მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164661.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– ჩინური ბრინჯის ღვინო, – მაშინვე დავამატე.
'Chinese rice wine,' I added.
164662.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– ბუნებრივია, – თქვა როუზიმ.
'Naturally,' said Rosie.
164663.
პროექტი "როუზი" | თავი VII
ღვინო მომაწოდა და შემდეგ ალკოჰოლის სექციაში სხვა ბოთლების თვალიერებას შეუდგა.
She passed me the wine, then began looking at the other bottles in the alcohol section.
164664.
პროექტი "როუზი" | თავი VII
ყოველთვის ნახევარ ბოთლ ღვინოს ვყიდულობ.
I purchase wine in half bottles.
164665.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– მაშ, ასე, ერთსა და იმავეს ამზადებ ყოველ სამშაბათს, არა?
'So, you cook this same meal every Tuesday, right?'
164666.
პროექტი "როუზი" | თავი VII
საკვების სტანდარტიზებული სისტემის რვა ძირითადი უპირატესობა ჩამოვუთვალე.
I listed the eight major advantages of the Standardized Meal System.
164667.
პროექტი "როუზი" | თავი VII
1. სამზარეულო წიგნები არ გჭირდება.
1. No need to accumulate recipe books.
164668.
პროექტი "როუზი" | თავი VII
2. საყიდლების სტანდარტული სია – ამგვარად, ვაჭრობა ძალზე ადვილია.
2. Standard shopping list—hence very efficient shopping.
164669.
პროექტი "როუზი" | თავი VII
3. თითქმის არავითარი ნაგავი.
3. Almost zero waste.
164670.
პროექტი "როუზი" | თავი VII
5. დროს არ ხარჯავ იმის მოსაფიქრებლად, რა უნდა მოამზადო.
5. No time wasted wondering what to cook.
164671.
პროექტი "როუზი" | თავი VII
6. არანაირი შეცდომა, არც უსიამოვნო მოულოდნელობები.
6. No mistakes, no unpleasant surprises.
164672.
პროექტი "როუზი" | თავი VII
7. შესანიშნავი კერძები.
7. Excellent food.
164673.
პროექტი "როუზი" | თავი VII
8. უკიდურესად მცირე კოგნიტური დატვირთვა.
8. Minimal cognitive load required.
164674.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– კოგნიტური დატვირთვა?
'Cognitive load?'
164675.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– როგორც ველოსიპედის მართვისას.
'Like riding a bike.'
164676.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– ასთაკვის მომზადება ფიქრის გარეშე შეგიძლია?
'You can make lobster without thinking?'
164677.
პროექტი "როუზი" | თავი VII
როუზი იცინოდა.
Rosie was laughing.
164678.
პროექტი "როუზი" | თავი VII
სკოლის დღეები გამახსენდა.
It brought back memories of school days.
164679.
პროექტი "როუზი" | თავი VII
– როგორც ჩანს, ჩვენი სადილი აღარ მოძრაობს.
'Our dinner seems to have stopped moving.'
164680.
პროექტი "როუზი" | თავი VII
სამწუხაროდ, მომზადების პროცესის თანმიმდევრობას პიჯაკის ინციდენტმა ხელი შეუშალა.
Unfortunately, the Jacket Incident has disrupted the preparation schedule.