მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166421.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– ყველა ნაყინს ერთი და იგივე გემო აქვს.
"All ice creams taste the same."
166422.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– ტექსტურები სხვადასხვანაირი იქნება, მიწის თხილის გამო.
"The textures will be different. Because of the peanuts."
166423.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
არჩევანი შენზეა.
Your choice.
166424.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– თვალები დახუჭე, – ვუთხარი.
Close your eyes, I said.
166425.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
ეს აუცილებელი ნამდვილად არ იყო.
It wasn’t really necessary.
166426.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
ფერები თითქმის ერთნაირი გახლდათ.
The colors were almost identical.
166427.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
მონეტა ავაგდე და ნაყინი მივაწოდე.
I tossed the coin and gave her an ice cream.
166428.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
მან სამჯერ ზედიზედ გამოიცნო ჯერ მანგოს, მომდევნო ორ ცდაზე კი გარგარის გემოები.
She picked the mango correctly three times, then the apricot, then the apricot again.
166429.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– ერთხელ შეგეშალა.
"You got one wrong."
166430.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
როუზი ყურადღებით დამაკვირდა და შემდეგ ისტერიკული სიცილი აუტყდა.
Rosie looked at me, very carefully, then burst out laughing.
166431.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– მაშაყირებ, არა?
"You’re bullshitting me, aren’t you?"
166432.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– ვერ ვიჯერებ, რომ ხუმრობ.
"I can’t believe it, you’re making jokes."
166433.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
ნაყინი მომაწოდა.
She gave me an ice cream.
166434.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
დავხედე. რა უნდა მეთქვა?
I looked at it. What to say?
166435.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– როგორ აპირებ, აკოცო გოგოს, თუ მისი ნაყინის ჭამა არ გინდა?
"How are you going to kiss a girl if you won’t share her ice cream?"
166436.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
რამდენიმე წუთით სრულიად გაუცნობიერებელი სიამოვნების მორევში გადავეშვი და, ჩემი წარმატებული ხუმრობით კმაყოფილი, კოცნასთან დაკავშირებულ წინადადებას ვაანალიზებდი: გოგოს კოცნა, მისი ნაყინის ჭამა.
For several minutes, I was suffused with an irrational feeling of enormous pleasure, basking in the success of my joke, and parsing the sentence about the kiss: Kiss a girl, share her ice cream.
166437.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
მართალია, იმ დღეს ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ სასტუმროში დაბრუნებულს, ას თოთხმეტი წუთი თავისუფალი დრო მაინც მჭირდებოდა.
I needed the 114 minutes of time-out back at the hotel, although I had enjoyed the day immensely.
166438.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
ის-ის იყო, მასთან ოთახში დარეკვა დავაპირე, რომ იმ დღეს შეძენილ ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი გამომეცხადა – თეთრი ჯინსითა და ლურჯი მაისურით, ასევე, ქურთუკით, რომელიც წინა საღამოსაც ეცვა.
I was about to call her room when she arrived wearing clothes purchased that day—white jeans and a blue T-shirt thing—and the jacket she had worn the previous evening.
166439.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– ძალიან ელეგანტურად გამოიყურები, – ვთქვი მე.
You’re looking very elegant, I said.
166440.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
საკმაოდ სარისკო განცხადება იყო, მაგრამ მას აშკარად ესიამოვნა.
It was a risky statement, but her reaction appeared to be positive.