მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164861.
პროექტი "როუზი" | თავი IX
ნუთუ შესაძლოა, ურთიერთობისთვის ამაზე უფრო არაგონივრული საფუძველი არსებობდეს?
Could there be a more irrational basis for a relationship?
164862.
პროექტი "როუზი" | თავი IX
ნამდვილად არ არის გასაკვირი, ოჯახები რომ ინგრევა.
No wonder marriages fail.
164863.
პროექტი "როუზი" | თავი IX
– მაშ, ასე, გაერთე? – მკითხა ჯინმა.
So, did you have fun? asked Gene.
164864.
პროექტი "როუზი" | თავი IX
ჯინმა მაიძულა, ერთი საღამო ფუჭად გამეფლანგა.
Gene had caused me to waste an evening.
164865.
პროექტი "როუზი" | თავი IX
– კი, მაგრამ ხომ გაერთე? – ხელახლა მკითხა.
But did you have fun? he repeated.
164866.
პროექტი "როუზი" | თავი IX
არ არსებობს არავითარი მიზეზი, რომლის გამოც მას კიდევ ვნახავდი.
There is zero reason for me to see her again.
164867.
პროექტი "როუზი" | თავი IX
მიზეზი ჯინის სენდვიჩი იყო.
The reason was Gene’s sandwich.
164868.
პროექტი "როუზი" | თავი IX
კლაუდიამ სენდვიჩში წიწაკა ჩამიდო.
Claudia put chilies in my sandwich.
164869.
პროექტი "როუზი" | თავი IX
თუმცა, ახლა მთავარი წვის შეგრძნების შემცირება იყო.
But the priority was to reduce the pain.
164870.
პროექტი "როუზი" | თავი IX
წიწაკა წყალში არ იხსნება, ამიტომ ჩემი ბოთლიდან დალევა შედეგს არ გამოიღებდა.
Chili is insoluble in water, so drinking from my bottle would not be effective.
164871.
პროექტი "როუზი" | თავი IX
ვურჩიე, სადმე ცოტაოდენი ზეთი ეშოვა.
I advised him to find some oil.
164872.
პროექტი "როუზი" | თავი IX
სამი მიზეზი აღმოვაჩინე, რატომ შეიძლებოდა, როუზის ხელახლა ნახვა საჭირო ყოფილიყო.
I could see three reasons that it might be necessary to see Rosie again.
164873.
პროექტი "როუზი" | თავი IX
კითხვარით შერჩეულ ქალებთან შესადარებლად, ერთგვარ საწყის მოცემულობად როუზის გამოყენება საინტერესო იქნებოდა.
It would be interesting to use Rosie as a benchmark to compare with women selected by the questionnaire.
164874.
პროექტი "როუზი" | თავი IX
შემეძლო, ამასობაში როუზისთან ურთიერთობა გამეგრძელებინა.
I could interact with Rosie in the meantime.
164875.
პროექტი "როუზი" | თავი IX
3. როგორც გენეტიკოსს, რომელსაც ხელი მიუწვდება დნმ-ის ანალიზზე და მისი ინტერპრეტაციისათვის საჭირო ცოდნა გააჩნია, შემეძლო, როუზის ბიოლოგიური მამის პოვნაში დავხმარებოდი.
3. As a geneticist with access to DNA analysis, and the knowledge to interpret it, I was in a position to help Rosie find her biological father.
164876.
პროექტი "როუზი" | თავი IX
როუზი ერთმნიშვნელოვნად არ გახლდათ შესაფერისი პარტნიორი.
Rosie was clearly not a suitable partner.
164877.
პროექტი "როუზი" | თავი IX
თუმცა, მესამე მიზეზი გათვალისწინებას მაინც იმსახურებდა.
But reason 3 deserved consideration.
164878.
პროექტი "როუზი" | თავი IX
საბედნიეროდ, იმ ბარის სახელი გამახსენდა, რომელშიც ის მუშაობდა: „ქუინსბერის მარკიზები“.
Fortunately, I recalled the name of the bar she worked at: the Marquess of Queensbury.
164879.
პროექტი "როუზი" | თავი IX
ამ სახელწოდების მქონე მხოლოდ ერთი ბარი არსებობდა – ქალაქის ახლომდებარე გარეუბნის მიყრუებულ ქუჩაზე.
There was only one bar of that name, in a back street of an inner suburb.
164880.
პროექტი "როუზი" | თავი IX
სამაგიეროდ, მზა ვახშამს შევიძენდი.
I would purchase a ready-made dinner instead.