მოიძებნა 669201 ჩანაწერი
165781.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
თუმცა, ის ხომ არ მჯდარა ტაქსიში გრძნობებით დატვირთული საღამოს შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ ქალთან ერთად?!
But he was not in a taxi, after an evening of total sensory overload, with the most beautiful woman in the world.
165782.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
მინდოდა, მას მოვწონებოდი – მახსოვდა როუზის ემოციური განცხადება მამაკაცების შესახებ, რომლებიც ქალებს ისე ეპყრობიან, როგორც ობიექტებს.
I wanted her to like me, and I remembered her passionate statement about men treating women as objects.
165783.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
იგი მცდიდა, რათა გაერკვია, მას ობიექტად აღვიქვამდი თუ ადამიანად.
She was testing to see if I saw her as an object or as a person.
165784.
პროექტი "როუზი" | თავი XVII
– სიმართლე გითხრა, არ დაგკვირვებივარ, – ვუთხარი მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ ქალს.
"I haven’t really noticed," I told the most beautiful woman in the world.
165785.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
ტაქსიდან ჯინს მოკლე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე.
I texted Gene from the taxi.
165786.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
ღამის 1 საათი და 8 წუთი იყო, მაგრამ მეჯლისიდან ისიც მაშინ წავიდა, როცა მე, თანაც, უფრო შორ მანძილზე უნდა ემგზავრა.
It was 1:08 a.m., but he had left the ball at the same time as I did and had further to travel.
165787.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
„სასწრაფოა. ხვალ, დილის 6 საათზე – სირბილი“.
"Urgent: Run tomorrow 6 a.m."
165788.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
„კვირას, 8 საათზე: თან იქონიე ბიანკას საკონტაქტო ინფორმაცია“.
"Sunday at 8. Bring Bianca’s contact info."
165789.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
ვაპირებდი, დამეთანხმებინა, უფრო ადრე შემხვედროდა, მაგრამ გავაცნობიერე, რომ დროის ჩემ სასარგებლოდ გამოყენება შემეძლო, რათა საკუთარი აზრები დამელაგებინა.
I was about to insist on the earlier date when I realized that I could profitably use the time to organize my thoughts.
165790.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
აშკარა იყო, როუზიმ თავისთან იმიტომ დამპატიჟა, რომ სექსს მთავაზობდა.
It seemed obvious that Rosie had invited me to have sex with her.
165791.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
სწორად მოვიქეცი, ამ ვითარებას თავი რომ ავარიდე.
I was right to have avoided the situation.
165792.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
დედამისის გადაწყვეტილება, რომელიც უეჭველად ალკოჰოლის სიჭარბემ განაპირობა, როუზის დღემდე ძლიერ ტკივილს აყენებდა.
Her mother’s decision, doubtless prompted by alcohol, was still causing Rosie significant distress.
165793.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
მე მწირი სექსუალური გამოცდილება გამაჩნდა.
My own sexual experience was limited.
165794.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
ჯინი მეუბნებოდა, რომ, როგორც წესი, მესამე პაემანს უნდა დავლოდებოდი, ჩემი ურთიერთობები კი, ჩვეულებრივ, პირველ შეხვედრას არასოდეს გასცდენია.
Gene had advised that it was conventional to wait until the third date, and my relationships had never progressed beyond the first.
165795.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
ბორდელების მომსახურებით არ ვსარგებლობდი.
I did not use the services of brothels.
165796.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
თუმცა, ახლა უკვე, როგორც ჩანს, ის შესაძლებლობა მეძლეოდა, რომელსაც ჯინი უწოდებს „სექსს ვალდებულებების გარეშე“.
But I now seemed to have an opportunity for what Gene would call no-strings-attached sex.
165797.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
მე და როუზი შევთანხმდით, რომ არც ერთ ჩვენგანს რომანტიკული ურთიერთობის გაჩაღების ინტერესი არ გაგვაჩნდა, მერე კი მან მიმანიშნა, რომ ჩემთან სექსი სურდა.
Rosie and I had clearly agreed that neither of us had an interest in a romantic relationship, then Rosie had indicated that she wanted to have sex with me.
165798.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
მინდოდა კი მე როუზისთან სექსი?
Did I want to have sex with Rosie?
165799.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
ამის საწინააღმდეგო ლოგიკური მიზეზი არ არსებობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შემეძლო, ჩემს პირველყოფილ სურვილებს თავისუფლად ავყოლოდი.
There seemed no logical reason not to, leaving me free to obey the dictates of my primitive desires.
165800.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
პასუხი უსაზღვროდ ნათელი იყო: „დიახ“.
The answer was an extremely clear yes.