მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166121.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ნიუ-იორკში წასვლა მაინც მოგვიწევდა.
We would still have to go to New York.
166122.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
როუზის აეროპორტში შევხვდი.
I met Rosie at the airport.
166123.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
იგი უხერხულად გრძნობდა თავს იმის გამო, რომ ბილეთი ვუყიდე.
She remained uncomfortable about my purchasing her ticket.
166124.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ამიტომ ვუთხარი, რომ ამის სანაცვლოდ შეეძლო, პროექტი „ცოლისათვის“ კანდიდატების შერჩევაში დამხმარებოდა.
so I told her she could pay me back by selecting some Wife Project applicants for me to date.
166125.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– წადი შენი, – მიპასუხა მან.
Fuck you, she said.
166126.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
როგორც ჩანს, ისევ მეგობრები ვიყავით.
It seemed we were friends again.
166127.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
თან მიმქონდა უმსუბუქესი პერსონალური კომპიუტერი, კბილის ჯაგრისი, საპარსი, გამოსაცვლელი მაისური, სავარჯიშო შორტი, სათადარიგო საცვლები.
I had packed my ultralight PC, toothbrush, razor, spare shirt, gym shorts, change of underwear.
166128.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
მხოლოდ ერთკვირიანი შვებულება მომცეს.
I had only been allowed a week’s leave.
166129.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
აშკარა იყო, საბაბს ეძებდა, რომ თავიდან მოვეშორებინე.
It was obvious that she was looking for a reason to get rid of me.
166130.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
როუზი შეერთებულ შტატებში არასდროს ყოფილა, მაგრამ საერთაშორისო აეროპორტისთვის დამახასიათებელ პროცედურებს კარგად იცნობდა.
Rosie had never been to the United States but was familiar with international airport procedures.
166131.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
მასზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორი განსაკუთრებული პატივით მექცეოდნენ.
She was highly impressed by the special treatment that I received.
166132.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
როცა დარბაზში შამპანურს მივირთმევდით, ავუხსენი, რომ საგანგებო უპირატესობებით წინა ფრენების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისა და წესებისა თუ პროცედურების გამორჩეულად დაცვის გამო ვსარგებლობდი.
As we drank champagne in the lounge, I explained that I had earned special privileges by being particularly vigilant and observant of rules and procedures on previous flights.
166133.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– მაშ, ასე, გეგმა როგორია?
"So, what’s the plan?"
166134.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, მას ჩემთან აეროპორტში შეხვედრის გარდა არაფერი დაუგეგმავს.
Amazingly, she had made no other plans beyond arriving at the airport to meet me.
166135.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ჩემს ლეპტოპში შენახული ცხრილი გავხსენი და როუზისათვის დეტალების გაზიარებას შევუდექი.
I opened the schedule on my laptop and began outlining it to Rosie.
166136.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
ჯერ ფრენის დროს დაგეგმილი საქმიანობების ჩამოთვლაც არ დამესრულებინა, როცა შემაწყვეტინა.
I had not even completed my list of activities for the flight when she interrupted.
166137.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– ნიუ-იორკში რას ვაკეთებთ?
"What are we doing in New York?"
166138.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
– შაბათს ესლერებთან ვახშამსა და ოთხშაბათს ფრეიბერგებთან შეხვედრას შორის, რომელიც საღამოსთვისაა დაგეგმილი, არა?
"Between Saturday dinner at the Eslers and Freyberg on Wednesday—which is evening, right?"
166139.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
კვირიდან ოთხშაბათის ჩათვლით.
Sunday to Wednesday.
166140.
პროექტი "როუზი" | თავი XXI
თითო დღე თითო წინადადებით.
One sentence per day.