზი" | თავი VI
ჩემი ქმედება იმით გავამართლე, რომ როუზისათვის დანაპირების შეუსრულებლობა ცუდი საქციელი იქნებოდა.
I justified my action on the basis that it would be more immoral to fail to meet my commitment to Rosie.
164485.
პროექტი "როუზი" | თავი VI
ველოსიპედი ფოიეში შევიყვანე, რადგან გარეთ საშინლად წვიმდა.
I chained my bike in the foyer, as it was raining heavily outside.
164486.
პროექტი "როუზი" | თავი VI
საბედნიეროდ, არ ციოდა და „გორტექსის“ ბრენდული ქურთუკი შესანიშნავად მიცავდა.
Fortunately, it was not cold and my Gore-Tex jacket had done an excellent job of protecting me.
164487.
პროექტი "როუზი" | თავი VI
მის შიგნით მაისური ნესტიანიც კი არ იყო.
My T-shirt was not even damp underneath.
164488.
პროექტი "როუზი" | თავი VI
სპეცტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი მომიახლოვდა.
A man in uniform approached me.
164489.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– მე პროფესორი ლოურენსი ვარ და თქვენი დაჯავშნის სისტემას 5 საათსა და 11 წუთზე დავუკავშირდი.
'My name is Professor Lawrence and I interacted with your reservation system at five eleven p.m.'
164490.
პროექტი "როუზი" | თავი VI
როგორც ჩანს, მომსახურე პერსონალის წარმომადგენელი დეკანს არ იცნობდა, ან ივარაუდა, რომ მე სხვა პროფესორი ლოურენსი ვიყავი, რადგანაც ჩანაწერებს დახედა და თავი დამიქნია.
It appeared that the official did not know the Dean or assumed that I was another Professor Lawrence, because he just checked a clipboard and nodded.
164491.
პროექტი "როუზი" | თავი VI
შესაძლოა ის (ბ) ოდნავ ადრე მოვიდა.
Perhaps she was (b) a little early.
164492.
პროექტი "როუზი" | თავი VI
ახლა სხვა პრობლემა გაჩნდა.
But then a problem arose.
164493.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– ბოდიშს გიხდით, სერ, მაგრამ ჩვენ ჩაცმულობასთან დაკავშირებული მკაცრი წესები გვაქვს, – მითხრა რესტორნის თანამშრომელმა.
'I'm sorry, sir, but we have a dress code,' said the official.
164494.
პროექტი "როუზი" | თავი VI
ვებგვერდზე გარკვევით ეწერა: „ჯენტლმენები ვალდებულნი არიან, ჩაიცვან პიჯაკი“.
It was in bold type on the website: 'Gentlemen are required to wear a jacket.'
164495.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– პიჯაკი თუ არ გაცვია, არაფერს გაჭმევენ, ხომ ასეა?
'No jacket, no food, correct?'
164496.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– დაახლოებით, სერ.
'More or less, sir.'
164497.
პროექტი "როუზი" | თავი VI
რა შეიძლება ასეთი წესის შესახებ ვთქვა?
What can I say about this sort of rule?
164498.
პროექტი "როუზი" | თავი VI
რესტორნის შესასვლელისაკენ გზა გავაგრძელე, მაგრამ თანამშრომელი წინ გადამეღობა.
I continued toward the restaurant entrance, but the official blocked my path.
164499.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– ბოდიშს გიხდით. ალბათ გასაგებად ვერ აგიხსენით.
'I'm sorry. Perhaps I wasn't clear.'
164500.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– აუცილებელია, პიჯაკი გეცვათ.
'You need to wear a jacket.'