მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164581.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– ჯერ კიდევ ვალდებული ხარ, სადილით გამიმასპინძლდე.
'You still owe me dinner.'
164582.
პროექტი "როუზი" | თავი VI
გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.
There was no point in continuing.
164583.
პროექტი "როუზი" | თავი VI
– სად ცხოვრობ? – მკითხა.
'Where do you live?' she asked.
164584.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– კედლებზე სურათები რატომ არ კიდია?
'How come there are no pictures on the walls?'
164585.
პროექტი "როუზი" | თავი VII
ვიცოდი, რომ სუფრაზე კიდევ ერთი თეფში და დანა-ჩანგალი უნდა დამეწყო.
I knew that I only needed to put out an extra plate and cutlery.
164586.
პროექტი "როუზი" | თავი VII
თუმცა, საღამო ისედაც საკმაოდ დამთრგუნველი აღმოჩნდა.
But it had already been a stressful evening.
164587.
პროექტი "როუზი" | თავი VII
პიჯაკის ინციდენტის შემდგომ გამოყოფილი ადრენალინით გამოწვეული ეიფორიაც გაიფანტა – ყოველი შემთხვევისათვის, ჩემთვის მაინც.
The adrenaline-induced euphoria that had followed the Jacket Incident had evaporated, at least on my part.
164588.
პროექტი "როუზი" | თავი VII
როუზი კი გამუდმებით აღგზნებული ჩანდა.
Rosie seemed to be in a permanently manic state.
164589.
პროექტი "როუზი" | თავი VII
სურათები ან სხვა დეკორაციული ნივთები რომ განმეთავსებინა, ამას მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში მივაქცევდი ყურადღებას, მერე კი ტვინი მათ უგულებელყოფდა.
If I installed pictures or other decorative objects, I would notice them for a few days and then my brain would ignore them.
164590.
პროექტი "როუზი" | თავი VII
როცა მინდა, ხელოვნების ნიმუშები დავათვალიერო, საგამოფენო დარბაზში მივდივარ.
If I want to see art, I go to the gallery.
164591.
პროექტი "როუზი" | თავი VII
იქ არსებული ნამუშევრები ბევრად მეტი მხატვრული ღირსებების მატარებელია.
The paintings there are of higher quality.
164592.
პროექტი "როუზი" | თავი VII
სინამდვილეში, ბოლოს საგამოფენო დარბაზში სამი წლის წინ, ათ მაისს ვიყავი.
In fact, I had not been to an art gallery since the tenth of May, three years before.
164593.
პროექტი "როუზი" | თავი VII
ვერ მოვნახე მიზეზი, როუზისათვის ის რატომ უნდა გამემხილა.
I saw no reason to share it with Rosie.
164594.
პროექტი "როუზი" | თავი VII
ასეთი კირკიტი უკვე ძალიან მაღიზიანებდა.
Such investigation was becoming annoying.
164595.
პროექტი "როუზი" | თავი VII
სადილი დაგვიანდა.
Dinner was late.
164596.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– ბახი ძალიან გყვარებია, – მითხრა მან.
'You really love Bach,' she said.
164597.
პროექტი "როუზი" | თავი VII
ეს საკმაოდ ლოგიკური დასკვნა იყო, რადგან ჩემი კომპაქტდისკების ნაკრები სწორედ ამ კომპოზიტორის შემოქმედებისაგან შედგება.
This was a reasonable deduction, as my CD collection consists only of the works of that composer.
164598.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– სამწუხაროდ, დიდად წინ ვერ წავედი.
'Unfortunately, I haven't made much progress.'
164599.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– უბრალოდ, სიამოვნებისთვის არ უსმენ?
'You don't listen to it for fun?'
164600.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– აიფოუნი გაქვს? – მკითხა მან.
'You've got an iPhone?' she asked.