მოიძებნა 669201 ჩანაწერი
164961.
პროექტი "როუზი" | თავი X
გავღიზიანდი, სათადარიგო გეგმა რომ არ შევიმუშავე.
I was annoyed at myself for not having a backup plan.
164962.
პროექტი "როუზი" | თავი X
ამ პროექტს ისე არ მივუდექი, როგორც მნიშვნელოვან გასვლით სამუშაოს.
I had not treated this project as serious fieldwork.
164963.
პროექტი "როუზი" | თავი X
ეს სამარცხვინოდ არაპროფესიული საქციელი იყო და ახლა უკვე პრობლემის გადაჭრაზე თავად უნდა მეზრუნა.
It was embarrassingly unprofessional, and it was now my responsibility to find a solution.
164964.
პროექტი "როუზი" | თავი X
– გენოგეოგრაფიული პროექტის შესახებ რამე გსმენიათ?
"Have you heard about the Genographic Project?"
164965.
პროექტი "როუზი" | თავი X
– არა, – თქვა იმონმა.
No, said Eamonn.
164966.
პროექტი "როუზი" | თავი X
ავუხსენი, რომ დნმ-ის ნიმუშით მისი შორეული წინაპრების წარმომავლობის დადგენას შევძლებდით.
I explained that with a sample of his DNA we could trace his distant ancestry.
164967.
პროექტი "როუზი" | თავი X
განცვიფრებული დარჩა.
He was fascinated.
164968.
პროექტი "როუზი" | თავი X
– ახლავე გავაკეთოთ, სანამ დამავიწყდება, – მითხრა მან, – სისხლი გამოდგება?
"Let’s do it now, before I forget", he said. "Will blood do?"
164969.
პროექტი "როუზი" | თავი X
– დნმ-ის კვლევისათვის სისხლი იდეალური მასალაა, მაგრამ...
"Blood is ideal for DNA testing, but..."
164970.
პროექტი "როუზი" | თავი X
– მე ხომ ექიმი ვარ, – თქვა მან, – ერთი წუთით მადროვეთ.
— "I’m a doctor", he said. "Give me a minute."
164971.
პროექტი "როუზი" | თავი X
ის ოთახიდან გავიდა.
He left the room.
164972.
პროექტი "როუზი" | თავი X
სამზარეულოდან ბელინდასა და როუზის საუბარი გავიგონე:
I could hear Belinda and Rosie speaking in the kitchen.
164973.
პროექტი "როუზი" | თავი X
– მამაშენი, საერთოდ, გინახავს?
"Seen your father at all?"
164974.
პროექტი "როუზი" | თავი X
– ის, უბრალოდ, მეგობარია, – თქვა როუზიმ.
He is just a friend, said Rosie.
164975.
პროექტი "როუზი" | თავი X
ქალები მისაღებ ოთახში სწორედ მაშინ გამოვიდნენ, როცა იმონი საექიმო ჩანთით დაბრუნდა.
The women returned to the living room at the same time as Eamonn with his doctor’s bag.
164976.
პროექტი "როუზი" | თავი X
ბელინდამ დაასკვნა, რომ რომელიღაც ჩვენგანი თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ იმონმა მას გენოგეოგრაფიული პროექტის შესახებ ამცნო.
Belinda deduced that there was some medical problem, but Eamonn explained about the Genographic Project.
164977.
პროექტი "როუზი" | თავი X
ბელინდა ექთანი იყო და სისხლი პროფესიულად აუღო.
Belinda, who was a nurse, took the blood with professional expertise.
164978.
პროექტი "როუზი" | თავი X
სავსე სინჯარა ჩანთაში ჩასადებად როუზის რომ მივაწოდე, შევამჩნიე, ხელები უკანკალებდა.
As I handed the filled tube to Rosie to put in her handbag, I noticed her hands were shaking.
164979.
პროექტი "როუზი" | თავი X
ამისათვის ლაბორატორია შაბათ საღამოს უნდა გამეღო, მაგრამ ეს პროექტი, ბოლოს და ბოლოს, დასრულდებოდა მაინც.
It would require opening the lab on a Saturday evening but at least the project would be completed.
164980.
პროექტი "როუზი" | თავი X
უნივერსიტეტი სცდიდა საკვლევ დანადგარს, რომელსაც მშობელსა და შვილს შორის ურთიერთკავშირის დადგენა მყისიერად შეეძლო.
The university was trialing analysis equipment that could test for parent-child relationships very quickly.