მოიძებნა 669201 ჩანაწერი
165181.
პროექტი "როუზი" | თავი XII
როუზიმ თქვა, რომ ეს მისთვის ამდენად მნიშვნელოვანი არ იყო.
Rosie said she didn’t care that much.
165182.
პროექტი "როუზი" | თავი XII
მან სახლში წაყვანა შემომთავაზა, მაგრამ დასალევად დარჩენა ვარჩიე.
She offered me a lift home, but I decided to stay and drink.
165183.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
შედეგებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.
The results exceeded my expectations.
165184.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
მეორე , ასევე გვარ-სახელებით, გამოსაშვებ საღამოზე გადაეღოთ.
The other was taken at the graduation party, also with names.
165185.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
მოგვიწევდა, სწრაფად გვემოქმედა.
We would need to act quickly.
165186.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
სახლში ვისადილე და ველოსიპედით „ქუინსბერის მარკიზებში“ წავედი.
I ate dinner at home and rode to the Marquess of Queensbury.
165187.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
ბარმენმა მითხრა, რომ იგი მხოლოდ კვირაში სამ ღამეს მორიგეობდა.
The barman informed me that she worked only three nights per week.
165188.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
შესაძლოა, დღისითაც სადმე მუშაობდა.
Perhaps she had a day job as well.
165189.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
მის შესახებ, მისი სამსახურის, მამის პოვნის სურვილისა და ასაკის გარდა, ცოტა რამ თუ ვიცოდი.
I knew very little about her, beyond her job, her interest in finding her father, and her age.
165190.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
ჯინისთვის არ მიკითხავს, როგორ გაიცნო.
I had not asked Gene how he had met her.
165191.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
დედამისის სახელიც კი არ ვიცოდი, ფოტოზე რომ მეპოვა.
I did not even know her mother’s name to identify her in the photo.
165192.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
ბარმენი კეთილგანწყობილი აღმოჩნდა, ამიტომ ლუდი და ცოტაოდენი თხილი შევუკვეთე და თან წამოღებულ ჩანაწერებს გადავხედე.
The barman was friendly, so I ordered a beer and some nuts and reviewed the notes I had brought.
165193.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
გამოსაშვები საღამოს ფოტოზე სამოცდასამი მამაკაცი იყო გამოსახული.
There were sixty-three males in the graduation party photo.
165194.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
ახლა უკვე მივხვდი, რომ „ქუინსბერის მარკიზები“ ჰომოსექსუალების ბარი იყო.
I had by now deduced that the Marquess of Queensbury was a gay bar.
165195.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
ჭადრაკის კლუბი გამახსენდა, რომლის წევრიც სკოლაში სწავლისას ვიყავი.
I was reminded of the chess club that I belonged to when I was at school.
165196.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
ეს იყო ერთადერთი კლუბი, რომელშიც კი ოდესმე გავწევრიანებულვარ.
It was the only club I had ever joined.
165197.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
ჰომოსექსუალი მეგობრები არ მყავდა.
I did not have any gay friends.
165198.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
იქნებ როუზი ჰომოსექსუალი იყო?
Perhaps Rosie was gay?
165199.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
ბარმენს შევეკითხე.
I asked the barman.
165200.
პროექტი "როუზი" | თავი XIII
მან გაიცინა.
He laughed.