მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164601.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– რა თქმა უნდა, მაგრამ მუსიკისათვის არ ვიყენებ.
'Of course, but I don't use it for music.'
164602.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– პოდკასტებს ვიწერ.
'I download podcasts.'
164603.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– მოდი, გამოვიცნობ: გენეტიკის შესახებ.
'Let me guess—on genetics.'
164604.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– ზოგადად, მეცნიერულ თემებზე.
'Science in general.'
164605.
პროექტი "როუზი" | თავი VII
სადილის მოსამზადებლად სამზარეულოში გადავინაცვლე და როუზიც გამომყვა.
I moved to the kitchen to begin dinner preparation and Rosie followed me.
164606.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– გასაოცარია, – თქვა მან ისევ.
'Wow,' she said, again.
164607.
პროექტი "როუზი" | თავი VII
დამაინტერესა, დნმ-ის ან ევოლუციის შესახებ რას იტყოდა.
I wondered what her response to DNA or evolution would be.
164608.
პროექტი "როუზი" | თავი VII
მაცივრიდან ბოსტნეულისა და მწვანილის გამოლაგებას შევუდექი.
I commenced retrieval of vegetables and herbs from the refrigerator.
164609.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– ნება მომეცი, დაგეხმარო, – მითხრა მან.
'Let me help,' she said.
164610.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– შემიძლია, დავჭრა ან რამე ეგეთი გავაკეთო.
'I can chop or something.'
164611.
პროექტი "როუზი" | თავი VII
ესე იგი, იგულისხმებოდა, რომ ბოსტნეულს გამოუცდელი ადამიანი დაჭრიდა, რომელსაც რეცეპტის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
The implication was that chopping could be done by an inexperienced person unfamiliar with the recipe.
164612.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– დახმარება არ მჭირდება, – ვუთხარი, – წიგნის წაკითხვას გირჩევ.
'No assistance is required,' I said. 'I recommend reading a book.'
164613.
პროექტი "როუზი" | თავი VII
დავინახე, როგორ მივიდა როუზი თაროსთან.
I saw Rosie walk to the bookshelf.
164614.
პროექტი "როუზი" | თავი VII
ხმის სისტემას აიპოდის შესაერთებელი აქვს, რომლის დახმარებითაც საჭმლის მომზადებისას პოდკასტებს ვუსმენ.
The sound system has an iPod port that I use to play podcasts while I cook.
164615.
პროექტი "როუზი" | თავი VII
როუზიმ მასში თავისი ტელეფონი შეაერთა.
Rosie plugged in her phone.
164616.
პროექტი "როუზი" | თავი VII
არცთუ ხმამაღლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინმესთან სტუმრობისას ნებართვის გარეშე პოდკასტი რომ ჩამერთო, აუცილებლად საზოგადოებაში ქცევის წესების დარღვევაში დამადანაშაულებდნენ.
It was not loud, but I was certain that if I had put on a podcast without asking permission when visiting someone's house, I would have been accused of a social error.
164617.
პროექტი "როუზი" | თავი VII
სწორედ ამგვარი შეცდომა ოთხი წლისა და სამოცდაშვიდი დღის წინ, ვახშმობისას დავუშვი.
I had made this exact mistake at a dinner party four years and sixty-seven days ago.
164618.
პროექტი "როუზი" | თავი VII
დარაბა გახსნა და მაღლა ასწია.
She opened the blinds and raised them.
164619.
პროექტი "როუზი" | თავი VII
დარაბების უკან კარია.
Behind the blinds are doors.
164620.
პროექტი "როუზი" | თავი VII
როუზიმ რაზა გადასწია და კარიც გაიღო.
Rosie released the bolts and opened the door.