მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166141.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– სიურპრიზად შეინახე.
"Keep it as a surprise."
166142.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– ალბათ გამოიცნობ.
"You’ll probably guess."
166143.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– ალბათ, – თქვა როუზიმ, – ნიუ-იორკში რამდენჯერ ყოფილხარ?
Probably, said Rosie. How many times have you been to New York?
166144.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– და, როგორც ვხვდები, ამ მუზეუმში პირველად არ აპირებ წასვლას.
"And I’m guessing this is not going to be your first visit to the museum."
166145.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– რა გეგონა, მე რას გავაკეთებდი მაშინ, როცა შენ მუზეუმში იქნებოდი?
"What did you think I was going to do while you were at the museum?"
166146.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– არასწორად ივარაუდე, – თქვა როუზიმ.
You presume wrong, said Rosie.
166147.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– სამშაბათს და ოთხშაბათს კი შენი ჯერი იქნება.
"Tuesday and Wednesday it’s your turn."
166148.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– თუმცა, კვირას და ორშაბათს გიდი მე ვიქნები.
"But Sunday and Monday, I’m the tour guide."
166149.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– კი, მაგრამ შენ ნიუ-იორკის შესახებ არაფერი იცი.
"But you don’t know New York."
166150.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
როუზიმ შამპანურის ჭიქები შესავსებად ბარში წაიღო.
Rosie took our champagne glasses to the bar to top them up.
166151.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
მელბურნში მხოლოდ დილის 9 საათი და 42 წუთი იყო, მაგრამ მე უკვე ნიუ-იორკის დროით ვცხოვრობდი.
It was only 9:42 a.m. in Melbourne, but I was already on New York time.
166152.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ვიზიტების ხელახლა დაგეგმვა მომიწევდა.
I would have to replan my visits.
166153.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
როუზი დაბრუნდა და მაშინვე ჩემს პირად სივრცეში შემოიჭრა.
Rosie returned and immediately invaded my personal space.
166154.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
მე რომ „ენგრი ბერდზის“ მოთამაშე სტუდენტს ასე მოვქცეოდი, მეორე დღეს აუცილებლად დეკანის კაბინეტში აღმოვჩნდებოდი.
If I had done that to a student playing Angry Birds, I would have been in the Dean’s office the next day.
166155.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
საუნივერსიტეტო იერარქიის თანახმად, მე ასოცირებული პროფესორი ვარ, როუზი კი დოქტორანტურის სტუდენტი.
In the university hierarchy, I am an associate professor and Rosie is a PhD student.
166156.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ცოტაოდენ პატივისცემას მაინც ვიმსახურებდი.
I was entitled to some respect.
166157.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
დნმ-ის გარდა, სხვა არაფერზე საუბრისთვის დრო არ დაგვრჩენია.
We’ve had no time to talk about anything except DNA.
166158.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– ახლა ერთი კვირა გვაქვს და მინდა, გავიგო, ვინ ხარ.
"Now we’ve got a week, and I want to know who you are."
166159.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– და კიდევ, შენ თუ აპირებ, ის ბიჭი იყო, რომელიც მეტყვის, ვინ არის მამაჩემი, მაშინ თავადაც უნდა იცოდე, ვინ ვარ.
"And if you’re going to be the guy who tells me who my father is, you should know who I am."
166160.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
სულ რაღაც თხუთმეტ წუთში მთელი ჩემი განრიგი განადგურდა, დაიმსხვრა, უსარგებლოდ შეირაცხა.
In less than fifteen minutes, my entire schedule had been torn apart, shattered, rendered redundant.