მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166241.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
ეს აზრი თავში ძალდაუტანებლად მომივიდა.
The idea appeared in my brain spontaneously.
166242.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– კაააააარგი, – თქვა როუზიმ.
Okaaaaaay, said Rosie.
166243.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
ლექსინგტონ-ავენიუსა და 53-ე ქუჩისკენ მიმავალი E-ხაზის მატარებელში ჩავსხედით და ქალაქის ზემო ნაწილისკენ გავემართეთ.
We took the E train to Lexington Avenue and 53<sup>rd</sup> Street and headed uptown.
166244.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– სასტუმრო სად არის? – მკითხა როუზიმ, როცა მედისონავენიუსკენ გავუხვიეთ.
Where’s the hotel? - Rosie asked
166245.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– მაგრამ ჯერ საყიდლებზე უნდა წავიდეთ.
"But we have to shop first."
166246.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– ამის დედაც, დონ, უკვე 6-ის ნახევარს გადასცდა.
"Fuck, Don, it’s after five thirty."
166247.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– ესლერებთან 7 საათსა და 30 წუთზე უნდა ვიყოთ.
"We’re due at the Eslers’ at seven thirty."
166248.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– საყიდლებისთვის დრო არ გვრჩება.
"We don’t have time for shopping."
166249.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
ვახშმამდე სასტუმროში მისვლას არ ვგეგმავდი, მაგრამ რაკი ადრე ჩამოვედით...
I hadn’t planned to go to the hotel before dinner, but since we arrived early.
166250.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– დონ, ოცდაოთხი საათი ვიფრინე.
"Don, I’ve been flying for twenty-four hours."
166251.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
შენი განრიგით აღარაფერს გავაკეთებთ, მანამ, სანამ არ შევამოწმებ, ეგ გეგმა რამდენად გიჟურია.
"We are doing nothing more with your schedule until I’ve checked it for craziness."
166252.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– საყიდლებისთვის ზუსტად ოთხი წუთი განვსაზღვრე, – ვუთხარი მე.
I’ve scheduled four minutes for the transaction, I said.
166253.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
შიგნით შევედი და როუზიც უკან გამომყვა.
I walked in and Rosie followed.
166254.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
საყიდლებისათვის ჩაცმული!
Dressed for shopping!
166255.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
მე შესაფერისად მეცვა მგზავრობისთვის, საჭმელად, ადამიანებთან ურთიერთობისათვის, მუზეუმების მოსანახულებლად – და საყიდლებისთვისაც:
I was dressed for traveling, eating, socializing, museum visiting—and shopping:
166256.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
სპორტული ფეხსაცმელი, თავისუფალი, გარეჯიბეებიანი შარვალი, მაისური და დედაჩემის მოქსოვილი სვიტერი.
Running shoes, cargo pants, T-shirt, and the sweater knitted by my mother.
166257.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
ეს ხომ „ლე გავროში“ არ იყო.
This was not Le Gavroche.
166258.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
დაუჯერებლად მომეჩვენა, რომ საქონლის ყიდვაზე უარს კოსტიუმის გამო მეტყოდნენ.
It seemed highly unlikely that they would refuse to participate in a commercial exchange on the basis of my costume.
166259.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
ერთ-ერთს (დაახლოებით ორმოცდათხუთმეტი წლის, სხეულის მასის ინდექსი – ცხრამეტამდე) რვა თითზე ბეჭდები წამოეცვა, მეორეს (დაახლოებით ოცი წლის, სხეულის მასის ინდექსი – ოცდაორამდე) კი უზარმაზარი იისფერი სათვალე ეკეთა და ადამიან-ჭიანჭველას წააგავდა.
One (age approximately fifty-five, BMI approximately nineteen) wearing rings on all eight fingers, and the other (age approximately twenty, BMI approximately twenty-two) wearing huge purple glasses creating the impression of a human ant.
166260.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
მათ ზედმეტად კლასიკურად ეცვათ.
They were very formally dressed.