მოიძებნა 669201 ჩანაწერი
165841.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
ვცადე და, ადვილი აღმოჩნდა.
I tried it— simple.
165842.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
თუმცა, როგორც ჯინთან საუბრისას უკვე აღვნიშნე, საქმეს მეორე ადამიანის მონაწილეობა აძნელებდა.
But, as I had pointed out to Gene, the problem was the involvement of the second person.
165843.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
კარადიდან ჩონჩხი გამოვიღე და წიგნში მოცემული ილუსტრაციის მიხედვით, სხეულზე მოვითავსე.
I got the skeleton from the closet and arranged it on top of me, following the diagram in the book.
165844.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
მართლაც, ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოვჩნდი, განსაკუთრებით, იმიტომ, რომ დეკანი კიდევ ერთი კაცის თანხლებით მოვიდა.
It was an embarrassing moment, especially as the Dean was accompanied by another person.
165845.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
საბედნიეროდ, ტანსაცმელი არ გამიხდია.
It was fortunate that I had kept my clothes on.
165846.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
– დონ, – თქვა მან, – თუ ერთი წამით ამ ჩონჩხის შეკეთებას შეეშვები, მინდა, სამედიცინო კვლევების საბჭოს წევრი, ექიმი პიტერ ენტიკოტი გაგაცნო.
Don, she said, if you can leave off repairing that skeleton for a moment, I’d like you to meet Dr. Peter Enticott from the Medical Research Council.
165847.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
ამ ორ სიტყვაზე აქცენტი ისე გააკეთა, თითქოს უნივერსიტეტის პოლიტიკას იმდენად დავშორდი, შეიძლებოდა, დამვიწყებოდა, დაფინანსება მისი სამყაროს ცენტრს რომ წარმოადგენს.
She emphasised the last two words as though I was so unconnected with university politics that I might forget that funding was the center of her world.
165848.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
პიტერი მაშინვე ვიცანი.
I recognized Peter instantly.
165849.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
ის მამობის ყოფილი კანდიდატი გახლდათ, რომელიც დიკინის უნივერსიტეტში მუშაობდა და რომელმაც ფინჯნის მოპარვისაკენ გვიბიძგა.
He was the former father candidate who worked at Deakin University, and who had prompted the cup-stealing incident.
165850.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
მანაც მიცნო.
He also recognized me.
165851.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
– მე და დონი ერთმანეთს შევხვედრივართ, – თქვა მან.
Don and I have met, he said.
165852.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
თვალი ჩამიკრა.
He winked at me.
165853.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
– ვფიქრობ, თქვენს მეცნიერებს საკმარისად კარგად არ უხდით.
"I don’t think you’re paying your academic staff enough."
165854.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
ალკოჰოლდამოკიდებულ თაგვებზე ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ შესანიშნავად ვისაუბრეთ.
We had an excellent discussion about my work with alcoholic mice.
165855.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
დეკანი ხელებით მანიშნებდა და სახეს მანჭავდა.
The Dean was making hand signals and contorting her face.
165856.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
მოგვიანებითღა გავიაზრე, რომ სექსუალური პოზების სახელმძღვანელო იატაკზე გადაშლილი არ უნდა დამეტოვებინა.
It was only afterward that I realized that I should not have left the sexual positions book open on the floor.
165857.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
გადავწყვიტე, დასაწყისისათვის ათი პოზა სავსებით საკმარისი იქნებოდა.
I decided that ten positions would be sufficient initially.
165858.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
ამისთვის დიდი დრო არ დამჭირვებია – ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩა-ჩა-ჩა-ს სასწავლად.
It did not take long—less time than learning the cha-cha.
165859.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
როუზის სანახავად მის სამსახურს ვეწვიე.
I went to visit Rosie in her workplace.
165860.
პროექტი "როუზი" | თავი XVIII
დოქტორანტურის სტუდენტებისთვის გამოყოფილ სივრცეს ფანჯრები არ ჰქონდა და საწერი მაგიდები კედლების გასწვრივ იდგა.
The PhD students’ area was a windowless space with desks along the walls.