მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164721.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
– ან წვიმის დროს?
'Or when it rains?'
164722.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
– აქ, უბრალოდ, დასაჯდომად გამოსვლაზე რას ფიქრობ?
'What about coming up here just to sit?'
164723.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
მისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი, სავარაუდოდ, არ გამაჩნდა.
I had no answer that was likely to satisfy her.
164724.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
ეს ხედი ბინის ყიდვისას უკვე მენახა.
I had seen the view when I bought the apartment.
164725.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
სხვადასხვა გარემოპირობებში ის დიდად არც იცვლებოდა.
It did not change much in different conditions.
164726.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
მან გამიღიმა.
She smiled.
164727.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
ვცდილობ, ჩვეული, ერთი და იგივე კერძი გავაკეთო, მაგრამ, რა თქმა უნდა, სურსათის ხარისხი კვირიდან კვირამდე იცვლება.
I attempt to produce a standard, repeatable meal, but obviously ingredients vary in their quality from week to week.
164728.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
დღევანდელი კი უჩვეულოდ კარგი აღმოჩნდა.
Today's seemed to be of an unusually high standard.
164729.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
ასთაკვის სალათა ასეთი გემრიელი არასდროს ყოფილა.
The lobster salad had never tasted so good.
164730.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
მას რამდენიმე სასაცილო ამბავი აღმოაჩნდა მოსაყოლი.
She had a number of hilarious stories to tell.
164731.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
შემდეგ როუზიმ ჩანთა გახსნა და სიგარეტის კოლოფი ამოიღო!
Then Rosie opened her bag and pulled out a pack of cigarettes!
164732.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
ეს ცხოვრებისადმი აშკარად არაგონივრული დამოკიდებულების მაჩვენებელია.
It is a clear indication of an irrational approach to life.
164733.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
ამიტომაცაა, რომ ჩემი კითხვარის პირველი პუნქტი სწორედ ამ საკითხს ეხება.
There was a good reason for its being the first item on my questionnaire.
164734.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
როუზიმ, სავარაუდოდ, შენიშნა, რომ ელდა მეცა.
Rosie must have noticed my shock.
164735.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
– დამშვიდდი. გარეთ ვართ.
'Relax. We're outside.'
164736.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
კამათს აზრი არ ჰქონდა.
There was no point in arguing.
164737.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
ამ ღამის შემდეგ მას ისედაც აღარ ვნახავდი.
I would not be seeing her again after tonight.
164738.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
– გენეტიკასთან დაკავშირებული კითხვა მაქვს, – მითხრა მან.
'I've got a genetics question,' she said.
164739.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
ჩემთვის ნაცნობ სამყაროში დავბრუნდი.
I was back in the world I knew.
164740.
პროექტი "როუზი" | თავი VIII
– ერთმა მითხრა, რომ შეგიძლია, ადამიანის სათესლე ჯირკვლების ზომით დაადგინო, ის მონოგამია თუ არა.
'Someone told me you can tell if a person's monogamous by the size of their testicles.'