მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166461.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
სასტუმროში ადრე, 4 საათსა და 32 წუთზე დავბრუნდით.
We were back at the hotel early—4:32 p.m.
166462.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
ბეისბოლზე მივდივართ.
We’re going to the baseball game.
166463.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
მელბურნიდან წამოსვლამდე მან ელექტრონული წერილი გაუგზავნა მერი კინელის.
Before she left Melbourne, she had sent an email to Mary Keneally.
166464.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
შეეძლო, ოთხშაბათს წამოსულიყო, მაგრამ მარტო როგორ გავართმევდი თავს ხვალინდელ დღეს?
She could come Wednesday, but would I be okay by myself tomorrow?
166465.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
„იანკის“ სტადიონთან ლუდი და ჰოთ-დოგები ვიყიდეთ.
At Yankee Stadium we got beer and hot dogs.
166466.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
გვერდით კეპიანი კაცი მეჯდა – დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა (სხეულის მასის ინდექსი – ორმოცამდე, ე. ი. საშიშად მსუქანი იყო).
A man in a cap, estimated age thirty-five, estimated BMI forty (i.e., dangerously fat), sat beside me.
166467.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
ეს თუ ამ ორივე ბიჭს მოერევა, „არ-ბი-აი“-ს ლიგის სათავეში მოექცევა.
If he bats in both of these guys, he’ll be heading the league on RBI.
166468.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
„დაბლებისა“ და „ტრიპლების“ სტატისტიკის დასაზეპირებლად დრო არ მეყო.
I had not had time to memorize the statistics for doubles and triples.
166469.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
მიუხედავად ამისა, ბეისბოლის მსუქან გულშემატკივარზე აშკარად კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე და ძალზე საინტერესო საუბარი გავაჩაღეთ.
Fat Baseball Fan nevertheless seemed impressed and we began a very interesting conversation.
166470.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
ვერც კი წარმოვიდგენდი, სპორტი ინტელექტუალურად წამახალისებელი თუ აღმოჩნდებოდა.
I had no idea sports could be so intellectually stimulating.
166471.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
ბევრი ლუდი დავლიეთ და ბეისბოლის სტატისტიკა განვიხილეთ.
We drank a lot of beer and talked about baseball statistics.
166472.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
როუზი სასმელით ხელში მაღალ სკამზე იჯდა და თვალყურს გვადევნებდა.
Rosie sat on a stool with her drink and observed.
166473.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
ელ-ფოსტის მისამართები გავცვალეთ და ჩავთვალე, რომ ახალი მეგობარი გავიჩინე.
We exchanged email addresses and I considered that I had made a new friend.
166474.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
სასტუმროში როცა ვბრუნდებოდით, მივხვდი, რომ ერთი ჩვეულებრივი კაცივით მოვიქეცი – ბარში ლუდს ვსვამდი, ტელევიზორს ვუყურებდი და სპორტს განვიხილავდი.
Walking back to the hotel, I realized that I had behaved in stereotypical male fashion, drinking beer in a bar, watching television, and talking about sports.
166475.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
ცნობილია, რომ ქალები ასეთი ქცევებისადმი უარყოფითად განწყობილნი არიან.
It is generally known that women have a negative attitude to such behavior.
166476.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
– ტრადიციული მამაკაცები რომ მაინტერესებდეს.
"If I was interested in conventional men."
166477.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
– შეყვარებული გყავს?
"Do you have a boyfriend?"
166478.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
– რა თქმა უნდა, უბრალოდ, ჯერ ჩემოდნიდან არ ამომიყვანია, – მიპასუხა მან, რასაკვირველია, ხუმრობით.
Sure, I just haven’t unpacked him from my suitcase, she said, obviously making a joke.
166479.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
– დონ, – თქვა მან, – როგორ გგონია, შეყვარებული რომ მყავდეს, აქამდე არ გეცოდინებოდა?
Don, she said, don’t you think that if I had a boyfriend, you might have heard about him by now?
166480.
პროექტი "როუზი" | თავი XXV
სრულიად დასაშვებად მომეჩვენა, რომ ამის შესახებ არაფერი მცოდნოდა.
It seemed to me entirely possible that I would not have heard about him.