მოიძებნა 669201 ჩანაწერი
165941.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
საიმონმა ისევ გადაიხარხარა.
Simon laughed, again.
165942.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
– ჩემი ყურადღება მიიპყარით.
"You’ve got my attention."
165943.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
ასევე, ეთიკის საბჭოს დასტურიც.
And the ethics approval.
165944.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
– უბრალოდ, საბუთები გამომიგზავნეთ.
"Just send me the paperwork."
165945.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
საიმონ ლეფებრის მოთხოვნა სრულიად სამართლიანი იყო.
Simon Lefebvre’s request was entirely reasonable.
165946.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
სამწუხაროდ, რაკი ყველაფერი მხოლოდ ფიქცია გახლდათ, საჭირო საბუთები არ გამაჩნდა.
Unfortunately I did not have the required paperwork, because the project was fictitious.
165947.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
პროექტის დამაჯერებელი აღწერისათვის, სავარაუდოდ, ასობით საათი დამჭირდებოდა.
To develop a plausible project proposal would potentially require hundreds of hours of work.
165948.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
ახლა უკვე ოთხი სავარაუდო კანდიდატი არსებობდა: ლეფებრი, ჯეფრი კეისი (გარდაცვლილი) და ორი ნიუ-იორკელი – ისააკ ესლერი და სოლომონ ფრეიბერგი.
There were now four untested candidates: Lefebvre, Geoffrey Case (dead), and the two New Yorkers, Isaac Esler and Solomon Freyberg.
165949.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
როუზის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თითოეულ მათგანს მამობის ოცდახუთპროცენტიანი შესაძლო წილი ერგო.
On the basis of Rosie’s information, any one of them had a twenty-five percent probability of being her father.
165950.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
თუმცა, ვინაიდან ამდენ ხანს უშედეგოდ ვიმუშავეთ, სხვა ვერსიებიც უნდა განმეხილა.
But having proceeded so far without a positive result, I had to consider other possibilities.
165951.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
ისიც უნდა გამეთვალისწინებინა, რომ შეიძლება როუზის დედამისმა სიმართლე არ უთხრა.
I also had to consider that Rosie’s mother might not have told the truth.
165952.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
იქნებ როუზის დედას სურდა, ქალიშვილს ეფიქრა, რომ მამამისი სწორედ ექიმი იყო და არა ვინმე ნაკლებად პრესტიჟული პიროვნება.
But perhaps Rosie’s mother wanted Rosie to believe that her father was a doctor, as she was, rather than a less prestigious person.
165953.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
გაგრძელება ვარჩიე.
I chose to proceed.
165954.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
ახლა კი ყველაფერი ძალიან გაძნელდა.
Everything was so much more complicated now.
165955.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
ძვირფასო დონ, გმადლობ იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრების უკანასკნელი წლები ასეთი საინტერესო გახადე.
Dear Don, Thank you for making the final years of my life so stimulating.
165956.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
დარწმუნებული ვარ, იცი, რამდენი რამ მასწავლე და როგორი საინტერესო იყო ჩვენი საუბრები, მაგრამ, შესაძლოა, ვერ ხვდებოდე, ჩემთვის რა საოცარი კომპანიონი იყავი და როგორ მეხმარებოდი.
I’m sure you know how much you have taught me, and how interesting our conversations have been, but you may not realize what a wonderful companion and support you have been to me.
165957.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
ერთხელ გითხარი, შენ ვიღაცისთვის შესანიშნავი ქმარი იქნები-მეთქი, და თუ ეს დაგავიწყდა, კიდევ ერთხელ შეგახსენებ.
I once told you that you would make someone a wonderful husband, and in case you have forgotten, I am telling you again.
165958.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
დარწმუნებული ვარ, თუ სათანადოდ მოძებნი, აუცილებლად იპოვი შესაფერის ადამიანს.
I’m sure if you look hard enough, you will find the right person.
165959.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
არ დანებდე, დონ.
Do not give up, Don.
165960.
პროექტი "როუზი" | თავი XIX
ვიცი, ფული არ გჭირდება, ჩემს შვილებს კი სჭირდებათ, მაგრამ მცირეოდენს მაინც გიტოვებ.
I know you don’t need my money, and my children do, but I have left you a small sum.