მოიძებნა 669201 ჩანაწერი
166621.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
– ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინდა, შეუხედავი ვიყო.
"It doesn’t mean I want to be unattractive."
166622.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
– პარტნიორი შენი შეფასებისას გარეგნობას არავითარ მნიშვნელობას არ უნდა ანიჭებდეს.
"Your appearance should be irrelevant to your partner’s assessment of you."
166623.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
– ცხოვრებაში ბევრი „უნდა“ არსებობს, – თქვა როუზიმ.
Life is full of should-be’s, said Rosie.
166624.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
– გენეტიკოსი ხარ.
"You’re the geneticist."
166625.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
საშიშ ტერიტორიაზე შევიჭერი: ჩემთვის როუზის მიმზიდველობა ლექტორების მეჯლისის ღამეს სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა.
I was on dangerous territory: the issue of Rosie’s attractiveness had gotten me into serious trouble on the night of the faculty ball.
166626.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
თუმცა, სასტუმროს ნომერში პირისპირ მდგომ პირსახოცშემოხვეული ქალისადმი საკუთარი შეხედულებების მისადაგება არასდროს დამჭირვებია.
But I had never had to apply these beliefs to someone standing opposite me in a hotel bedroom wearing only a towel.
166627.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
– თუ ტესტოსტერონის ფაქტორს არ გავითვალისწინებთ, – დავამატე.
Ignoring the testosterone factor, I added.
166628.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
დიალოგი თანდათან უფრო გაძნელდა.
The conversation was getting complicated.
166629.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
ვეცადე, საკუთარი მოსაზრება განმემარტა.
I tried to clarify my position.
166630.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
რაკი მანამდე ქალის მიმართ ასეთი მიზიდულობა არასდროს მიგრძნია, უეცრად მისი ყურების დათვალიერება მომინდა.
Since I had never been so sexually attracted to a woman before, I was suddenly compelled to examine her ears.
166631.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
როუზი მომეხვია და მაკოცა.
Rosie put her arms around me and kissed me.
166632.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
მიმაჩნია, რომ, სავარაუდოდ, ტვინი უჩვეულოდ მაქვს მოწყობილი, მაგრამ ჩემი წინაპრები უმთავრესი სექსუალური სიგნალების აღქმისა და მათზე რეაგირების გარეშე გამრავლებას ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ.
I think it is likely that my brain is wired in a nonstandard configuration, but my ancestors would not have succeeded in breeding without understanding and responding to basic sexual signals.
166633.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
რამდენიმე წამით ერთმანეთს მოვწყდით.
We pulled apart for a moment.
166634.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
აშკარა იყო, ვახშამი გადაიდებოდა.
It was obvious that dinner would be delayed.
166635.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
როუზიმ შემათვალიერა და მითხრა: – იცი, რა, სათვალეს და ვარცხნილობას თუ შეიცვლი, თავისუფლად შეგიძლია, გრეგორი პეკს დაემსგავსო, ფილმიდან „ნუ მოკლავ ჯაფარას“.
Rosie studied me and said, You know, if you changed your glasses and your haircut, you could be Gregory Peck in To Kill a Mockingbird.
166636.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
– ეს კარგია?
"Is that good?"
166637.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
– ის ხომ, უბრალოდ, ყველაზე სექსუალური მამაკაცი იყო მათ შორის, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია.
"He was only the sexiest man that ever lived."
166638.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
ერთმანეთს კიდევ ცოტა ხანს ვუყურეთ და ისევ მის საკოცნელად გავიწიე.
We looked at each other some more, and I moved to kiss her again.
166639.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
მან შემაჩერა.
She stopped me.
166640.
პროექტი "როუზი" | თავი XXVII
– რაც ხდება ნიუ-იორკში, ამ ქალაქშივე რჩება, ხომ ასეა?
"What happens in New York stays in New York, right?"