მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166321.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– რას საქმიანობთ, ოსტინ?
"What do you do, Austin?"
166322.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
ვისაუბრეთ ნიუ-იორკზე და ასევე ავსტრალიისა და ამერიკის პოლიტიკას შორის არსებულ განსხვავებებზე.
We talked about New York and the differences between Australian and American politics.
166323.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– მაშ, ასე,– თქვა ჯუდიმ, – მოხარული ვარ, ჩვენთან მოსვლა რომ შეძელით.
Well, said Judy, I’m so glad you could come.
166324.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– ისააკს ძალიან დასწყდა გული, რომ ვერ წამოვიდა.
"Isaac was so sorry not to be there."
166325.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– მაინცდამაინც არა, – თქვა ისააკმა.
Not really, said Isaac.
166326.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
თეფშიდან თევზის უკანასკნელი ლუკმა აიღო და როუზის გადახედა.
He ate the last piece of fish from his plate and looked at Rosie.
166327.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– ძალიან ჰგავხარ დედას.
"You look a lot like your mother."
166328.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– ბოლოს რომ ვნახე, შენზე ოდნავ უფრო ახალგაზრდა იქნებოდა.
"She would have been a bit younger than you when I last saw her."
166329.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– ჩვენ გამოსაშვები საღამოს მეორე დღეს დავქორწინდით და საცხოვრებლად აქ გადმოვედით.
"We got married the day after the graduation and moved here."
166330.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– ვფიქრობ, კმარა ამბების მოყოლა, ჯუდი, – უთხრა ისააკმა.
I think that’s enough telling tales, Judy, said Isaac.
166331.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– ეგ ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა.
"It was all a long time ago."
166332.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
ჯუდიმ ჩემი და როუზის თეფშები აიღო, ორივე ხელში – თითო.
Judy picked up Rosie’s plate and mine, one in each hand.
166333.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
ისააკი წამოდგა.
Isaac stood up.
166334.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
– შეგიძლია, ხუთი წუთი დამითმო და ონკანს შეხედო?
"Can you spare five minutes to look at a tap for me?"
166335.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
სავარაუდოდ, სანტექნიკოსის საქმე უნდა იყოს, მაგრამ იქნებ მხოლოდ ფილტრის ბრალია.
"It’s probably a job for a plumber, but maybe it’s just a washer."
166336.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
ისააკი და მე კიბით სარდაფში ჩავედით.
Isaac and I went down the stairs to the basement.
166337.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
დარწმუნებული ვიყავი, რომ ონკანის პრობლემის მოგვარებას მოვახერხებდი.
I was confident I could help with the tap problem.
166338.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
სასკოლო არდადეგებსაც ზუსტად ამგვარი რჩევების მიცემაში ვატარებდი.
My school vacations had been spent providing advice of exactly this kind.
166339.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
თუმცა, კიბის ბოლო საფეხურს რომ მივუახლოვდით, შუქი ჩაქრა.
But as we reached the bottom of the stairs, the lights went out.
166340.
პროექტი "როუზი" | თავი XXIII
დანამდვილებით არ ვიცოდი, რა მოხდა.
I wasn’t sure what had happened.