მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164521.
პროექტი "როუზი" | თავი VI
აშკარა იყო, მას იცნობდა.
Obviously he knew her.
164522.
პროექტი "როუზი" | თავი VI
როუზიმ ჯერ მას, მერე კი მე გადმომხედა და თქვა: – პროფესორო ტილმან, დონ, რა ხდება?
She looked from him to me and said, Professor Tillman—Don—what’s going on?
164523.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– დააგვიანეთ, – ვუპასუხე, – ჩვენ სოციალური ხასიათის პრობლემა შეგვექმნა.
'You're late,' I said. 'We have a social problem.'
164524.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– იცნობთ ამ მამაკაცს? – ჰკითხა პიჯაკების კაცმა როუზის.
'You know this man?' said Jacket Man to Rosie.
164525.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– როგორ გგონია, მისი სახელი, უბრალოდ, გამოვიცანი?
'What do you think, I guessed his name?'
164526.
პროექტი "როუზი" | თავი VI
ბოდიშის მოხდა და წასვლა აჯობებდა.
Surely we should seek to apologize and leave.
164527.
პროექტი "როუზი" | თავი VI
სავარაუდოდ, ამ რესტორანში უკვე აღარ ვივახშმებდით.
I was assuming we would not now be eating in the restaurant.
164528.
პროექტი "როუზი" | თავი VI
პიჯაკების კაცმა დასძინა: – მან ჯეისონზე იძალადა.
Jacket Man added, 'He assaulted Jason.'
164529.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– საბრალო ჯეისონი.
'Poor Jason.'
164530.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– ის ყოველთვის მსხვერპლია.
'Always the victim.'
164531.
პროექტი "როუზი" | თავი VI
მას ახლა უკვე ვხედავდი.
I could now see her.
164532.
პროექტი "როუზი" | თავი VI
მას სადა, მოურთავი შავი კაბა და სქელძირიანი ჩექმები ეცვა, ხელებზე კი უამრავი ვერცხლისფერი სამკაული ეკეთა.
She was wearing a black dress without decoration, thick-soled black boots, and vast amounts of silver jewelry on her arms.
164533.
პროექტი "როუზი" | თავი VI
წითელი თმა ზემოთ წაეწვეტებინა – გეგონება, კაქტუსის რომელიღაც ახალი ჯიში იყო.
Her red hair was spiky like some new species of cactus.
164534.
პროექტი "როუზი" | თავი VI
გამიგია ამა თუ იმ ქალის შესახებ ნათქვამი სიტყვა –„მომაჯადოებელი“, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მართლაც მომაჯადოვეს.
I have heard the word stunning used to describe women, but this was the first time I had actually been stunned by one.
164535.
პროექტი "როუზი" | თავი VI
ამის მიზეზი, უბრალოდ, ჩაცმულობა ან სამკაული, ანდა როუზის ნებისმიერი ცალკეული ღირსება კი არა, არამედ ამ ყველაფრის ერთიანი შთამბეჭდაობა გახლდათ.
It was not just the costume or the jewelry or any individual characteristic of Rosie herself: it was their combined effect.
164536.
პროექტი "როუზი" | თავი VI
სიტყვა „მომაჯადოებელი“ მას იდეალურად აღწერდა.
Stunning was the perfect word for it.
164537.
პროექტი "როუზი" | თავი VI
მაგრამ ის, რაც როუზიმ გააკეთა, კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო.
But what Rosie did was even more stunning.
164538.
პროექტი "როუზი" | თავი VI
მან ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და ჩვენ „დაგვიმიზნა“.
She took her phone from her bag and pointed it at us.
164539.
პროექტი "როუზი" | თავი VI
პიჯაკების კაცი ტელეფონის ჩამოსართმევად ადგილს მოსწყდა.
Jacket Man moved to take the phone from her.
164540.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– ამ ფოტოებით ისე გავერთობი, რომ ეს ბიჭები კართან აღარასდროს დადგებიან.
'I'm going to have so much fun with these photos that these guys will never stand on a door again.'