მოიძებნა 669201 ჩანაწერი
165061.
პროექტი "როუზი" | თავი XI
– ბავშვის ნახვა შეიძლება?
"Can I see the baby?"
165062.
პროექტი "როუზი" | თავი XI
– ამიტომ მოგიწევს, ჩუმად იყო.
"So you’ll have to be quiet."
165063.
პროექტი "როუზი" | თავი XI
– მხოლოდ ის მითხარი, საით წავიდე, – ვუთხარი.
Just tell me where to go, I said.
165064.
პროექტი "როუზი" | თავი XI
– მეც შენთან ერთად წამოვალ.
"I’ll come with you."
165065.
პროექტი "როუზი" | თავი XI
რაც უფრო დაჟინებით ვითხოვდი, რომ ჩვილი მარტოს მენახა, მით უფრო მეტად მეწინააღმდეგებოდა.
The more I insisted that I wanted to see the baby alone, the more she objected.
165066.
პროექტი "როუზი" | თავი XI
ყოველ ჯერზე, როცა ოთახიდან რაიმე მიზეზით გავდიოდი, ნატალი უკან მომყვებოდა.
Every time I found a reason to leave the room, Natalie followed me.
165067.
პროექტი "როუზი" | თავი XI
ბოლოს როუზიმ მოიბოდიშა და აბაზანაში გავიდა.
Finally, Rosie excused herself to go to the bathroom.
165068.
პროექტი "როუზი" | თავი XI
– გენოგეოგრაფიული პროექტის შესახებ გსმენიათ?
Have you heard about the Genographic Project?
165069.
პროექტი "როუზი" | თავი XI
საუბრის თემა შეცვალა.
She changed the topic.
165070.
პროექტი "როუზი" | თავი XI
– ბავშვებით საკმაოდ დაინტერესებული ჩანხართ.
"You seem very interested in babies."
165071.
პროექტი "როუზი" | თავი XI
– მაინტერესებს მათი ქცევა.
"I’m interested in their behavior."
165072.
პროექტი "როუზი" | თავი XI
მან უცნაურად შემომხედა.
She looked at me strangely.
165073.
პროექტი "როუზი" | თავი XI
როუზი დაბრუნდა და ბავშვმა ტირილი დაიწყო.
Rosie returned and the baby started crying.
165074.
პროექტი "როუზი" | თავი XI
– ჭამის დროა, – თქვა ნატალიმ.
Feeding time, said Natalie.
165075.
პროექტი "როუზი" | თავი XI
ხელი ისევ ჩანთაში ჩაყო და კბილის ჯაგრისი ამოიღო.
She reached into her bag again and retrieved a toothbrush.
165076.
პროექტი "როუზი" | თავი XI
რამდენიმე წამი დამჭირდა, გამეაზრებინა, ეს რასაც ნიშნავდა.
It took me a few moments to realize what this meant.
165077.
პროექტი "როუზი" | თავი XI
– შენ მისი კბილის ჯაგრისი მოიპარე!
"You stole her toothbrush!"
165078.
პროექტი "როუზი" | თავი XI
კარადაში სათადარიგოც იდო.
There was a spare in the cupboard.
165079.
პროექტი "როუზი" | თავი XI
შეუძლებელია, როუზის მოხერხებულობით არ აღვფრთოვანებულიყავი.
It was difficult not to be impressed by Rosie’s resourcefulness.
165080.
პროექტი "როუზი" | თავი XI
ეს ალოგიკურად მომეჩვენა.
This struck me as illogical.