მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166441.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
თეატრში ბავშვობის მერე აღარ ვყოფილვარ.
I had not been to the theater since I was a child.
166442.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
ქვემო ისტ-საიდისკენ მეტროთი წავედით.
We caught the subway back to the Lower East Side.
166443.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
არსებობს რამდენიმე გამაღიზიანებელი ფორმალური წესი, რომლის გამოც რესტორანში წასვლა ჩემთვის ასეთი დამთრგუნველია.
There were few of the annoying formalities that make restaurants so stressful.
166444.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– საგანგებო მოთხოვნები ან რაიმე საკვებზე ალერგია ხომ არ გაქვთ? – გვკითხა მზარეულმა.
Any preferences, allergies, dislikes? - asked the chef.
166445.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– მე ვეგეტარიანელი ვარ, მაგრამ ბიოორგანულ ზღვის პროდუქტებს მივირთმევ, – თქვა როუზიმ.
I’m vegetarian, but I eat sustainable seafood, said Rosie.
166446.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– ის კი ყველაფერს გეახლებათ; მართლა ყველაფერს ვგულისხმობ.
"He eats everything— and I mean everything."
166447.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
ტკბილი ხორცი, ფუა გრა (ცხოვრებაში პირველად!) და ზღვის ზღარბის ხიზილალა მივირთვი.
I had sweetbreads and foie gras (first time!) and sea urchin roe.
166448.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
ერთი ბოთლი შამპანური „როზე“ დავლიეთ.
We drank a bottle of rosé champagne.
166449.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
მზარეულებს გამოველაპარაკე და მიამბეს, რას როგორ ამზადებდნენ.
I talked to the chefs and they told me what they were doing.
166450.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– როგორ მოგწონთ ნიუ-იორკი?
"How are you finding New York?"
166451.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
ვუთხარი, რომ ეს ქალაქი ძალზე საინტერესოდ მიმაჩნდა და ვუამბე, დღე როგორ გავატარეთ.
I told him I was finding the city highly interesting and explained how we had spent our day.
166452.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
თუმცა, მეორე ადამიანთან უშუალო პირადმა ურთიერთობამ ჩემთვის დამახასიათებელი ქცევისკენ ისევ მიბიძგა.
But informal social interaction with another person had triggered my regular behavior.
166453.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– იცით, რა მომწონს ნიუ-იორკში?
"You know what I like about New York?"
166454.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– ირგვლივ იმდენი უცნაური ადამიანია, რომ შენ ვერც ვერავინ გამჩნევს.
"There are so many weird people that nobody takes any notice."
166455.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– აბა, რას იტყვი? - – მკითხა როუზიმ, სასტუმროში რომ ვბრუნდებოდით.
How was it? - asked Rosie, as we walked back to the hotel.
166456.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
– ჩემს ზრდასრულ ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო, – ვუთხარი.
The best day of my adult life, I said.
166457.
პროექტი "როუზი" | თავი XXIV
შეკამათება სრულიად არაგონივრულად მომეჩვენა.
It would have been totally irrational to argue.
166458.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
ჩვენი გიდი, სახელად ფრენკი, ყოფილი მეხანძრე, რომლის ბევრი კოლეგაც თავდასხმის დროს დაიღუპა, გასაოცრად საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა.
Our guide, a former firefighter named Frank, who had lost many of his colleagues in the attack, was incredibly interesting.
166459.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
მეც რამდენიმე ტექნიკური შინაარსის შეკითხვა დავუსვი, რომლებზეც მან ჭკვიანურად და, ჩემი აზრით, მონდომებით მიპასუხა.
I asked a number of technical questions that he answered intelligently and, it seemed to me, enthusiastically.
166460.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
„კეტზ დელიში“ ვისაუზმეთ – სწორედ იქ, სადაც ფილმის „როცა ჰარი შეხვდა სალის“ ერთ-ერთი სცენაა გადაღებული.
We had breakfast at Katz’s Deli, where a scene for a film called When Harry Met Sally was shot.