მოიძებნა 669201 ჩანაწერი
165301.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
– ადრევე გამოვიტანე და გავრეცხე, – მითხრა მან.
I picked it up early and washed it, she said.
165302.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
ის აშკარად პიჯაკის ინციდენტს გულისხმობდა, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო ხელოვნება, რომელიც გამოვიყენე, აიკიდო იყო.
She was obviously referring to the Jacket Incident, even though the martial art I had employed was aikido.
165303.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
როუზი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ იმ პირების დნმ-ის ნიმუში არ გვჭირდებოდა, რომლებიც წვეულებას არ დასწრებიან.
Rosie insisted that we did not need to collect samples from those who had not attended the party.
165304.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
ბარში მუდმივი თანამშრომლები მუშაობდნენ, რომლებიც სასმელების მომზადებაზე პასუხს აგებდნენ.
There were regular bar personnel who were responsible for preparing the drinks.
165305.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
ჩვენ მხოლოდ შეკვეთის მიღება, სტუმრებთან სასმელის მიტანა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცარიელი ჭიქების შეგროვება გვევალებოდა.
Our job was merely to take orders, deliver drinks, and, most important, collect the empty glasses.
165306.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
დნმ-ის წყაროს როგორ ამოვიცნობდით?
How would we identify the DNA sources?
165307.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
უთხარი: „გამარჯობა, მე დონი ვარ და ამ საღამოს თქვენს სამსახურში მიგულეთ, ექიმო...“
Say to them, ‘Hi, I’m Don and I’ll be looking after you this evening, Doctor...’
165308.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
ალბათ ორივე მათგანმა იფიქრა, რომ ერთმანეთს მუშაობის დროს შევხვდით.
Perhaps they both assumed that we had met through working together.
165309.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
როუზის კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნა.
Rosie was having even more problems.
165310.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
ხანდახან მავიწყდება, რომ მონაცემების დამახსოვრებისათვის საჭირო ძირეული მეთოდების შესახებ ბევრმა ადამიანმა არაფერი იცის.
I sometimes forget that many people are not familiar with basic techniques for remembering data.
165311.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
ქვეპროექტის წარმატება ჩემ ხელთ იყო.
The success of the subproject would be in my hands.
165312.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
– როცა დასხდებიან, შესაფერისი საშუალება აუცილებლად გამოჩნდება.
"will be adequate opportunity when they sit down".
165313.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
პარტნიორები დაპატიჟებულები არ იყვნენ.
Partners had not been invited.
165314.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
თუმცა, ჯამში, ციფრები იმედისმომცემი იყო.
Overall, however, the numbers looked promising.
165315.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
წესისამებრ, მაგიდასთან მხოლოდ ღვინის, ლუდისა და წყლის ბოთლების მიტანა გვევალებოდა.
Normally, we would just bring bottles of wine, beer, and water to the table.
165316.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
ერთ-ერთ თერთმეტკაციან მაგიდასთან მივედი.
I approached one of the tables of eleven.
165317.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
შვიდ სტუმარს უკვე გავეცანი და ექვსი მათგანის სახელი გავიგე.
I had already introduced myself to seven of the guests and obtained six names.
165318.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
ქალბატონით დავიწყე.
I commenced with a woman.
165319.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
– რას დალევთ?
"What can I get you to drink?"
165320.
პროექტი "როუზი" | თავი XIV
უცნაურად შემომხედა და ერთი წამით ვიფიქრე, რომ სიტყვების დამახსოვრების იმ ასოციაციური მეთოდის გამო, რომელსაც ვიყენებდი, შეცდომა დავუშვი და მისი გვარი, შესაძლოა, დობერმანი ან პუდელი ყოფილიყო.
She looked at me strangely, and for a moment I thought I had made an error with the word-association method I was using and that her name was perhaps Doberman or Poodle.