მოიძებნა 669201 ჩანაწერი
165761.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
რა თქმა უნდა, ლუდს არ ითხოვდა.
I presumed he wasn’t asking for a beer.
165762.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
– გინდა, ჩემთან ამოხვიდე? – მკითხა როუზიმ.
"You want to come up?" said Rosie.
165763.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
ზედმეტად გადავიღალე.
I was feeling overwhelmed.
165764.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
ბიანკასთან შეხვედრა, ცეკვა, ბიანკას მიერ ჩემი უგულებელყოფა, ურთიერთობებით გადატვირთვა, პირადი საკითხების განხილვა – და ახლა, როცა მეგონა, რომ ორომტრიალი დასასრულს მიუახლოვდა, როუზი საუბრის გაგრძელებას მთავაზობდა.
Meeting Bianca, dancing, rejection by Bianca, social overload, discussion of personal matters—now, just when I thought the ordeal wasover, Rosie seemed to be proposing more conversation.
165765.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
– ძალიან გვიანია, – ვუთხარი მე.
"It’s extremely late," I said.
165766.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
მეგონა, ეს პირად ურთიერთობაში დასაშვები ფორმა იყო იმის სათქმელად, რომ სახლში მინდოდა წასვლა.
I was sure this was a socially acceptable way of saying that I wanted to go home.
165767.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
– ტაქსის ტარიფები დილით ისევ შემცირდება.
"The taxi fares go down again in the morning."
165768.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
– ამაღამ შენთან დარჩენას მთავაზობ?
"Are you suggesting I stay the night?"
165769.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
– განგაში! საფრთხე, უილ რობინსონ.
"Warning! Danger, Will Robinson."
165770.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
– ამოუცნობი უცხოპლანეტელი გვიახლოვდება!
"Unidentified alien approaching!"
165771.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
ვგრძნობდი, როგორ ვეშვებოდი გრძნობათა უფსკრულში.
I could feel myself slipping into the emotional abyss.
165772.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
შევძელი, საკმარისი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რათა მისთვის მეპასუხა.
I managed to stay calm enough to respond.
165773.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
– სამწუხაროდ, დილისთვის რამდენიმე საქმე უკვე დავგეგმე.
"Unfortunately I have a number of activities scheduled for the morning."
165774.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
განრიგი, წესრიგი.
Routine, normality.
165775.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
როუზიმ ტაქსის კარი გააღო.
Rosie opened the taxi door.
165776.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
მინდოდა, წასულიყო, მაგრამ მას სათქმელი კიდევ დარჩენოდა.
I willed her to go. But she had more to say.
165777.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
– დონ, შეიძლება, რაღაც გკითხო?
"Don, can I ask you something?"
165778.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
– ერთი შეკითხვა.
"One question."
165779.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
– შენთვის მიმზიდველი ვარ?
"Do you find me attractive?"
165780.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
მეორე დღეს ჯინმა მითხრა, რომ ყველაფერი არასწორად გავიგე.
Gene told me the next day that I got it wrong.