მოიძებნა 669201 ჩანაწერი
165461.
პროექტი "როუზი" | თავი XV
ჩემი საზოგადოებრივი პოზიცია, დეკანთან შეთანხმებისამებრ, ყოველგვარი რწმენის, თუნდაც არამეცნიერულის, თანაბრად პატივისცემას ითვალისწინებდა.
My public position, as negotiated with the Dean, is that I regard all nonscience-based beliefs as having equal merit.
165462.
პროექტი "როუზი" | თავი XV
– არაგონივრული მგონია ქალწულების ნდომა.
Seems irrational wanting virgins.
165463.
პროექტი "როუზი" | თავი XV
ქალი, რომელსაც სექსუალური გამოცდილება გააჩნია, ახალბედას ნამდვილად უნდა სჯობდეს.
Surely a woman with sexual experience would be preferable to a novice.
165464.
პროექტი "როუზი" | თავი XV
როუზიმ გადაიხარხარა და ორი ლუდი გახსნა.
Rosie laughed and opened two beers.
165465.
პროექტი "როუზი" | თავი XV
– შენ ყველაზე შესანიშნავი ვინმე ხარ, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.
"You’re the most amazing person I’ve ever met."
165466.
პროექტი "როუზი" | თავი XV
– არ ვიცი, ამას რატომ აკეთებ, მაგრამ გმადლობ.
"I don’t know why you’re doing this, but thanks."
165467.
პროექტი "როუზი" | თავი XV
გულახდილობის დრო დადგა.
It was time to be honest.
165468.
პროექტი "როუზი" | თავი XV
– ამის შესახებ მიფიქრია, – თქვა როუზიმ.
"The thought had crossed my mind", said Rosie.
165469.
პროექტი "როუზი" | თავი XV
ვარაუდი დადასტურდა.
Assumption confirmed.
165470.
პროექტი "როუზი" | თავი XV
– ძალიან ვწუხვარ, თუ მცდარი წარმოდგენა შეგიქმენი.
"I’m extremely sorry if I’ve created an incorrect impression."
165471.
პროექტი "როუზი" | თავი XV
– შენით, როგორც პარტნიორით, დაინტერესებული არ ვარ.
"I’m not interested in you as a partner."
165472.
პროექტი "როუზი" | თავი XV
ვეცადე, გამომეცნო, როუზიმ რა იფიქრა, მაგრამ სახის გამომეტყველების გაშიფვრა ჩემს ძლიერ მხარეს ნამდვილად არ წარმოადგენს.
I tried to gauge Rosie’s reaction, but the interpretation of facial expressions is not one of my strengths.
165473.
პროექტი "როუზი" | თავი XV
ვფიქრობ, შენც ჩემთვის საკმაოდ შეუფერებელი ხარ, – მითხრა მან.
I think you’re pretty unsuitable too, she said.
165474.
პროექტი "როუზი" | თავი XV
– მაშ, რატომ წარადგინე განაცხადი პროექტი „ცოლისთვის“?
"Then why did you apply for the Wife Project?"
165475.
პროექტი "როუზი" | თავი XV
– პროექტი „ცოლი“? – მკითხა მან ისე, თითქოს ამის შესახებ მანამდე არაფერი სმენოდა.
Wife Project? she asked, as if she had never heard of it.
165476.
პროექტი "როუზი" | თავი XV
– ჯინმა ჩემთან როგორც პროექტი „ცოლის“ კანდიდატი, ისე გამოგაგზავნა.
"Gene sent you to me as a candidate for the Wife Project."
165477.
პროექტი "როუზი" | თავი XV
– რა ქნა?
"He did what?"
165478.
პროექტი "როუზი" | თავი XV
– პროექტი „ცოლის“ თაობაზე არაფერი იცი?
"You haven’t heard of the Wife Project?"
165479.
პროექტი "როუზი" | თავი XV
– პროექტი „ცოლის“ შესახებ არასდროს არაფერი მსმენია.
"I have never heard of the Wife Project."
165480.
პროექტი "როუზი" | თავი XV
– რა თქმა უნდა, – თქვა როუზიმ.
"Of course," said Rosie.