მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166541.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
– დონ, არასდროს გიფიქრია იმაზე, რომ შვილები გყოლოდა?
"Have you ever thought of having children, Don?"
166542.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
– მაგრამ ეს განუხორციელებლად და მიზანშეუწონლად მიმაჩნია.
"But it seems both unlikely and inadvisable."
166543.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
– პროექტი „ცოლის“ იმედი აღარ მაქვს.
"I have lost confidence in the Wife Project."
166544.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
– იმიტომ, რომ შვილებს ჩემ გამო შერცხვებათ.
"Because I’d be an embarrassment to my children."
166545.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
როუზიმ გადაიხარხარა.
Rosie laughed.
166546.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ეს, მისი მხრივ, ძალზე უტაქტო საქციელი იყო, მაგრამ მაშინვე ამიხსნა: – ყველა შვილს რცხვენია საკუთარი მშობლების გამო.
I thought this was very insensitive, but she explained, All parents are an embarrassment to their kids.
166547.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
მან ისევ გაიცინა: – განსაკუთრებით, ფილის.
She laughed again: "Especially Phil."
166548.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
– ო, არა, უკვე მოვრჩით?
"Oh no, we’re done?"
166549.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
– სხვა არაფერია ისეთი, რის ნახვაც შეიძლება?
"Is there something else we can see?"
166550.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
– ჩვენ კიდევ ორი რამ დაგვრჩა დასათვალიერებელი.
"We have two more things to see, I said."
166551.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
– შესაძლოა, მოსაწყენად მოგეჩვენოს.
"You may find them dull."
166552.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
ციური სხეულების დარბაზში შევუძეხი, სადაც სხვადასხვა ზომის სფეროებით სამყაროს მასშტაბი იყო ნაჩვენები.
I took her to the room of balls—spheres of different sizes showing the scale of the universe.
166553.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
მერე ლიფტით ზემოთ ავედით.
Then we went up in the elevator.
166554.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
დახურვის დრო ახლოვდებოდა.
It was almost closing time now.
166555.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
„თავს რაღაც უმნიშვნელო არსებასავით გრძნობ, არა?“
"Makes you feel a bit unimportant, doesn’t it?"
166556.
პროექტი "როუზი" | თავი XXVI
იმ მომდევნო წამს კი, რომელიც სამყაროს ისტორიის მასშტაბით სრულიად უჩინარი იყო, ხელი ჩამკიდა.
Then, in this vanishingly small moment in the history of the universe, she took my hand.
166557.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
მაქს ფრეიბერგი, ქირურგი-კოსმეტოლოგი და როუზის სავარაუდო ბიოლოგიური მამა, რომელიც „ყელამდე საქმეში იყო ჩაფლული“, საღამოს 6 საათსა და 45 წუთზე თხუთმეტწუთიან შეხვედრაზე დაგვთანხმდა.
Max Freyberg, the cosmetic surgeon and potential biological father of Rosie, who was booked solid, had agreed to see us for fifteen minutes at 6:45 p.m.
166558.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
როუზიმ მის მდივანს უთხრა, რომ უნივერსიტეტის გაზეთისთვის წარმატებული კურსდამთავრებულების შესახებ სტატიების სერიას ამზადებდა.
Rosie had told his secretary she was writing a series of articles for a publication about successful alumni of the university.
166559.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
შეხვედრის დანიშვნა ისედაც გაგვიჭირდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დნმ-ის ნიმუშის მოპოვება კიდევ უფრო გაგვიძნელდებოდა.
Getting the appointment had been difficult enough, but it had become apparent that collecting the DNA would be far more challenging.
166560.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
ნიუ-იორკში წამოსვლამდე ჩემს გონებას დავავალე, ამ პრობლემის გადაჭრის გზა მოეძებნა.
I had set my brain the task of solving the problem before we departed for New York.