მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166081.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
მისის კეისს ეძინა.
Mrs. Case was asleep.
166082.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– გავაღვიძო? – მკითხა ექთანმა.
Shall I wake her? - asked the nurse.
166083.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– არა, უბრალოდ, აქ ჩამოვჯდები.
"No, I’ll just sit here."
166084.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– თუ რამე დაგჭირდეთ, დამიძახეთ.
"Call if you need anything."
166085.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ვიფიქრე, უცნაური იქნებოდა, ძალიან მალე თუ წავიდოდი, ამიტომ ცოტა ხნით საწოლთან ჩამოვჯექი.
I thought it would look odd if I left too quickly, so I sat beside the bed for a while.
166086.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ჩემი ვარაუდით, მარგარეტ კეისი დაახლოებით ოთხმოცი წლის იქნებოდა.
I guessed Margaret Case was about eighty.
166087.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
იმ ამბის გათვალისწინებით, რომელიც როუზიმ მიამბო, სავსებით დასაშვები იყო, რომ ახლა მის ბებიას ვუცქეროდი.
Given the story Rosie had told me, it was very possible that I was looking at her grandmother.
166088.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ვფიქრობ, მეცნიერების და, ზოგადად, კაცობრიობის ვალია, იმდენი რამ აღმოვაჩინოთ, რამდენიც შეგვიძლია.
I believe it is the duty of science, of humanity, to discover as much as we can.
166089.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
თუმცა, მე საბუნებისმეტყველო მეცნიერების წარმომადგენელი ვარ და არა ფსიქოლოგი.
But I am a physical scientist, not a psychologist.
166090.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ჩემ წინაშე მყოფი ქალბატონი ორმოცდათოთხმეტი წლის ექიმი კაცი არ იყო, რომელიც შესაძლოა ოდესღაც მშობლის ვალდებულებებს გაექცა.
The woman in front of me was not a fifty-four-year-old male medical practitioner who might have run from his parental responsibilities.
166091.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ის სრულიად უსუსური გახლდათ.
She was totally helpless.
166092.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ადვილად შემეძლო მისი თმის ღერის აღება, ანდა კბილის ჯაგრისზე ტამპონის გადასმა, მაგრამ ეს დაუშვებლად მომეჩვენა.
It would be easy to take a hair sample, or to swab her toothbrush, but it felt wrong.
166093.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
შემდეგ მარგარეტ კეისმა გაიღვიძა.
Then Margaret Case woke up.
166094.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– ჯეფრი? – თქვა მან ხმადაბლა, მაგრამ სრულიად გარკვევით.
Geoffrey? - she said, quietly but very clearly.
166095.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ნეტავ თავის ქმარს კითხულობდა თუ დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ვაჟს?
Was she asking for her husband or for her long-dead son?
166096.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
იყო დრო, როცა დაუფიქრებლად ვუპასუხებდი, ორივე გარდაიცვალა-მეთქი; ბოროტი განზრახვით კი არა, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ვარ, უფრო მეტ უპირატესობას ყოველთვის ფაქტებს ვანიჭებ, ვიდრე ადამიანთა გრძნობებს.
There was a time when I would have replied without thinking, They’re dead, not out of malice but because I am wired to respond to the facts before others’ feelings.
166097.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ალბათ მიხვდა, რომ ის არ ვიყავი, ვისაც ეძებდა და ტირილი დაიწყო.
She must have realized that I was not the person she had hoped to see, and began crying.
166098.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
მან თვალები ისევ დახუჭა.
She closed her eyes again.
166099.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
დაქანცული ვიყავი და როცა თავშესაფრიდან გამოვდიოდი, უძილობის გამო თვალებიდან მეც ცრემლები მდიოდა.
I was exhausted, and by the time I walked out of the nursing home, there were tears in my own eyes from lack of sleep.
166100.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ადრეული შემოდგომა იდგა და აქ, შორეულ ჩრდილოეთში, უკვე თბილოდა.
It was early autumn, and this far north the day was already warm.