მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164941.
პროექტი "როუზი" | თავი X
ხვალ ორ საათზე შევხვდეთ?
How about two o’clock tomorrow?
164942.
პროექტი "როუზი" | თავი X
– მეც მომწონხარ.
"I like you too."
164943.
პროექტი "როუზი" | თავი X
მთელმა აუდიტორიამ ტაში ერთხმად დაუკრა.
The entire lecture theater exploded in applause.
164944.
პროექტი "როუზი" | თავი X
ის იღიმოდა.
She was smiling.
164945.
პროექტი "როუზი" | თავი X
მეორე დღეს, 14 საათსა და 7 წუთზე ერთმანეთს „ბარისტაში“ შევხვდით.
We met at Barista’s the next day at 2:07 p.m.
164946.
პროექტი "როუზი" | თავი X
შევთანხმდით, რომ ყველაზე იოლად ამ საკითხის გადაწყვეტა ნიმუშის ერთობლივად მოპოვებით შეიძლებოდა, რადგან სასაუბროდ მხოლოდ შვიდი წუთი გვქონდა (კიდევ ერთი წუთი კი ლექციაზე გასაქცევად).
With only seven minutes to discuss the problem (allowing one minute for running to the lecture), we agreed that the simplest solution was to collect the sample together.
164947.
პროექტი "როუზი" | თავი X
როუზიმ მას წინასწარ დაურეკა.
Rosie had telephoned him in advance.
164948.
პროექტი "როუზი" | თავი X
იმონი ბევრად უფრო ასაკოვანი ჩანდა, ვიდრე მოველოდი.
Eamonn looked older than I had expected.
164949.
პროექტი "როუზი" | თავი X
როგორც როუზიმ იწინასწარმეტყველა, იმონის ცოლმა, ბელინდამ (დაახლოებით ორმოცდათხუთმეტი წლის, სხეულის მასის ინდექსი – ოცდარვა) ყავა მოგვიმზადა.
Eamonn’s wife, whose name was Belinda (approximately fifty-five, BMI twenty-eight), made us coffee, as predicted by Rosie.
164950.
პროექტი "როუზი" | თავი X
როუზიმ დამარწმუნა, რომ იმონსა და ბელინდას, როგორც ოჯახის მეგობრებს, კარგად იცნობდა და მასაც, როგორც ახალგაზრდას, იოლად დართავდნენ ნებას, ასეთი სამუშაო შეესრულებინა.
Rosie assured me that she knew Eamonn and Belinda well as family friends, and as a younger person, she would be allowed to perform this chore.
164951.
პროექტი "როუზი" | თავი X
როუზიმ ბელინდას ფინჯანი რომ აიღო, ბელინდამ უთხრა: – დატოვე, მოგვიანებით მივხედავ.
As Rosie picked up Belinda’s cup, Belinda said, Leave it, I’ll do it later.
164952.
პროექტი "როუზი" | თავი X
– არა, გთხოვ, – უპასუხა როუზიმ და იმონის ფინჯანი აიღო.
Rosie responded, No, please, and took Eamonn’s cup.
164953.
პროექტი "როუზი" | თავი X
ბელინდამ ჩემი და როუზის ჭურჭელი აალაგა და თქვა: – კარგი, მომეხმარე.
Belinda picked up my cup and Rosie’s and said, Okay, give me a hand.
164954.
პროექტი "როუზი" | თავი X
ისინი სამზარეულოსაკენ ერთად გაემართნენ.
They walked out to the kitchen together.
164955.
პროექტი "როუზი" | თავი X
ფსიქოლოგი რომ ვყოფილიყავი, შევძლებდი, იმონის საუბრისა და სხეულის ენის მიხედვით, გამერკვია, მალავდა თუ არა, რომ როუზის მამა იყო.
Had I been a psychologist, I might have been able to infer from Eamonn’s conversation and body language whether he was hiding the fact that he was Rosie’s father.
164956.
პროექტი "როუზი" | თავი X
მედიცინის ფაკულტეტზე ნებისმიერი გოგო ექიმზე დაქორწინებას აპირებდა,
All the other women in medicine were going to marry doctors.
164957.
პროექტი "როუზი" | თავი X
– ვეჭვობ, რომ შეიძლება როუზიც დედამისის კვალს მიჰყვეს, – თქვა მან.
I suspect Rosie may follow in her mother’s footsteps, he said.
164958.
პროექტი "როუზი" | თავი X
ამჯერად საუბრის ქვეტექსტი უკვე ცხადი გახდა, თუმცა როუზი ნამდვილად საკმაოდ ზრდასრული იყო საიმისოდ, რომ მისთვის ბავშვი ეწოდებინათ.
Now the intent of the conversation was clear, although Rosie was surely too old to be referred to as a kid.
164959.
პროექტი "როუზი" | თავი X
იმონმა იფიქრა, რომ როუზის შეყვარებული ვიყავი.
Eamonn thought I was Rosie’s boyfriend.
164960.
პროექტი "როუზი" | თავი X
– ყველაფერი რიგზეა? – გასძახა იმონმა.
Eamonn called out, Everything okay?